გეზი პირდაპირ მისის როჩესტერის კაბინეტისკენ ავიღე, რომელიც ბევრი ძიების შემდეგ ძლივს მიმასწავლეს. კარებთან მდგარმა ღრმად ჩავისუნთქე და დავაკაკუნე.
-მობრძანდით - ყინულივით ცივი ხმა გაისმა.
-ქალბატონო როჩესტერ... ბოდიში რომ გაწუხებთ მაგრამ..
-ნამდვილად მაწუხებ აბიგაილ.
-აბიგეილი ქალბატონო.. უბრალოდ რაღაც გადაუდებელი საქმე მაქვს.
-შემთხვევით განრიგის გადაცვლასთან დაკავშირებით ხომ არ მოხვედი? - უამრავ საბუთში ჩაფლულს ჯერ ჩემთვის არც შემოუხედავს.
-თქვენ საიდან..
-საყვარელო -ამჯერად თვალი-თვალში გამიყარა - მეათე ხარ მათ შორის ვინც იგივე პრობლემით მოდის და იგივე პასუხს გაგცემ რაც მათ გავეცი : არანაირი ცვლილებები. შენ განრიგში ერთმა ცვლილებამ შეიძლება მთელი კორპუსის ცვლილება გამოიწვიოს. ასე რომ შეეჩვიე. შენ აქ სამუშაოდ ხარ მოსული. ასერომ იმუშავე, ყველგან ერთნაირი გიჟები დაგხვდებიან აქ ნორმალური არავინაა და სხვათაშორის არც თქვენ - გაკვირვებული სახე მივიღე - ნუ გიკვირთ. ნორმალური რომ იყოთ აქ არ იმუშავებდით.
კაბინეტიდან იმედგაცრუებული გამოვედი. განრიგის მიხედვით ახლა სადილობის დრო იყო და გიჟებთან ერთად უნდა ჩავკეტილიყავი ერთ ოთახში. ოდნავ გაბრაზებული პირველ სართულზე ჩავედი და დარბაზის კარები გავაღე.
თითქმის ყველა აქ იყო. მოპირდაპირე კარები უეცრად გაიღო და ხელ-ფეხ შეკრული ახალგაზრდა ბიჭი შემოიყვანეს. გვერდიგვერდ დაცვა მოყვებოდა. ცალკე გამოყოფილ მაგიდასთან დასვეს და ოდნავ უკან დაიხიეს.
მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა მაგიდებს წრეებს ვარტყამდით და ვაკვირდებოდით ვინმეს საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის რამე არ დაეშავებინა. ჩემს დანახვაზე ელაიზა ძილიდან გამოფხიზლდა და წამოდგა.
-დაჯექი - უხეშად უთხრა ერთ-ერთმა ექთანმა და სკამზე დაანარცხა.
-მას მე მივხედავ - ელაიზასკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.
-შენ შენს პაციენტებს მიხედე - მე მომიბრუნდა გაბოროტებული ექთანი.
-ელაიზაც ჩემი პაციენტია - კატის თვალებით შევხედე და გოგონას წინ დავჯექი.
-მადლობა რომ მაგ ბოზისგან დამიცავი - უკან მიტრიალებულ ექთანს სასაცილოდ დაეჭყანა ელაიზა.
-გახსოვდეს მე აქ შენთვის ვარ.
-შენ მართლა კარგი ხარ.. სხვები შენნაირები არ არიან, შენც მალე მათთნაირი გახდები - თვალებში მიყურებდა და დაფეთებული თავს იქით-აქეთ აქნევდა.
-მე სხვა პაციენტებსაც დავივლი.. შენ მანამდე ჭკვიანად მოიქეცი კარგი?
-კარგი. - თავის ქნევა არ შეუწყვეტია.
სკამიდან წამოვდექი და მაგიდებსშორის დარჩენილ სივრცეს დავუყევი.
-არვიცოდი ასეთი ლამაზი თუ იყავი თორემ არ გაგკაწრავდი ბაჭია - გიჟური სიცილით მითხრა ჩემს უკან მჯდომმა. ნელა შემოვბრუნდი და პირი ღია დამრჩა. დაცვის თანხლებით შემოყვანილი ბიჭი ახლა გიჟური თვალებით მიყურებდა, თითქოს ბორკილები რომ არა მომვარდებოდა.
