-19-

925 76 4
                                    

-ჰარი.. მიყვარხარ - მეგონა რომ ჩემთვის გულში ვამბობდი. ვერც კი შევამჩნიე, როგორ მოწყდა ეს სიტყვები ჩემს ბაგეს.
ლოყები აუწითლდა და ხელები კეფაზე, თმებსუკან შემიცურა.
-როგორც იქნა ალაპარაკდი ბაჭია.
მის ნათქვამზე თვალები გადავატრიალე.
-შენ შემპირდი რომ მეტყოდი ბაჭიას რატომ მეძახი.
-გაგიკვირდება და შენ თვითონ მთხოვე - ხელის ერთი მოძრაობით კალთაში ჩამისვა, მისი ორად მოკეცილი ფეხები განძრევის საშუალებას არ მაძლევდნენ, დიდი ხელებით კი წელზემოთ მეხვეოდა და სიცივისგან მიცავდა.
-რაღაც არამგონია. შენთვის ბაჭიას დაძახება მეთხოვა.
ჰარიმ გადაიხარხარა.
-კი მთხოვე. სიყვარული რომ ამიხსენი მაშინ.
ერთბაშად წამოვვარდი. პირი ღია დამრჩა. დავიჯერო სიყვარული მე ავუხსენი? ღმერთო რა სირცხვილია.. ბიჭს სიყვარული იქით როგორ ავუხსენი..
-მითხარი რომ ეს არ გამიკეთებია და მეხუმრები - წარბები შევკარი.
-მოგიყვები ყველაფერს- ჰარიმ გადმომაბრუნა. ფეხები ახლა მისი წელის ირგვლივ მქონდა შემოხვეული და თვალებში ვუყურებდი - ერთმანეთს აქ შევხვდით. სასადილოში ვიყავი როცა კარები შემოაღე და შემოხვედი. როგორცკი დამინახე ჩემი მაგიდისკენ გამოიქეცი და ზედ წამოჯექი. ასე ყვიროდი <ჩვენ ერთად უნდა ვიყოთო>
აწითლებული ლოყებით ვისმენდი მის ნათქვამს და ერთისულიმქონდა თავი ხელებში ჩამემალა. ასეც მოვიქეცი. სირცხვილისგან თვალს ვერ ვუსწორებდი.
-ბაჭია.. შემომხედე.. - ცდილობდა ხელები მოეშორებინა,მაგრამ ვერმოახერხა. თითქოს ხელები ლოყებზე მქონოდა მიწებებული.
-კარგი. კარგი. გეხუმრე.. ტყუილია- სახიდან ხელები მოვიშორე და გაბრაზებულმა შევხედე, მაქსიმალურად ცდილობდა სიცილი შეეკავებინა. წყენბრაზებულმა ფეხები გადმოვაწყვე და ის იყო უნდა ავმდგარიყავი, რომ ჰარიმ დამიჭირა. მისკენ მიმწია. ჩვენი ტუჩები ერთმანეთს უნდა შეხებოდა, რომ უეცრად ლაპარაკი დაიწყო
-შენ არაფერი შუაში ხარ. მე შემიყვარდი. პირველივე დანახვისას შემიყვარდი. შემიყვარდა შენი ეს მოწითურო თმა, შენი დიდი თვალები. შენი სისხლისფერი ტუჩები, შენი ნაზი მიხვრა-მოხვრა. შენი უცოდველობა. გეტყობოდა არაფერი იცოდი და მინდოდა მე ვყოფილიყავი შენთვის პირველი. ღამით თვალებს ვხუჭავდი და ჩემს მომავალს წარმოვიდგენდი შენთან. ჩემს მოუსვენარ სულს შენზე ფიქრები ამშვიდებდა. გპირდები ბაჭია, რომ ყველაზე ბედნიერ ქალად გაქცევ... ამის უფლება მომეცი და შენს გამო შეუძლებელს შევძლებ.
პასუხი უსიტყვოდ გავეცი.
მის ტუჩებს შევეხე და გულს აჩქარების უფლება მივეცი.
აქ სიტყვები ზედმეტია.
რომც ავხსნა ვერ გაიგებთ რას ნიშნავს -კოცნიდე ჰარი სტაილსს.
ნაცნობი მოხუცისკენ გავწიე ,ჰარისთან ერთად გატარებული ღამის შემდეგ თავი ფსიქიატრიულში კი არა სამოთხეში მეგონა. შემპირდა რომ ამ ღამითაც მოვა. მას შემდეგ რაც ლაპარაკი დავიწყე უამრავი კითხვის დასმის სურვილი გამიჩნდა. უკვე ვეღარ ვითმენ. თუმცა როდის ვითმენდი რო? ღმერთო ვერც კი ვიჯერებ ჰარი ჩემზე ასეთ ზეგავლენას როგორ ახდენს. დღევანდელობით გახარებულს სულ არ მაინტერესებს რა მოხდა წარსულში. ისეთი ბედნიერი ვარ რომ ჩემთვის სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.
