[18] lie

299 26 2
                                    

გონს საშინელმა რეალობამ მომიყვანა...

ორზოლიან, ვიწრო გზაზე 110-ით მივქროდი და ფრენის და ცაში აჭრის შეგრძნება მოყინულმა ასფალტმა დამიტოვა..
დიახ, ამხელა სიჩქარით ყინულზე მივდივარ, უფრო სწორად მივსრიალებ!!

ღმერთო ჩემო!! მართალია მთელი დღეები სიკვდილზე ვფიქრობდი და ღამით მინდოდა რომ ჩემს ოთახში წვეტიანი ცულით ხელში, შავ მანტოიანი სიკვდილი შემოსულიყო, მაგრამ ახლა, როცა რეალობას გავუსწორე თვალი, მივხვდი რომ არ მინდა სიკვდილი! იმ დღესაც, როცა საპარსი პირი მედო ვენაზე და მაგრად ვაჭერდი, ნატის გასვლის შემდეგ ხელს არაფერი მიშლიდა ჩანაფიქრის ასრულებაში! მაგრამ მე მაშინაც ისე შემეშინდა, როგორც ახლა!! იმისი ძალაც კი არ მყოფნის, რომ სიკვდილს თვალი გავუსწორო!
იმდენად სუსტი ვარ, რომ სიკვდილისაც კი მეშინია!
იმდენად სუსტი ვარ რომ არ შემიძლია მანქანა თავის გზაზე გავუშვა, რომ სადმე გადავიჩეხო!
იმდენად სუსტი ვარ, რომ ჩემ საკუთარ ცრემლებასც კი ვერ ვიმორჩილებ, როცა ტირილი არ მინდა!
იმდენად სუსტი ვარ, რომ ჩემს მეორე მესაც კი ვერ ვამარცხებ!! რომელიც ყოველდღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს არ ჩერდება და მეუბნება, რომ ამ ქვეყანას არ უნდა მოვვლინებოდი.. 2001 წლის 17 აგვისტოს არ უნდა დავბადებულიყავი და იქნებ ყველაფერი კარგად ყოფილიყო..

ხშირად მიფიქრია ამაზე..
რა მოხდებოდა, თუ ქვეყანაზე ლეა ჯონსონის კი არა, არამედ რომელიმე ცხოველის, მცენარის ან თუნდაც რომელიმე ქვის სახით მეცხოვრა.. ამ მომაბეზრებელი ცხოვრებისთვის ადამიანის თვალების ნაცვლად ფრინველის თვალებით რომ მეყურებინა...

და ყოველთვის ერთი და იგივე პასუხს ვიღებ - არაფერი!!

- დიახაც, არაფერი დაშავდებოდა შენ რომ არ გეცხოვრა! დედამიწას ერთი ადამიანით ნაკლების ტარება მოუწევდა თავისი ზურგით!! - მითხრა ჩემმა მეორე "მემ"
- მაგრამ ერთი რაღაც გავიწყდება! მე აქ ვარ და ამას ვერ შევცვლი - ვუპასუხე მე
- როგორ არა! შევცვლით, ძაან მარტივად!! შეგიძლია უბრალოდ არაფერი გააკეთოს და ყველაფერს თვითონ მოევლება!
- არაა! ასე არ მოვიქცევი!

Oh, This New Life (✓)Where stories live. Discover now