[43] I still love u

167 17 3
                                    

საწოლის კიდესთან ზურგით მჯდარ ადამიანს სანამ დანას ჩავარტყავდი, მისი რიჟა თმები ვიცანი და გავჩერდი.. რა ჯანდაბაა?!

- ლუკას?! - ფრთხილად წარმოვთქვი მისი სახელი. რამოდენიმე წამში ნელა მობრუნდა და გული შემეკუმშა.

- შენ ორსულად იყავი??!!! - მისი თვალები ცრემლებით იყო სავსე. მათში კი დიდი ტკივილი და იმედგაცრუება ამოიკითხებოდა. და ეს თვალები მე მომჩერებოდნენ, პასუხის მოლოდინში - მიპასუხე, ეს სიმართლეა?! - დაჟინებით მომაჩერდა. ვეღარ გავძელი და თავი დავხარე. ეს კითხვა, ეს თემა ძალიან ფაქიზია და ასე პირდაპირ ამაზე ფიქრი არ შემიძლია.

ჩემი შვილი, ჩემი მკვდარი შვილი.. არსება რომელსაც უნდა ეცოცხლა, ცხრა თვის შემდეგ ქვეყანას გაცნობოდა და მისი ნაწილი გამხდარიყო, გაცნობამდე დავკარგე. მისით ტკბობა ერთი წუთითაც კი ვერ მოვასწარი. ჩემი პატარა უნდა გამეზარდა, ლუკასსთან ერთად. მჯერა რომ ეს პატარა არსება აუცილებლად შეგვარიგებდა ჩვენ ორს ცოცხალი რომ ყოფილიყო. ახლა კი.. ახლა ლუკასი დგას და ჩემგან პასუხს მოითხოვს. უნდა რომ ვუთხრა მართლა გვყავდა თუ არა შვილი, ერთი დღით მაინც.. და თანაც ამას ისე მოითხოვს, თითქოს მე ვარ დამნაშავე ჩვენს შორის მომხდარ ყოველივე უბედურებაში! არა! ეს მის გამო ვიკამათეთ უნივერსიტეტის ეზოში როდესაც დავეცი და მუცელი მომეშალა! მან მიღალატა და მიმატოვა როდესაც მჭირდებოდა და კიდევ მე უნდა ვიდგე თავჩაღუნული??

- აქ რას აკეთებ! - თავს ვძლიე და სრულიად უემოციო სახით მისი კითხვა დავაიგნორე.

- კითხვა დაგისვი, ორსულად იყავი და დამიმალე?

- მეც გეკითხები, აქ, ბიძაჩემის სახლში რას აკეთებ, ვინ მოგცა აქ მოსვლის უფლება!

- მგონი ჩემს ადგილმდებარეობაზე მნიშვნელოვანი ისაა თუ რატომ დამიმალე რომ ფეხმძიმედ იყავი!!

- არ გაქვს უფლება აქ მოხვიდე და მიყვირო გასაგებია?!

- შენ რა გაგიჟდი?? საქმე ჩვენს შვილს ეხება!!

Oh, This New Life (✓)Donde viven las historias. Descúbrelo ahora