[9] truck

383 35 3
                                    

საკლასო ოთახიდან გამოვდიოდით, როცა ჯეინიმ მითხრა, ახალი კაფე რომ გაიხსნა იქ წავიდეთო.
- კარგი
- ეხლა ბიოლოგია მაქ და გაკვეთილების მერე ჩვენ ადგილას შეგხვდები
- კაი, იქ დაგელოდები

კაფეში მალე მივედით, ახლოს იყო. მაგარი ადგილია.

შემიყვარდა ეს ადგილი. თან წიგნები ძალიან მიყვარს. აქაურობა ერთგვარი ბიბლიოთეკაცაა.
- ვააუ.. ჯეინ შეხედე, რამდენი წიგნიაა..!
- მაგარია. წამოდი აქ დავსხდეთ
წიგნების თაროებთან მდგომ მაგიდას მივუსხედით.
ჩვენ თეთრ წინსაფრიანი ბიჭი მოგვიახლოვდა
- მოგესალმებით ჩვენს ახალ კაფეში. რას ინებებთ?
- ვაუ, რა მაგარია, ოფიციანტებიც გყავთ?
- დიახ და რას ინებებთ?
- აამ... მე ცხელ შოკოლადს დავლევდი დიდი სიამოვნებით და ლეას...?
- კაპუჩინო
- მეტი არაფერი?
- არა გმადლობთ
ქერათმიანი მიმტანი გატრიალდა და წავიდა
- ნახე, "ბედის ვარსკვლავის ბრალია" - ჯეინიმ გვერდით მიიხედა და წიგნი გამოიღო
- ეგ წიგნი ძაან მიყვარს
- მეც, მაგრამ ცუდად მთავრდება
- ნუ რას ვიზავთ, სიკვდილი გარდაუვალია
- ხო, მაგრამ ეგრე რეალობაშია, როცა არავის შეუძლია მისი მართვა, მაგრამ როცა რაღაცას წერ, შეგიძლია შენს პერსონაჟს უბედური დასასრული აარიდო და ვერაფრით ვერ ვხვდები, რატომ კლავენ ხოლმე წიგნია ბოლოს მთავარ გმირებს
- ეგ მართალია ჯეინ, მაგრამ ისინი იმას წერენ რაც რეალობასთან ახლოსაა.
- მე მაინც ვერ ვიტან ტრაგიკულ დასასრულს
- ვერც მე...
ამ დროს მიმტანი მოვიდა და ჩვენ ჩვენი ჭიქა დაგვიდგა
- მადლობა
- რა უცებ მოიტანეთ, მადლობა
- ეს ჩემი მოვალეობაა - გაგვიღიმა და შეტრიალდა, უნდა წასულიყო, მარა შემოტრიალდა და გვითხრა
- კინაღამ დამავიწყდა! თუ ამ თაროებიდან რომელიმე წიგნის კითხვა მოგინდებათ, არ მოგერიდოთ, შეგიძლიათ აქვე წაიკითხოთ ან გამოიტანოთ და სახლში წაიღოთ, როგორც ბიბლიოთეკაში
- მართლა? მაგარია!
- გემრიელად მიირთვით
- thanks..
როცა ის ბიჭი წავიდა, ჯეინის მივუტრიალდი
- thanks?? მართლა? კარგი რაა, ის რატომ?
- რა გინდააა, სიმპათიურია
- ვიცი მაგრამ პირველივე შეხვედრაზე ეფლირტავებიი?
- ხოო რაიყოოო უუფ
- კაი არაფერი, შენი საქმის შენ იცი
- დიახაც ვიცი და ბევრს ნუ ლაქლაქებ, შენი cappuccino გაგიცივდება
- მადლობთ შეხსენებისთვის მაგრამ შოკოლადი უფრო მალე ცივდება
ჯეინიმ ენა გამომიყო და დამეჯღანა. მეც იგივე გავაკეთე და ერთი ყლუპი მოვსვი.
- woow ძაან მაგარია! ასეთი გემრიელი ჯერ არაფერი დამილევია
- მართალი ხარ, ეს შოკოლადი ისეთი ტკბილია! მაგრამ ზომიერად ტკბილი, მე რომ მიყვარს ისეთი...
- ჯეიინ....
- რაიყო
- ... გამასინჯებ? - პატარა ბავშვის თვალებით შევხედე
- არა
- გთხოოვ
- არა
- და მეც გაგასინჯებ
- არ მინდა, ყავას არ ვსვავ
- აუუ ჯეინ, გთხოვ ჩვენი მეგობრობის ხათრით
- ლეა! მოგკლავ
- რააა, თავის მოკვლას ხოარ გთხოოვ
- კაი დალიე
მისი ჭიქა ავიღე და მოვსვი.. ძაან მაგარი იყო!! მეორეც მოვსვი და ჯეინიმ ჭიქა გამომართვა
- მეც დამიტოვე აბაა
- ფუუ, საშინელება იყო, ჩემი კაპუჩინო ჯობია
- კიი აბა რაა, შენი თვალები სხვას ამბობს
- მართლა
- ხოდა არც არავინ გაძალებს დალევას
- არც დავლევ
- ნუ დალევ
- ძალიანაც კაი - ხელები გადავაჯვარედინე და წიგნებს შევხედე..
- ეს რა წიგნია?
გამოვიღე და ხელში აგათა კრისტი შემრჩა
- პუაროოო, ჩემი საყვარელი გამომძიებელიაა! მარა ეს არ მაქ წაკითხული...

