Tomas Johnson
ერთი თვე გავიდა. იდეალური ერთი თვე. ჰარი მართალი აღმოჩნდა - ყველაფერი თავისით დალაგდა, მხოლოდ ერთი გულახდილი საუბარი იყო ამისთვის საჭირო.
მოკლედ, მე ვმუშაობდი, ლუკასი, რა თქმა უნდა, სწავლას განაგრძობდა. მომავალ წელს მეც გავაგრძელებ, უბრალოდ ამ წელს ჩაბარება ვერ მოვახერხე, მიზეზი იცით.
ჰარისთან კონტაქტი არ გამიწყვიტავს, და ძალიან მიხაროდა რომ ლუკასი ამას ჩვეულებრივად უყურებდა. აი თომასი კი ისევ გაბრაზებული იყო, ისევ ისე, როგორც ლონდონში ჩემი ყოფნისას.
როგორც უკვე ვთქვი, სხვა ყველაფერი იდეალურად იყო.
და კიდევ უფრო კარგი გახდა, როდესაც ერთ დილით დედამ დამირეკა და მითხრა აეროპორტში თომასს დავხვედროდი.- ჰეი - ვიცმევდი როცა ლუკასმა, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა, ისევ საწოლზე დამაბრუნა - სად მიდიხარ?
- აეროპორტში, გამიშვი უნდა მოვემზადო - თავი გავითავისუფლე
- აეროპორტში რა გინდა??
- თომასს უნდა დავხვდე
- თომასს? რატომ არ მითხარი რომ ჩამოდიოდა
- არც მე ვიცოდი, წეღან დამირეკა დედამ, დახვდიო
- მოიცა დამელოდე, ჩავიცმევ მეც და წამოვალ
- მარტო წავალ
- არა, წამოვალ
- ლუკას, მე დავხვდები
- რატომ არ გინდა წამოვიდე? - იმიტომ რომ მათი შეხვედრისთვის ჯერ მზად არ ვიყავი
YOU ARE READING
Oh, This New Life (✓)
Random08/2016 - 08/2020 როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ის ხშირად მოულოდნელობებითაა სავსე და მაინც ... ადამიანებმა არასოდეს ვიცით, როდის შევწყვეტთ სუნთქვას.. ან როდის გაგვიტეხავენ გულს