-ჩემთან არ დაჯდები? ბაჭია? - რა არ დაუძახიათ ჩემთვის ,მაგრამ ბაჭია არასდროს.
-ბაჭია? - კითხვა შევუბრუნე
-ხო ბაჭია ბაჭია - თქვა ჰარიმ და ასო "ჭ" გამოკვეთა.
-ბაჭია არ ვიცი,მაგრამ მე შემიძლია დავჯდე - აბი აქ სამუშაოდ ხარ მოსული.. ჩემ თავს ვახსენებდი და მის წინ დადგმული სკამი გამოვწიე.
-მე არ მითხოვია შენთვის დამჯდარიყავი - გაბრაზებული ხმით მითხრა ჰარიმ. სიმართლე გითხრათ შემეშინდა და ფეხზე წამოვდექი.
-თუმცა არც ის მითქვამს რომ ადგომის უფლება გქონდა- სიცილით თქვა მან. ისევ დავჯექი.
-დაჯდომა აუცილებელი არ იყო - ქვემოდან ამომხედა ჰარიმ. იცოდა რომ ჩემს ნერვებზე თამაშობდა. ცოტაც და ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი.
-ჰარი.. ცუდად მექცევი - წავიკითხე რომ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი რომ გადაარჩინო ჯერ გრძნობები უნდა გაუჩინო. მაგალითად_სიცოდილი, თანაგრძნობა, ნდობა, სიყვარული. ახლაც ამას ვაკეთებდი.
ჰარიმ უცნაური სახე მიიღო შემდეგ ჩემკენ გადმოიწია, ნუ რისი შესაძლებლობაც ქონდა და თვალებში ჩამხედა.
-საერთოდ არ მაინტერესებს ცუდად გექცევი თუ არა... ბაჭია.
-მე აბიგეილი მქვია. მეგობრები აბის მეძახიან-გავუღიმე იმის იმედით რომ მასზე შთაბეჭდილებას მოვახდენდი.
-მაშინ მე გეილს დაგიძახებ იმიტომ რომ არც შენი მეგობარი ვარ და არც შენი სახელი მაინტერესებს ბაჭია - უხეშად მიპასუხა ჰარიმ.
-გასაგებია. ანუ ჩემთან დამეგობრება არ გინდა.- უემოციოდ ავდექი და მივატოვე.
მთელი სადილობა მის მზერას ვგრძნობდი. არ მეშვებოდა. უნდა ვაღიარო იმაზე მეტად შემაშინა ვიდრე მოველოდი. ხანდახან მეც გამეპარებოდახოლმე თვალი ჰარისკენ, თუმცა მაშინათვე ავარიდებდი. წარმოუდგენელია ასეთი სიმპატიური და გიჟი იყო ერთდროულად. მისი ვარდისფერი ტუჩები და... მოიცა, მოიცა. რაზე ფიქრობ აბი? თავი გავაქნიე და ოთახიდან იმაზე ადრე გავედი ვიდრე სხვები დაიშლებოდნენ.
-აბიგაილ -უკნიდან მომესმა, ის იყო უნდა მეთქვა აბიგაილი არა აბიგეილიმეთქი რომ გავჩუმდი. მისის როჩესტერი შემრჩა ხელში.
-დიახ ქალბატონო.
-მაინტერესებს თერაპიის საათი როდის გეწყება.
-ამმ - განრიგს გადავხედე - ყოველ საღამოს ქალბატონო.
-გასაგებია. თუ შენ ჯგუფს თერაპია საღამოს აქვს,მაშინ მილის გადაეცი, რომ სდილობის შემდეგ თავისას მიხედოს.
-გადავცემ - გამოვბრუნდი და ამოვისუნთქე.
დარბაზში შევბრუნდი. მართალია მილის ვეძებდი, მაგრამ ჩემი თვალები ჰარის არ მოშორებია, რომელთანაც ახლა ელაიზა იჯდა და საუბრობდა. ჰარი ჯერ მე გამომხედა, შემდეგ ელაიზას შეხედა თვალი ჩაუკრა.
სანახაობით ინტერესდაკარგული მილის მივადექი.
