მე და ჰარი თერაპიის რიგში ვდგავართ და ჩვენს რიგს ველოდებით. კედელზე მიმხმარ საღებავს ჰარი ხელებით ფხეკს. დროგამოშვებით ჩემკენ ტრიალდება და მიღიმის.
-როგორ ხარ? - საღებავის წვალებას აგრძელებს.
-ვნერვიულობ. თერაპიაზე პირველად მივდივარ.- გავუღიმე. ჰარისთანერთად აქაურობა არცისე ცუდია.-დამშვიდდი. სულელურ კითხვებზე მოგიწევს პასუხის გაცემა.
-ვიცი ჰაროლდ.. ერთ დროს მეც ვსვამდი მაგ კითხვებს.
-ჰარი სტაილსი - მილმა თავი გამოყო და ჰარიც ადგილიდან დაიძრა.
მარტო დარჩენილი იატაკზე ჩამოვჯექი და უკვე ასჯერ ნანახის დათვალიერება დავიწყე. ხშირი წვიმებისგამო სახურავზე რაღაც ყავისფერი ლაქები იყო გამოსახული. კედლის ნახევარი თეთრი, ნახევარი კი ცისფერი იყო. ხის ძველი დანგრეული სკამები, ვითომ მოსაცდელის ფუნქციას ასრულებდა. იატაკზე გამოყვანილ ფიცარზე სიარული დავიწყე, ისე რომ მის საზღვრებს არ გადავცდენოდი. ნუთუ მართლა ამდენიხანი ვატარებდი მე თვითონაც თერაპიას? ოხხ. ნეტავ ეხლა მილის ადგილზე ვიყო. ჰარის სულელურ შეკითხვებს დავუსვამდი და მერე მეხუთე სართულზე ჩემ რბილ საწოლში ჩავწვებოდი.
კარები ხმაურით გაიღო და გაბრაზებული ჰარი გამოვარდა. რატომღაც მგონია რომ ჩემზე მეტი იცის. მილიმ გამიღიმა რაც ნიშნავდა რომ ჩემი ჯერი იყო.
-მაშ ასე. არცკივიცი საიდან დავიწყო - ტესტების დასტა გადაათვალიერა მილიმ.
-ვერსაიდან ვერ დაიწყებ მილ, იმიტომ რომ გიჟი არ ვარ და ჩემზე არცერთი ტესტი არ იმოქმედებს.
-აგერ ვიპოვე - ჩემი ნათქვამი დააიგნორა და თეთრ ფურცელზე შავად დაჯღაპნილი ნახატები გამოიტანა - ამ სურათზე რას ხედავ? - სიბრალულით გადმომხედა.
-პეპელას - უემოციოდ ვუთხარი.
-და აქ?
-თვითმფრინავი.
YOU ARE READING
#HeForShe
Fanfiction"როდესაც ადამიანი იმდენად გიყვარს, როგორც მე ის..ხვდები. რა უნდა... რას მალავს... რას გრძნობს...და რას ფიქრობს. მას მე ვუნდივარ... ის ტკივილს მალავს... ის თავს მარტოსულად გრძნობს.. და ფიქრობს. ფიქრობს, რომ ჩემი ერთი სიტყვით მისი გადარჩენა შემიძლია...