[20] Lost coconuts❤

400 25 0
                                    

როგორც კი მაღვიძარამ დარეკა, მაშინვე წამოვხტი, რაც ჩემთვის ძალიან უცნაურია. შხაპის მიღების შემდეგ კარადის წინ პირსახოცშემოხვეული ვიდექი და ტანსაცმელს ვარჩევდი ამ არაჩვეულებრივი დღისთვის. არ მჯერა!!
დღეს თომასს ვნახავ!!!
ასეთი აჟიტირებული ბოლოს როდის ვიყავი არც მახსოვს. საბოლოოდ მოკლე, თავისუფალი ნაცრისფერი კაბა და თბილი, სვიტერი ჩავიცვი.

თმები ნახევრად ავიწიე და ცოტა პომადა წავისვი

Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.

თმები ნახევრად ავიწიე და ცოტა პომადა წავისვი. ფეხზე მაღალყელიანი ბათინკები ჩავიცვი და ქვევით ჩავედი.
იქ არავინ არ იყო. ეტყობა სძინავთ. მერე კიდე მე მეტყვიან ზარმაცი და ძილისგუდა ხარო.! ეხლა რა ვქნა? ჯერ ცხრა საათია, არადა აეროპორტში 11-ზე უნდა ვიყო... არა, რად მინდოდა ასე ადრე ადგომა?? ჯანდაბა..
აჰჰ, ლუკასს დავურეკავ. ან არაა, ეძინება. საერთოდ მე მივალ მასთან.
ჩემი იდეით აღფრთოვანებულმა ტაში შემოვკარი, წებოვან ფურცელზე ოჯახის წევრებს დავუწერე რომ ლუკასსთან მივდიოდი, იქიდან კი პირდაპირ აეროპორტში წავიდოდი და თომასს მოვიყვანდი.
მშვენიერია. მერე მივაწერე, დედას მანქანა მე მიმყავს თქო და მაცივარზე მივაკარი.
ნაცრისფერი მანტო მოვიცვი, ჭაობისფერი კაშნე შემოვიხვიე და გარეთ გავედი.

ზუსტად ვიცოდი რომ ჩემი შეყვარებულის მაცივარში საჭმლის ნარჩენიც კი არ იქნებოდა. ამიტომ სუპერმარკეტში შევიარე და იქიდან წამოსვლისას Starbucks-ში შევედი.

მანქანა სახლის წინ გავაჩერე. ის დრო გამახსენდა, პირველად რომ მოვედი აქ, წვეულებაზე. მერე ჯეიკობმა ჩემზე ძალის ხმარება რომ სცადა და ჩემმა გმირმა(😂) რომ გადამარჩინა. კარგი დრო იყო, მაგრამ ეხლანდელი ჯობია.

Oh, This New Life (✓)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang