13

999 81 3
                                    

  გუშინდელი დღე რაღაც განსაკუთრებულად ემოციური იყო. ორჯერ ამიხსნეს სიყვარული. მართალია საიმონმა მომწონხარო მითხრა, მაგრამ რომ არ ვუყვარდე ისე ხომ არ მოიქცეოდა როგორც იქცევა? ბოლოსდაბოლოს როჩესტერს დაუპირისპირდა ჩემს გამო. ახლა თერაპიის რიგში ვდგავარ, ჰარიმ ჯენტლმენურად პირველობა დამითმო. უნდა ვაღიარო რაც სიყვარულში გამომიტყდა, უფრო სწორად, მგონი მიყვარხარო მითხრა უფრო საყვარელი გახდა.

-არ მინდა თერაპიაზე შესვლა - წაიწუწუნა ჰარიმ.

-კარგი რაა 7 წელი ყოველდილით თერაპიაზე დადიხარ. დღეს რა მოგივიდა?

ჰარიმ უბრალოდ შემომხედა. პასუხი არ გაუცია, თუმცა თქმა არც ჭირდებოდა.

-საიმონის გამო? კარგი რა.. კარგი კაცია. დღეს დილით აბები მომცა. ყველაფერი კარგად იქნება.

-ბაჭია გული რაღაც ცუდს მიგრძნობს.

საიმონმა ხელით მანიშნა შემოდიო. ჰარის თვალი ჩავუკარი ყველაფერი კარგადიქნებამეთქი.

-დაბრძანდით - სახეზე საყვარელი ღიმილით მიმითითა საიმონმა მის წინ მდგარ თეთრ სავარძელზე.

-მადლობთ.

-ვინაიდან და რადგანაც გიჟი არ ხარ ესენი აღარ დაგვჭირდება - ქაღალდების დასტა ზურგსუკან გადააგდო.

-ხო გიჟი არ ვარ. მაშინ აქ რა მინდა? - ხელები მაღლა ავწიე და ოთახზე მივანიშნე.

-აქ იმიტომ ხარ, რომ ვინც ეს გადაწყვიტა თვითონ ისაა გიჟი. და სხვათაშორის ამაზეც ვმუშაობ -ცერა თითები ამიწია საიმონმა .

-რაა? მართლა?

-აი ხო.. რამდენიმე თერაპიაში როჩესტერს ვეტყვი რომ სრულიად ჯანმრთელი ხარ და მგონი გაგიშვებს.

-უძალიანმაგრესი ხარ - ძალაუნებურად ფეხზე წამოვვარდი და ჩავეხუტე მანაც ჰაერში დამატრიალა და ნავარდის შემდეგ მიწაზე დამაბრუნა - უღრმესი მადლობა.

-არაფრის - საიმონის სამუშაო მაგიდასთან დადებული სახლის ტელეფონი აწკრიალდა, თითით მანიშნა ბოდიშიო და ცოტახნით დამტოვა.

#HeForSheWhere stories live. Discover now