- შეანელეე!!!
- ვიღაცას ეშინიააოო!!
- ლეა სერიოზულად, სპიდომეტრს შეხედე!!
- ვუყურებ
- 150 მილს მიაღწიე!! საკმარისია!!
- ნუ მელაპარაკები! გონება მეფანტება!
- ლეაა!!! სერიოზულად! გააჩერე!!
- რა პანიკებში ვარდები რაიყო
- მგონი გავიწყდება რომ ორსულად ხარ!! - სწორი გზა მთავრდებოდა და მეც შევანელე.
მანქანა გზიდან გადავიყვანე და გავაჩერე
- უჰ! მაგარი იყო! თითქმის დამავიწყდა რას ნიშნავს ადრენალინის მოზღვავება!
- კი! აბა მე მკითხე! - ლუკასი ძლივს მორჩა უაზროდ ნერვიულობას და გასწორდა. - ძალიან გთხოვ იგივე აღარ გააკეთო! ბოლოს და ბოლოს ორსულად ხარ
ჰო, სწორად წაიკითხეთ.
ბოლოს და ბოლოს, უკვე 26 წლის ვარ, ჩვენ კი 8 წელია ერთად ვართ.უჰუუუ, რამდენი დრო გასულა!
ახლა გვერდით რომ მიზის და ჯერ კიდევ ნერვიულობს ჩემს გამო, იმაზე უფრო მზრუნველი გახდა, ვიდრე იყო. ხანდახან ზედმეტადაც კი.
დანარჩენი გზის გასავლელად ერთი საათიც კი არ დამჭირდა. ლოს-ანჯელესის ქუჩები, როგორც ყოველთვის, ისევ გადატენილი იყო. მითუმეტეს, ახალი წლის ღამეა და პიკის საათია.
ჰაროლდის სახლთან მანქანა გავაჩერე. უკანა სავარძლიდან მე და ლუკასმა საჩუქრები ავიღეთ და კარებთან მივედით
- კარგი რა, ისევ გაბრაზებული ხარ? - მისკენ მივტრიალდი. ეტყობოდა.
- შენი აზრით?!
- ლუკას ხომ ხედავ რომ ორივე კარგად ვართ - ზარის ღილაკს თითი მიაჭირა - მეც და პატარაც - სახეზე შევეხე, მოვატრიალებინე და შემდეგ ხელი ოდნავ გაბერილ მუცელზე დავადებინე. სხვაგვარად არ დაწყნარდებოდა მთელი საღამო.
ამან გაამართლა, რა თქმა უნდა
KAMU SEDANG MEMBACA
Oh, This New Life (✓)
Acak08/2016 - 08/2020 როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ის ხშირად მოულოდნელობებითაა სავსე და მაინც ... ადამიანებმა არასოდეს ვიცით, როდის შევწყვეტთ სუნთქვას.. ან როდის გაგვიტეხავენ გულს