ერთი კვირის შემდეგ..ოთახში, ჩემს საწოლზე ვიჯექი ფეხებმოკეცილი და ქიმიას ვსწავლობდი. სხვა სამყაროში ვიყავი გადასული, ჩემს ირგვლივ ნახშირწყალბადები დაფრინავდნენ... და ერთადერთი, ვისაც ჩემი ამ ფიქრებიდან გამოყვანა შეეძლო, ლუკასი იყო. მართალია ერთი კვირაა არ მინახავს და ხმაც არ გამიგია, მაგრამ ყოველდღე ვფიქრობ მასზე. და მის ნაამბობზე, იმაზე რაც იმ დღეს მომიყვა..
სიმართლე გითხრათ, მასზე სულაც არ ვბრაზობ, ის არაფერ შუაში არაა.. ყველაფერში ისევ და ისევ მე ვარ დამნაშავე.. რა ლუკასის ბრალია თუ ნამდვილი სიყვარული იპოვა, მაგრამ ბედმა წაართვა, და ახლა წარსულის დავიწყება სცადა?.. ბოლოს და ბოლოს, ის ცდილობდა გული არ ეტკინა ჩემთვის.. თუ ეს მართლა ასეა...
მაგრამ მე უნდა მივმხვდარიყავი იმას, რომ ორი კვირის გაცნობილი ბიჭი ესე ვერ შეგიყვარებს... მითუმეტეს, თუ ლეა ჯონსონი ხარ - ანუ მე!! ის ხომ არავის უყვარდება.. არასოდეს.. და მე ეს უნდა გამეთვალისწინებინა.
იმ დღეს, ნიკი გამომყვა და ცოტა ვისაუბრეთ, მან მითხრა თუ რატომ დამიცვა ლუკასმა იმ ღამეს, როცა ჯეიქობი ჩემს გაუპატიურებას შეეცადა.. იმიტომ რომ ვიქტორიას ამბის მერე არ უნდოდა სადმე ამ ფაქტს შესწრებოდა.. მისი მესმის...
მაგრამ გული მტკივა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უბრალო ილუზია იყო.. მე ისევ მარტო ვარ.. ჯეინიც თითქოს დაიკარგა, სამი - ოთხი დღეა არ გვიასუბრია. ნეტა რა დაემართა? ან ლუკასი როგორაა? გამოწერეს უკვე თუ ჯერ ადრეა?ამ ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომიყვანა.
- გისმენთ!
- ლეა! ჯეინი ვარ, როგორ ხარ?
- ჯეინ?! კარგად ვარ შენ?
- რავი რაა, კარგად
- რახდება სად დამეკარგე?
- უუუფ, დედაჩემი იყო ცუდად და წყლის დასალევადაც არა მეცალა..
- მართლა.. მერე ეხლა როგორაა?
- კარგად, უკეთესადაა
- და რა სჭირდა?
- კუჭის წყლული გაუსკდა
- ააა ცუდია..
- აუ ლეა გცალია?
- კი, რა იყო?
- შეგიძლია ჩემთან მოხვიდე? მანქანით წამოდი თუ შეგიძლია
- კი კიი რა პრობლემაა, შენთან მოვიდე?
- ხო რა თუ არ გეზარება
- რა პრობლემაა, მოვდივარ
- კაი გელოდები
- აჰაამ მოვალ მალე.
გავუთიშე, სწრაფად ჩავიცვი და სახლიდან გასვლამდე დედას ვუთხარი რომ მისი მანქანა მე მიმყავდა და არ ვიცოდი როდის დავბრუნდებოდი.
ჯეინის სახლათან რაც შეიძლებოდა სწრაფად მივედი და მის ოთახში ავედი.
ის თავის ლოგინზე იწვა. როცა შევედი თავი წამოყო. ეტყობოდა რამდენიმე დღის უძილობა
- ლეა! უკვე მოხვედიი!
- ხოო,, ვაიმე რა გჭირს, რა დღეში გაქ სახე..
- ძაან მეტყობა?
- ნუუუ... კი
- კაი არაუშავს, რამეს წავითხაპნი რო დავფარო
- და სადმე მივდივართ?
- მამაჩემმა წადი სადმე, დაისვენე, მეგობრებთან ერთად გაერთეო და სადმე წავიდეთ.. თუ გინდა რათქმაუნდა
- უცხოსავით ნუ მელაპარაკები! მიდი ჩაიცვი და წავიდეთ
- კაი
სანამ ის მოემზადებოდა, ლოგინზე წამოვწექი და სიმღერები ჩავრთე. მერე ფოტოების თვალიერება დავიწყე.
უცებ ის სიმღერა ჩაირთო, რომელსაც ლუკასთან ყოფნისას ვუსმენდი, ან მასზე ფიქრისას და ისევ ყველაფერი ამოტივტივდა ჩემ ტვინში. სპეციალურად ის ფოტო ჩავრთე, რომელიც ავარიამდე ერთი დღით ადრე გადავიღეთ.. მერე ვიდეო, სადაც ლუკასს ზურგზე ვყავარ აკიდებული და მივრბივართ, გვერდით და რეი და ჯეინი მორბოდნენ... ცრემლი წამომივიდა..
ერთი კვირაა ამის მეტი არაფერზე მიფიქრია.. და ვფიქრობ რომ თუ ლუკასიც მოინდომებს, უნდა ვაპატიო.. ან როგორც მეგობარი, გვერდით დავუდგე.. ამ შემთხვევაში ჩემ თავზე მართლა არ ვფიქრობ, რადგან ლუკასი უფრო ცუდ მდგომარეობაშია და მასთან უნდა ვიყო, არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსით..
KAMU SEDANG MEMBACA
Oh, This New Life (✓)
Acak08/2016 - 08/2020 როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ის ხშირად მოულოდნელობებითაა სავსე და მაინც ... ადამიანებმა არასოდეს ვიცით, როდის შევწყვეტთ სუნთქვას.. ან როდის გაგვიტეხავენ გულს