ჩემს ოთახში, მამიდას სახლში, ლოგინზე ვიწექი და ტელეფონში ფოტოებს ვათვალიერებდი. ძველ ფოტოებს. ხუთი თვის წინ გადაღებულს.
შეიძლება თქვენთვის რთული წარმოსადგენია, ან საერთოდ წარმოუდგენელია ის თუ რას ვგრძნობ როდესაც სახლზე ვფიქრობ. ალბათ იმასაც ფიქრობთ, ერთი წელიც კი არ უცხოვრია სიეტლში და ესეთი სანერვიულო რაარისო. ხო, მართალია, ბრიტანეთია ჩემი სამშობლო, ის ადგილი სადაც დავიბადე, პირველი სიტყვა ვთქვი, გავიზარდე, სკოლაში ვიარე და ლეა ჯონსონად ჩამოვყალიბდი.. და არა ამერიკა, სადაც უბრალოდ გავიგე თუ რა არის მეგობრობა და ნამდვილი სიყვარული. ჰოო.. ლონდონი სასწაულებრივად მენატრება, მაგრამ გულს სიეტლისაგან შორს ყოფნა უფრო მტკენს.. გაინტერესებთ რატომ? გეტყვით..
თუ უკვე გაიფიქრეთ რომ ეს იმ შენაძენს ეხება რომელიც იქ გავიჩინე, ლოგიკურია, მაგრამ მცდარი. ლუკასი, ჯეინი, ნიკი, ჯეკი და რეი ნათელი სხივები არიან მაგრამ მიზეზი ისაა რომ მე ჩემი ცხოვრება იქ წარმომედგინა. იდიოტურად ჟღერს არა?
მიდიხარ კოლეჯიდან სახლში, რომელიმე სკვერს ჩაუვლი და ფიქრობ - " აი ამ ადგილას გავათენებთ და დავაღამებთ მე და ჩემი მეგობრები მომავალში ტკბილ საუბრებში.."
ჩაუვლი გადამწვანებულ მდელოებს - " აი აქ მე და ლუკასს უამრავი პიკნიკი გვექნება" - გაიფიქრებ წამიერად
ქუჩაში სიარულისას ან კაფეში ჯდომისას წარმოიდგენ რომ შენ და შენი შეყვარებული აქ ხელჩაკიდებულები ივლით ან ცხელ შოკოლადს დალევთ.
სახლში შეხვალ და დაინახავ ადგილს, საიდანაც შენს დას გამოსაშვებზე გაუშვებ რამოდენიმე წლის შემდეგ. მერე სამზარეულოს, სადაც დედა ტკბილეულს აკეთებს რადგან ორსულად ხარ და ყოველწამს ამას მოითხოვ.
ამას არ სჯერდები და იმ ადგილებსაც კი წარმოიდგენ, სადაც შენს შვილს ატარებთ ხელჩაკიდებულები შენ და შენი ქმარი. სადაც იცხოვრებ. იცოცხლებ მათთვის ვინც გაბედნიერებს. ამ ყველაფერს ყოველდღე იმედიანად წარმოიდგენ.
YOU ARE READING
Oh, This New Life (✓)
Random08/2016 - 08/2020 როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ის ხშირად მოულოდნელობებითაა სავსე და მაინც ... ადამიანებმა არასოდეს ვიცით, როდის შევწყვეტთ სუნთქვას.. ან როდის გაგვიტეხავენ გულს