-28-

2.4K 166 56
                                    


ბოლო თავი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ბოლო თავი. 


თითქოს ეს განთიადი არაფრით გამოირჩევა დანარჩენისგან. თითქოს წამებში მზე ჩვეულებრივად ამოვა. ქუჩებშიც ჩვეულებრივად დაიწყებენ ბუზებივით საქმიანი ადამიანები სიარულს. თუმცა ამქვეყნად 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ეს დღე ერთნაირად არცერთისთვის არ დაწყებულა და შესაბამისად არც ეს განთიადია ჩვეულებრივი. ცა ისეთი იისფერია.. როცა მთვარე უკვე ჩასულია, მაგრამ მზე ამოსვლას აგვიანებს. დილიდანვე ხვდები : ეს დღე დასასრულს მოიტანს. მართალია საძინებელში ჩაკეტილი ქესი ცას ვერ ხედავს, მაგრამ ის კი იცის რომ დასასრული ახლოვდება. ამჯერად მხოლოდ მისთვის. მის კარებზე თათებით მონსტრი აბრახუნებს და წამს არ უტოვებდა იმაზე ფიქრისთვის თუ რა მოხდებოდა შემდეგ.   

-შენ მე სიყვარულს შემპირდი - მონსტრმა ადამიანურად დაიწყო ლაპარაკი. ნუთუ მარტო სიყვარულს ითხოვდა?! და ეს თუ სიმართლეა მაშინ თავისი ნებით რატომ თქვა მასზე უარი?! 

 -მე არაფერს შეგპირებივარ.. შენთვითონ ააგე ოცნების კოშკები და შენვე ხარ დამნაშავე მის დანგრევაში - თავის ბედს დამორჩილებული გოგონა ძლივს ლაპარაკობდა. როგორი შეშინებული უნდა იყო რომ მტერს ცდის გარეშე დანებდე. ფაქტია,რომ პატარა ქესი ახლა უფრო უმანკოდ გრძნობდა თავს ჰარის ისტორიის მოსმენის შემდეგ. 

 -აბა ჩვენ რა ვიყავით ქესი? რა ვიყავით? - თითქოს მონსტრი დამშვიდდაო. თათები ხელის ფორმას დაუბრუნდა. 

#HeForSheWhere stories live. Discover now