დაახლოებით ორი საათის შემდეგ ტელეფონზე ზარი შემომივიდა
- აბა როგორ არის ჩემი გოგო?
- კარგად ლუკას შენ?
- კარგად. რას შვები?
- ახალი კაფე რომ გაიხსნა ხოიცი?
- კი
- მანდ ვართ მე და ჯეინი
- მართლაა?
- ხო რაიყო
- არაფერი, უბრალოდ მაგ კაფის წინ ვდგავარ და არ გამოხვალ? სადმე გავისეირნოთ
- რაა? რაიცოდი აქ რომ ვიყავი?
- ვფიქრობდი ახლა სად იქნება თქო და გულმა აქეთ გამომიწია
- ვააა, მართლა?
- ხოო, აბა არ გამოხვალ?
- კი მარა ჯეინისაც ვეტყვი, აქ მარტოს ხოარ დავტოვებ
- კაი მიდი, ოღონდ მერე მარტოები გავაგრძელებთ გზას
- კაი
- მიდი გელოდები
- გამოვდივარ
გავთიშე და ჯეინის შევხედე. სხვა სამყაროში იყო გადასული
- ჯეინ. ჯეიინ. ჯეიიინ!! - დავუყვირე ბოლოს
- ჰა? რაიყოო
- მე მივდივარ, ლუკასი მელოდება და შენ რას იზავ?
- დავრჩები ცოტა ხანი
- მართლა? თუ გინდა სახლამდე გაგიყვანთ
- არა არა, ვიქნები
- კაი მაშინ წავედი
- კაი მიდი
დავემშვიდობე და წამოვედი, მარა უცებ თავი ამტკივდა. გარეთ გამოვედი, მაგრამ ფეხებში ძალა აღარ მქონდა, ძლივს ვიდექი. უკან გაბრუნება და სკამზე დაჯდომა ვიფიქრე, მაგრამ ლუკასმა უკვე დამინახა და გვიან იყო. ამიტომ წინ წავედი, ოთხ ზოლიანი გზა უნდა გადამევლო. შუა გზაზე ვიგრძენი რომ ძალა მთლიანად გამომეცალა. კიდევ რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი....

დავინახე როგორ გამოიქცა ლუკასი ჩენკენ...

- ლეაააააა.....!!!

სატვირთოს გამაყრუებელი სიგნალი....

ხალხის კივილი.....

წვიმის წვეთები....

ლუკასის ხმა.....

და ჩემი წაქცევა...

ყველაფერი ერთმანეთში აირია და დაბნელდა... .. ....

ვფიქრობდი ბოლოში დიდი ასოებით ხოარ დავაწერო "დასასრული"თქო, მარა არ მინდა ასე მალე რომ დავასრულო ყველაფერი😊😉❤❤ამიტომ იაქტიურეეთ!💗💗 Vote&com თუ მოგეწონათ 💜💜💜



Oh, This New Life (✓)Where stories live. Discover now