-ჩვენი დამუნჯებული მოვიდა- მოხუცმა ჩაილაპარაკა ჩემს ნახვაზე.
-სულაც არ ვარ დამუნჯებული - აწეული წარბებით ვუთხარი.
-¡Dios mío! .. რა საჩუქარია. - ცალი თვალით შემომხედა -ანუ ახლა შეგიძლია მითხრა სტაილთან რახდება.
პირი დავაღე.
-თქვენ საიდან?
-ოოო შენ მართლა გიჟი ხომ არ გგონივარ? - ახალგაზრდულად შემომიძახა მოხუცმა - მთელი დღე დებილივით გაღიმებული დადიხარ და მეუბნენი თითქოს არაფერი მოხდა..
-ნუ.. არველოდი.. - დავიმორცხვე.
-შვილო მოხუცი დავიბადე გგონია? მეცვიყავი შენი ტოლის და ვიცი როგორიცაა პირველი სიყვარული.
გამეცინა. კარგადნაცნობი დაქალივით გვერდზე ამოვუჯექი და ყველაფრის მოყოლა დავუწყე. სიხარულისგან ხმა მიკანკალებდა.
-ოოო. თქვენ იმაზე მეტად გყვარებიათ ერთმანეთი ვიდრე მე მეგონა.
-არვიცი ბებო.. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ გულს მატკენს.
-ოო საყვარელო. ეგ არაფერი. გული იმისთვისაა რომ ვინმემ გატეხოს. ადამიანმა ყველაფერი უნდა გამოსცადოს. რამდენჯერაც არ უნდა გაგიტყდეს ეგ პაწაწინა გული ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ვინც გაგიმთელებს. მაგრამ გინდა ჩემებური სიბრძნე გითხრა? - ქვემოდან ამომხედა ბებომ - მთავარი არაა აქეთ ეყვარები თუ არა. ყველაზე დიდი სიამოვნებაა როცა გიყვარს და არა როცა უყვარხართ. რაჯობია ვიღაცაზე ფიქრი რომ გამშვიდებს და გაღიმებს.
-ცალმხრივი სიყყვარული მაინც რთულია....
-ოო საყვარელო. ეს შენ უყურებ რთულად ყველაფერს. ჩემი ასაკის რომ გახდებით ყველაფერს მიხვდები. მთავარია გიყვარდეს და არა უყვარდე.. დაიმახსოვრე !
მოხუცის ნათქვამში თითქოს იყო რაღაც სიმართლე. რათქმაუნდა ორმხრივი სიყვარული კარგია მაგრამ.. როცა ვინმე გიყვარს მართლა საოცარი გრძნობაა.
-თან შვილო.. შეიძლება ითქვას რომ ეგ შენი ჰარი ჩემი გაზრდილია. თუ თქვა უყვარს - ესეიგი უყვარს. იცი 10 წელი აქ ყოფნის ერთადერთი დადებითი მხარე რა არის?
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
-ხელუხლებელი რჩები. ყველაფერი სიბინძურისგან რაც გარეთ არის ხელუხლებელი ხარ. შენამდე ვერ აღწევს შური, შანტაჟი, ხალხის ბინძური სულები, ხალხის სიბოროტე. შორს ხარ და ადამიანობას ინარჩუნებ. არ ფიქრობ ფულზე. ჯოჯხეთს ანათებსო გაგიგია ალბათ. და რაც ყველას მთავარია ემოციები ბაჭია. ემოციების სინამდვილის გჯერა, რადგან ისინი ჯერ არასდროს გინახავს გაყალბებული, შეურაცყოფილი. არგინდახავს ერთი-მეორეს ეუბნებოდეს მიყვარხარო და არ უყვარდეს. გჯერა რომ რასაც გრძნობ წმინდაა. 10 წელი ერთ ოთახში ხარ გამომწყვდეული, მაგრამ სამაგიეროდ ადამიანობის გჯერა. შენთვის ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ფასი სხვისთვის უბრალო სიტყვებს. ჰარი შეიძლება გიჟია, მაგრამ ადამიანია და ადამიანები... ქვეყანაზე ერთი-ორიღა შემორჩენილა.
მისმა სიტყვებმა გულში დიდი რააოდენობით თაფლი ჩამიღვარა. ასემგონია ჰარი ორმაგად შემაყვარა. მისი სიწმინდე დამაჯერა. მეც ვგრძნობ უკვე მისი სულის სიწმინდეს. მისი ამ დარიგება-განმარტებით ჰარი ისე შემაყვარა რომ მეეჭვება ოდესმე გადამიყვარდეს.

სეირნობაზე უარის თქმის და ბიბლიოთეკაში დროის გატარებისშემდეგ თერაპიის რიგში ჩავდექი. ჩემი რიგის მოსვლისთვის დიდი ლოდინი არ დამჭირვებია. ფიქრებში გართულს დროის გასვლაც არ მიგვრძნია.
-აბიგეილ ვილსონ - ახალგაზრდა ბიჭმა დაიძახა.
კუნტრუშით შევედი და თეთრ სკამზე დავჯექი. არ მომწონს ყველაფერი თეთრი რომაა. რატომღაც არ მამშვიდებს.
-აბა აბიგეილ. დღეს ლაპარაკის ხასიათზე თუ ხარ.. - ჩემი სიხალისე მასაც გადაიდო.
-დიახ.. მეტიც.. მზად ვარ დღეს მთელი თერაპია მარტო მე ვილაპარაკო.
-ოჰო. მიხარია შენი ხმის გაგონება. გისმენ.
ცოტახანი ვიფიქრე. ღირდათუ არა მისთვის ამის მოყოლა.
ხელები გაშალა.. გელოდებიო.
-შეყვარებული ვარ - მაჯერად მგონის გარეშე ვთქვი.
სახე შეეცვალა. ღიმილი სადღაც გაუქრა და ახლა ნაძალადევად გაიღიმა.
-გააგრძელე - მის ტონში რაღაც ცვლილება ვიგრძენი. არც ცივი იყო, არც უხეში. უბრალოდ ისეთი სეგრძნება მქონდა, თითქოს ექიმი მელაპარაკებოდა და არა მეგობარი.
-უბრალოდ ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. სიცოცხლის ყოველი წუთი მხოლოდ იმიტომ მიხარია,რომ .. - აქ გავჩერდი, მან ხომ არ იცის რომ ჰარი დროდადრო მაკითხავსხოლმე.
-რომ? - წინადადების დამთავრება მომთხოვა.
-იმიტომ რომ მასზე ფიქრი შემიძლია - სიტუაციიდან გამოსვლა ვცადე, რაც მგონი გამომივიდა.
-შეგიძლია მასზე მელაპრაკაო? - საზურგეს მიეწვა, ეტყობოდა დიდად არ სიამოვნებდა საუბრის თემა.
-უბრალოდ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ასემგონი მისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ალბათ ესაა სიყვარული. იცოდე მზად ხარ ყველაფერი გააკეთო იმ ერთისთვის. იმისთვისაც მზად ხარ, რომ ტყვიას გადაუდგე და არც დაფიქრდე ის რასგრძნობს საპასუხოდ - მოხუცი ბებოს ნათქვამი გამახსენდა, თითქოს ახლა ჩავწვდი მის აზრს და "სიბრძნეს" - მართალია მისი სიყვარულის ხარისხი არ ვიცი, მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არცააქვს. მისთვის ამწამსაც გავწირავდი თავს, თუნდაც ჩემი არსებობა არ იცოდეს და ვერც გაიგოს.
-მეც მიყვარდა ერთი გოგო - სევდიანი ხმით წამოიწყო, თუმცა ვერ მივხვდი რატომ. სიყვარული ხომ სევდას ვერ გამოიწვევს?
-შემდეგ? როგროი გოგო იყო? - ფეხებით შევდექი სკამზე.
-კარგი გოგო იყო.. მაგრამ აღმოჩნდა რომ სხვა უყვარდა.. - ჩვენს წინ დამდგარი პატარა მაგიდიდან ჭიქა აიღო და მოსვა.
-ცუდია.. მაგრამ იცი რამგონია? - გამხნევებას შევეცადე.
-რა?
-ის გოგო შენი ბედი არ ყოფილა. წავიდეს ! გაუშვი.. დრო მოვა და იპოვნი შენთვის შექმნილს - ღიმილით ვუთხარი.
-მას რომ შევხვდი მეგონა ვიპოვე, მაგრამ როცა მივხვდი რომ ის სხვა ისე უყვარდა, როგორც შენ გიყვარს ეხლა შენი რჩეული, გავუშვი.
მისმა ნათქვამმა გული დამიწვა. რთულია როცა გიყვარს და სხვასთან მხოლოდ იმიტომ უშვებ, რომ გინდა ბედნიერი იყოს.
თერაპია დასასრულს მიუახლოვდა. ფეხზე წამოვდექი და ოთახიდან გასვლა დავაპირე.
-შემდეგ თერაპიაზე გნახავ.. აბიგეილ.
-აუცილებლად - გავუღიმე - და რაგქვიათ? - თითების წვალებით ვკითხე. არმინდა რამე სხვანაირად იფიქროს.
-საიმონი. საიმონ როჩესტერი.

#HeForSheWhere stories live. Discover now