წამლების მძაფრმა სუნმა იძულებული გამხადა თვალი გამეხილა და საავადმყოფოს თეთრი ჭერისათვის კიდევ ერთხელ შემეხედა.
ირგვლივ მიმოვიხედე მაგრამ სანამ თვალები რამდენჯერმე არ დავახამხამე და სინათლეს არ შევეჩვიე, ყველაფერი თოვლივით თეთრი იყო.
ყურებში რაღაც ხმები ჩამესმოდა მაგრამ ბოლომდე ვერ ვარჩევდი რა იყო
- ლეა! გონს მოვიდა !!! ექიმს დაუძახეთ! მან გაიღვიძა - ბოლოს ეს შეძახილები გავარჩიე, და საბოლოოდ გამოვფხიზლდი
- ჩემო ძვირფასო, როგორ ხარ, რამე ხო არ გტკივა? კარგად ხარ?-მომაყარა ანერვიულებულმა მამამ კითხვები
- ბიძია, ცოტა ამოასუნთქე
- ხო ხო, მართალი ხარ, - ნერვიულად მოისვა წვერზე ხელი - მაგრამ ხომ კარგად ხარ?
ვცადე მეთქვა რომ არაფერი მიჭირდა, მაგრამ ამას ცალკე ძალისხმევა დასჭირდა
- კი - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე
- კარგია, ძალიან კარგია - ამოისუნთქა და დედას ხელი გადახვია, შემდეგ კი შუბლზე აკოცა. ორივეს ეტყობოდა რომ ჩემი მდგომარეობა მათთვის ყველაზე რთული საყურებელი იყო
ამ დროს მარჯვენა ხელზე ნაცნობი თბილი ტუჩების შეხება ვიგრძენი
მას შევხედე და გავუღიმე როგორც შემეძლო
მანაც დუმილი არჩია
ჩვენი ბაგეები დამუნჯდა მაგრამ თვალები ყველაფერზე საუბრობდნენ მათ მაგივრად
ამ დროს ექიმი შემოვიდა, დანარჩენები გარეთ "გაყარა" და ჩემი გასინჯვა დაიწყო
Lucas's POV
პალატიდან გამოვედით და ანერვიულებულები, ზოგი კედელს მივეყრდენით, ზოგი სკამზე დაჯდა, ზოგი კი აქეთ-იქით დადიოდა. ბოლოს მისტერ და მისის ჯონსონებთან მივედი და ვუთხარი რომ შეეძლოთ სახლში წასულიყვნენ, მე და ტომი კი დავრჩებოდით
YOU ARE READING
Oh, This New Life (✓)
Random08/2016 - 08/2020 როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ის ხშირად მოულოდნელობებითაა სავსე და მაინც ... ადამიანებმა არასოდეს ვიცით, როდის შევწყვეტთ სუნთქვას.. ან როდის გაგვიტეხავენ გულს