[23] Last day of the year

226 24 5
                                    


მე და ენი, რომელსაც შეხვედრისას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შევახტი და ათი წუთი ვეხუტებოდი, ჩვენს ოთახში ლოგინზე ვიყავით წამოწოლილები და ფოტოებს ვიღებდით.

- აუ ძაან მომბეზრდა ასე ყოფნა, თან ტელეფონიც გადავავსეთ უკვე.. - მითხრა მან
- ხოო, მეც დავიღალე ასე ყოფნით, წამოდი ბიჭებს შევუვარდეთ ოთახში და სადმე წავიდეთ რა
- ოოო, კარგი იდეაა, წამო - ორ წამში უკვე ფეხზე იდგა და კარებისკენ მიდიოდა.

- ლუკას! ტოოომ! - ოთახში ყვირილით შევვარდით და ლოგინზე მსხდომებს შევუერთდით. ლეპტოპი, რომელსაც მანამდე ჩასცქეროდნენ, მაშინვე დახურეს.
ჰმმ... საინტერესოა იქ ასეთი რა იყო

- მანდ რას მალავთ?? - ლეპტოპისკენ წავედი, მაგრამ გზა გადამიღობეს. ორივემ ვეცადეთ მაგრამ ვერაფრით ვერ მივაღწიეთ და საბოლოოდ ძალაგამოცლილები საწოლზე დავსხედით.

- ასე არ შეიძლება! - ხელები გადავაჯვარედინე და "ნაწყენი" სახით ლუკასს შევხედე
- გვითხარით მანდ რას მალავთ! - უთხრა ენიმაც
- ისე, რამეს რომ არ აშავებდნენ არ დაგვიმალავდნენ - ვუპასუხე ბიჭების მაგივრად. ისინი კი ხმას არ იღებდნენ და ეცინებოდათ. თუ ისეთი არაფერი არაა მაშინ გვაჩვენონ!!
- მართალი ხარ ლეა, ამიტომ გავალთ და როდესაც გადაწყვეტთ რომ ჩვენც უნდა ვიცოდეთ მანდ დამალულის შესახებ, დაგვიძახეთ! მანამდე კი კარგად!! - რაც შეეძლო მკაცრად თქვა და კარებში გაიჭრა ენი. გამოვშტერდი. ვაუ, სიმტკიცე ბოლომდე შეინარჩუნა. მეც მის გზას გავყევი მაგრამ სანამ გავიდოდი, ლუკასმა მკლავში ჩამავლო ხელი და შემოატრიალა.
- შენ დარჩი ორი წუთით
- დაა, რა ხდება? - ძალიან დავინტერესდი
- რა ხართ რაა, არაფრისგან უდიდეს პრობლემას ქმნით - მითხრა თომასმა
- სერიოზულად?? თქვენ რომ ყოფილიყავით ჩვენს ადგილას დავინახავდი ერთი როგორც მოიქცეოდით! იქნებ ეგ კომპიუტერი დაგემტვრიათ კიდეც
- აჰჰ, ჯანდაბა - ამოიოხრა - კაი დაივიწყე, უბრალოდ მინდა გითხრა რაც ხდება ..
- და აქამდე რომ გეთქვათ არაა? რა საჭირო იყო ამხელა აურზაური..
- მომისმენ თუ არა? - მითხრა ტომმა ოდნავ გაბრაზებული ხმით
- კაი გისმენ

Oh, This New Life (✓)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang