[49] Friend

191 19 4
                                    

სახლში ათი საათისთვის მივედი. ლუკასმა შემომთავაზა დღეს ჩემთან დარჩიო, მაგრამ ჯერ ერთი დღე იყო გასული შერიგების შემდეგ, და თან ჩემს მშობლებსაც არ მოეწონებოდათ ეს აზრი - მართალია ყველაფერი არ იცოდნენ, მაგრამ მაინც გაბრაზებულები იყვნენ მასზე. ლუკასს ეს ვუთხარი.

და გამოიცანით მეორე დღეს, როდესაც სამსახურიდან სახლში დავბრუნდი რა სიტუაცია დამხვდა! ამას ვერ წარმოიდგენთ

- ლუკას?? - მისაღებში დივანზე დედა იჯდა, მამა ჩაფიქრებული იდგა, ლუკასი კი სავარძელში მათ წინ იჯდა. მაგიდაზე ყვავილების ძალიან დიდი თაიგული იდო, რომელიც დილით არ იყო. ანუ მან მოუტანა დედას. პატიებისთვის მოვიდა??????

- აქ რა ხდება? - ჩანთა იქვე დავდე და პიჯაკი გავიხადე

- ლუკასი ჩვენთან სალაპარაკოდ მოვიდა - ამიხსნა დედამ

- მგონი ჩემი წასვლის დროა - ადგა, მათ დაემშვიდობა

- გავაცილებ - კარებისკენ გავყევი - what the fuck was that!! რა უთხარი მათ?

- ეგ მე ვიცი - გარეთ გავიდა

- ლუკას!! იმედი მაქვს სისულელე არ ჩაიდინე

- არა, ნუ გეშინია - ლოყაზე მაკოცა და წავიდა. კარგი.. რა ხდება აქ?? შიგნით შევედი, პირდაპირ მეორე სართულისკენ წავედი, ჩემს ოთახში

- ლეა! მოდი მე და მამას სალაპარაკო გვაქვს - კიბეებზე გავიგე დედას ხმა. ოუჩ.... ნელა მოვბრუნდი. ჩუმად მივედი და იქ დავჯექი სადაც წეღან ლუკასი იჯდა. სამივე ვდუმდით, ბოლოს მამამ დაიწყო. რა ხდებაააა?? რა უნდა მითხრააას?? ძააან ვნერვიულობ....

- რას ფიქრობ ამ ყველაფერზე??

- ამმმ... კონკრეტულად რაზე?

Oh, This New Life (✓)Место, где живут истории. Откройте их для себя