9

969 88 2
                                    


-როდის წავიდეთ? - მას შემდეგ რაც ჰარის წასვლაზე სიტყვა ჩამოვუგდე არ ჩერდება და ყოველწამს წასვლაზე მეკითხება. 

 -ჰარი რამდენჯერგითხრა ჯერ არა. აქ სამუშაოდ მოვედი. პლიუს ელაიზას ხომ არ დავტოვებთ აქ? 

 -ხო.. ელაიზა - თავი ჩახარა ჰარიმ და ეზოში გავიდა. ახალი წესის თანახმად პაციენტებს დღის საათები შეეძლოთ ეზოში გაეტარებინათ. ამით მათი დაუკმაყოფილებელი სურვილი გაქცევისა, ოდნავ ნელდებათურმე. მე პირადად ამის არ მესმის მაგრამ რადგან როჩესტერმა ასე გადაწყვიტა, ესეიგი სიმართლეა. 

 ჰარის უკან მივყევი და ხალხში შევერიე. ზოგი განადგურებულ,გაცვეთილ ბურთს კედელს უაზროდ უშენდა, ზოგი თავისთვის იცინოდა, ზოგი კი უმუსიკოდ ცეკვავდა. ჩემი თვალები ელაიზას ეძებდა,მაგრამ გოგონა ვერსად ვერ ვნახეთ. 

 -ჰარი ელაიზა ხო არ გინახავს ? 

 -არა.. მეც მას ვეძებ.. 

-საიმონ-კარებთან მდგარი დაცვისკენ გავიქეცი - ხომ არ იცი ელაიზა მარტინესი სადაა? 

-ვინ? 

 -ელაიზა მარტინესი. დაბალი გოგოა. შავი გრძელი თმებით. 

 -ხო გამახსენდა.. როგორც ვიცი ცუდად გახდა და უკან კლინიკაში გადაიყვანეს. 

 -სად შეიძლება მისი ნახვა?- საიმონმა ამიხსნა სადაც უნდა წავსულიყავი. 

ხალხი მივატოვე და ჩემი საყვარელი პაციენტის სანახავად გავიქეცი. 

-მეც წამიყვანე.. ჰარი წამომეწია. 

-ჰარი არ შეიძლება.. 

-გთხოვ. 

-ჰარი არა.- გულმოსული ჰარი მიბრუნდა და გაბრაზებული ხალხს შეერია. 

 

ფსიქიატრიულისგან განსხვავებით, ეს პატარა ორ სართულიანი შენობა უფრო უსუფთაოა. წარმოდგენაც არ მაქვს საავადმყოფოს რატომ ეძახიან. ალბათ აქ ყოფნით პაციენტების მდგომარეობა უფრო გაუარესდება ვიდრე აქამდე იყო. მიმღებში ელაიზა მარტინესი ვიკითხე და მათაც მეორე სართულის ბოლოს გამგზავნეს. რატომღაც ბედნიერმა ავირბინე კიბეებზე და პალატას მივაშურე. ცოტახანში გამომეტყველება სრულიად შემეცვალა. პალატიდან მგორავ საკაცეზე მწოლიარე, თხელი ნაჭრით გადაფარებული გვამი გამოჰქონდათ. 

#HeForSheWhere stories live. Discover now