ჰარის ისტორიას ვუსმენდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი რაღაც მართლა შეიძლებოდა მომხდარიყო. ახლა ორმაგად შემტკივა გული ელაიზაზე. ღმერთო როგორ ზრუნავდნენ ერთმანეთზე. გული მიკვდება როდესაც წარმოვიდგენ როგორ ეძებდა ჰარი თავის დას.
-ჰარი არცკივიცი რაგითხრა... - ვბორძიკებდი.
-არაფერი არ მითხრა. ორივეს მაგივრადაც შემიძლია ვილაპარაკო - ღიმილით მითხრა - ახლა ხვდები ხო რა მჭირს? ბაჭია ვბრაზდები.
-არ გაბრაზდე - ვიცი სათქმელად ადვილია.
-უნდა დამეხმარო.
-ჰარი ვიცი.. და ამას ვაკეთებ. მალე შენ დაავადებას...
-არა. ბაჭია.. არა.. მათ განადგურებაში უნდა დამეხმარო.
-ჰარი.. თუ ბოროტებას ბოროტებით უპასუხებ სიკეთე საიდან მოვა? -მასზე შტაბეჭდილების მოხდენას სულ ტყუილად ვცდილობ.
-ნუ სულელობ აბიგეილ. ნუ სულელობ. და მომიკლეს. რა სიკეთეზე მელაპარაკები? საერთოდ ამ დაწყევლილ ადგილას სიკეთეს ხედავ? მე ვერა და თუ შენ ერთხელ მაინ მოგიკრავს მისთვის თვალი,მითხარი,რადგან მჭირდება.
-ჰარი..
-არანაირი ჰარი ბაჭია. მე მათ გავანადგურებ. ყველა ადამიანს ვისაც ოდესმე ელაიზასთან რამე შეხება ქონია-გავანადგურებ. ცხოვრებას გავუმწარებ. ვაწამებ და ისე მოვკლავ.
-მეც? - მისი სიტყვებით გაბრუებულმა ძლივს ვთქვი.
-შენ.. შენ არა.. - ყოყმანის შემდეგ თქვა.
-რატომ?
-იმიტომ რომ.. მე.. მე... -წინადადებას თავი ვერ მოაბა.
-რა შენ ჰარი?
-იმიტომ რომ ელაიზას მოსწონდი. შეიძლება წავიდე?- ნერვიულად დაიწყო სიარული.
-კი ჰარი.. შეგიძლია წახვიდე.
ჰარის უკანმოუხედავად გასვლის შემდეგ ცოტახანი ოთახში დავრჩი. უკვე ნათელია რომ ჰარის მიმართ ისეთს რაღაცას ვგრძნობ, რაც არცერთი ბიჭისმიმართ არ მიგვრძნია. დავიჯერო ეს სიყვარულია? სიმართლე გითხრათ არცივიც რა არის სიყვარული.. თუ ბიჭის ნახვისას გულის აჩქარება, ენის აბმა, სახეზე მოწოლილი სისხლი და დარცხვენილი მზერა სიყვარულს ნიშნავს, ესეიგი ჰარი მიყვარს. მაგრამ ჩვენ ურთიერთობას აზრი არააქვს. ის.. .. მისის როჩესტერმა პაციენტებთან ურთიერთობაც აგვიკრძალა. ეს აზრი თავიდან უნდა ამოვიგდო.
YOU ARE READING
#HeForShe
Fanfiction"როდესაც ადამიანი იმდენად გიყვარს, როგორც მე ის..ხვდები. რა უნდა... რას მალავს... რას გრძნობს...და რას ფიქრობს. მას მე ვუნდივარ... ის ტკივილს მალავს... ის თავს მარტოსულად გრძნობს.. და ფიქრობს. ფიქრობს, რომ ჩემი ერთი სიტყვით მისი გადარჩენა შემიძლია...