-მილ სადილობის შემდეგ შენი თერაპიის დროა, მე საღამოს მაქვს.
-მადლობა ბი საყვარელო.
-არაფრის- გავუღიმე. მოტრიალებისას ისევ ჰარის მზერას შევეფეთე, თუმცა ახლა მარტო არ მიყურებდა. მასთან ერთად ელაიზაც იყურებოდა და ხანდახან ჰარის რაღაცას გადაულაპარაკებდა.
უსიამოვნო შეგრძნებისგამო გარეთ გამოვედი.
დარჩენილი დღე ჩემს ოთახში გავატარე და თერაპიისთვის რაღაც თეორიები და მასალები გადავამუშავე.
ატკიებულმა კისერმა გამომაღვიძა, თავი ოდნავ ავწიე და კინაღამ ვიყვირე როდესაც საათს დავხედე.. ოჰ ღმერთო წუთებიღადამრჩა. არამგონია მისის როჩესტერმა მომიწონოს პირველივედღეს თერაპიის ჩაგდება. წამოვვარდი წიგაკებს ხელი ჩავავლე და სათერაპიო ოთახისკენ გავიქეცი, თან კაბას ვისწორებდი. იქ მისულს ყველა ადგილზე დამხვდა. რიგში ჩამდგარი ჰარიც ვნახე, რომელიც ბოროტულად დაცინოდა ჩემ პირველ ჩაფლავებას.
კარები გავაღე და რიგში პირველს ვთხოვე შემოსულიყო.
-ელაიზა მარტინესი - დავიძახეთუარა, პატარა სიფრიფანა გოგონა ოთახში შემოვიდა - დავიწყოთ ხომ ელ..
-იზა დამიძახე - გაშტერებული თვალებით მითხრა გოგონამ, თან ადგილზე ირწეოდა - ჰარიმ დამარქვა კარგი სახელია ხო?
-შენ და ჰარის რა ურთიერთობა გაქვს?
-ამას რამე მნიშვნელობა აქვს? - თვალები შემომაცეცა.
-რათქმაუნდა. შეიძლება სწორედ ის ახდენს შენზე ზემოქმედებას.
-მე ჰარი არასდროს არაფერს დამიშავებს- შეიძლება შევცდი და ჰარის სიყვარული შეუძლია.
-მოდი ფერებით თერაპიაზე გადავიდეთ კარგი? - გოგონამ თავი დამიქნია - ეხლა მე შენ ფერად კუბიკებს მოგცემ და მინდა თანმიმდევრობით აირჩიო.. პირველი აიღე ის რომლიც მოგწონს და შემდეგ მიყევი გასაგებია?
-დიახ. ეს ბევრჯერ გამიკეთებია -ჩაიცინა.
-შეიძლება.. მაგრამ მე არ მოგატყუებ - ელაიზამ წამით შემომხედა გამიღიმა და კუბიკებს მიუბრუნდა.
-იცი მომწონხარ.. ჰარის შენზე აუცილებლად ვეტყვი.
მისმა ნათქვამმა რატომღაც ძარღვებში სისხლი გამიყინა. როგორცკი ელაიზა კუბიკებით თამაშს მორჩა მისი არჩევანი განვუმარტე ,გავაცილე და შემდეგი შემოვუშვი.
ელაიზას შემდეგ ბევრი პაციენტი შემოვიდა, თუმცა გულს ვერცერთს ვერ ვუდებდი. ელაიზას და ჰარის კავშირზე მეფიქრებოდა. ნეტავ რას ეტყვის ჰარის?
-შემდეგი - დავიძახე და შეინიშვნებით გადავსებული წიგნაკი გვერდზე გადავდე.
-გამარჯობა ბაჭია.
საუბრის დასასრული
YOU ARE READING
#HeForShe
Fanfiction"როდესაც ადამიანი იმდენად გიყვარს, როგორც მე ის..ხვდები. რა უნდა... რას მალავს... რას გრძნობს...და რას ფიქრობს. მას მე ვუნდივარ... ის ტკივილს მალავს... ის თავს მარტოსულად გრძნობს.. და ფიქრობს. ფიქრობს, რომ ჩემი ერთი სიტყვით მისი გადარჩენა შემიძლია...