- "არ ვიცი რა მოხდა, მოულოდნელად ვიღაც ბიჭი მივარდა და ცემა დაუწყო. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, გააზრება ვერც მოვასწარი" - თქვა ერთმა თვითმხილველმა, რომელიც მაშინვე ვიცანი - ის კაცი იყო, უკან რომ მედგა. არ ვიცი რეალურად რა მოხდა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ქაოსური ჩანდა. მე კი ყველაზე ნაკლებად ეხლა სწორედ ეს მინდოდა...
- გთხოვ.. არ წახვიდე.. არ წახვიდე.. არ წახვიდე... არ დამტოვო.. გთხოვ... არ წახვიდე.. - ბნელ, ნესტიან ოთახში ვიჯექი და ღია კარისკენ ვიშვერდი ხელებს. არ მახსოვს იქიდან ვინ გავიდა, ვინ დამტოვა და ახლა ვის გამო ვიხოკავ სახეს. მართალია არ მახსოვს ვის ვეძებ, მაგრამ ვიცი რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის. - ლუკას.. გთხოვ, ისევ არ დამტოვო, გთხოვ, არ დამტოვო ისევ... - ვხვდებოდი რომ ყვირილს აზრი არ ჰქონდა და მოვიკუნტე. სახურავიდან წვეთები ეცემოდა ჩემს სხეულზე. დავაკვირდი. ისინი წითელი გახდა. ჩემი სხეული შიშმა მოიცვა. ეს სისხლია. ხელები სისხლისფერი გახდა. ძალინ შემეშინდა. - ლუკას!! ლუკას სად ხარ!! ლუკაას!! - იმის გაფიქრებამ, რომ ეს მისი სისხლი იყო, გადამრია, თავი ვაიძულე და წამოვდექი. ოთახიდან გავიქეცი. ის უნდა ვიპოვნო! ვინ იცის როგორ უჭირს ახლა! ლეა შენ ის უნდა იპოვნო!! შემოვუძახე ჩემს თავს და კიბეების ძებნა დავიწყე. როგორც იქნა მივაგენი და საფეხურები სწრაფად ავირბინე. - ლუკაას!! ლუკაააას!!! სად ხარ ლუკაას!!!! - ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში მივრბოდი. ეს არ იყო ძველი, დანგრეული შენობა, როგორც საშიშ ფილმებში. დერეფნის კედლები ცისფრად იყო შეღებილი. ღია კარები დავინახე და შიგნით შევვარდი. - გთხოვ, გთხოვ, კარგად იყავი, გთხოვ ლუკას!!! ლუკაააას!! - თან ჩემს თავს ვაწყნარებდი და თან ისევ მას ვეძებდი. არ ვიცი ამ დანგრეულ ოთახში როგორ აღმოვჩნდი. შუაში რაღაც ავზის მაგვარი იდგა, გვერდებზე წითელი სითხე იყო გადმოსული. ჩემი სხეული ისევ შიშმა მოიცვა და ნელა მივუახლოვდი. მეშინოდა სისხლის და იმის, რომ ამ გუბურაში ჩემი საყვარელი ადამიანი იწვებოდა. ნაბიჯი გადავდგი და ბავშვის ტირილი გავიგე. მივუახლოვდი და პატარა ჩვილი დავინახე, რომელიც ამ სისხლში იწვა. ავკანკალდი, ფეხზე დგომა მიჭირდა. გაქცევა მომინდა, მაგრამ პატარა არსება თითქოს დახმარებას მთხოვდა. საკუთარ თავს ვძლიე და ბავშვი ხელში ავიყვანე. თითქოს ამას ელოდაო, უცებ გაჩუმდა, ცრემლები გაქრა, მე ამომხედა და გამიღიმა. სისხლიც გაქრა, პატარა გოგონა კი ჩემს ხელს ეთამაშებოდა და იცინოდა. ახლა უკვე მე ვტიროდი....
მივხვდი, რომ ლუკასს კი არა, ჩემს გოგონას ვეძებდი. ჩემს პატარა გოგონას. მისი დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა გამახსენა თავი. უცებ მივხვდი რომ ეს სიზმარი იყო. მივხვდი რომ ნელ-ნელა მეღვიძებოდა. ეს იმას ნიშნავდა რომ მალე მას ისევ დავკარგავდი. ძლიერად ჩავიხუტე რომ არ წასულიყო, მაგრამ უკვე ბუნდოვანი ხდებოდა ყველაფერი. მე მას ისევ ვკარგავდი. - არა! არა! არა! ჩემო პატარავ! არ გაგიშვებ, შენთან დავრჩები, გპირდები, არ გაგიშვებ!! დედიკო აქაა, არ იტირო.. - არ ვიცი რანაირად მოხდა, მაგრამ წინ ვიღაც მედგა. ვერ შევამჩნიე როდის მოვიდა. ავიხედე და ლუკასი დავინახე. ჩემ წინ ლუკასი იდგა და მიყურებდა
- შენი წასვლის დროა, მე მომიყვანე, მივხედავ - მითხრა და ხელები გამოიშვირა. ძალიან მიჭირდა მისი დატოვება მაგრამ სხვა გზა არ იყო. მას მივუყვანე ჩვენი პატარა და შევამჩნიე, რომ მათ ერთმანეთი უკვე ძალიან უყვარდათ.
გამეღვიძა. შიშმა და სიმშვიდემ ერთდროულად მომიცვა. მივხვდი რომ იმ ღამითაც ჩემს პატარა შვილს ვეძებდი.
..
453 სიტყვა.
wow
ყველაზე პატარა თავია რაცა კი დამიდია
მაგრამ მეტი ვერ მოვახერხე
მაპატიეთ
ვეცდები ახალი მალე ავტვირთო
KAMU SEDANG MEMBACA
Oh, This New Life (✓)
Acak08/2016 - 08/2020 როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ის ხშირად მოულოდნელობებითაა სავსე და მაინც ... ადამიანებმა არასოდეს ვიცით, როდის შევწყვეტთ სუნთქვას.. ან როდის გაგვიტეხავენ გულს