მას შემდეგ, რაც ლუკასს სიმართლე ვუთხარი, უკვე ნახევარ საათზე მეტი გავიდა. რა ნახევარი, მგონი ერთი საათია ჩუმადაა და ხმას არ იღებს.
მის მანქანაში ვსხედვართ. სადღაც მივდივართ, ოღონდ აზრზე არ ვარ სად. ეს გზა არ ვიცი. გარეთ ვიყურები და ამ საშინელ მდგომარეობაზე ვფიქრობ. რათქმაუნდა არ მინდოდა რომ ეჩხუბა და ამისთვის მადლობელიც კი ვარ, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია. ორად ორი სიტყვა მითხრა. პირველი მაშინ, როცა შენობიდან გამოვდიოდით, ქურთუკი მოიცვი, ცივაო. მეორედ კი მანქანაში შემახსენა, ღვედი შეიკარიო..- ლუკას.. - მას გავხედე. მარჯვენა ხელით საჭე ეკავა, მარცხენა კი ფანჯარასთან ედო და ყბის ძვალით იყო მასზე დაყრდნობილი.ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა, მართლა შემეშინდა.. ძალიან ჩაფიქრებულია. - ლუკას- გავუმეორე მაგრამ ისევ ვერ გაიგო. ამიტომ გავჩუმდი და ისევ ფანჯარაში გავიხედე.
იქნებ ასე ჯობს? ეხლა ჩუმადაა მაგრამ ჩხუბის საბაბი არ უნდა მივცე.*მაგრამ ესე ხოარ იქნებით სულ არა?* - მომესმა ჩემი მეორე მეს ხმა
ჯანდაბა! ჯანდაბა! რატომ ხდება სულ ასეე??? არ შეიძლება რომ წყნარად და მშვიდად ვიყოთ? მარა რა მიკვირს, ეს ხომ მე ვარ..
- კარგი რა.. რამე მითხარი, მართლა სულ ესე ხომ ვერ ვიქნებით? - კიდევ ერთხელ ვცადე საუბრის წამოწყება - ლუკას.. კარგი რაა.. ლუკას! - თითქმის დავიყვირე და ამან შედეგი გამოიღო. როგორც იქნა შემომხედა! იეს! მიღწევაა
- რა გინდა?
მის ხმაზე ჟრუანტელმა დამიარა. ისეთი ცივი იყო.. მაგრამ მაინც იგრძნობოდა მზრუნველობა და სითბო..
თუ მე მინდოდა რომ ესე ყოფილიყო? არ ვიცი..- რამე მითხარი.. ხმა ამოიღე, მეჩხუბე მაინც, ასე არ შეიძლება
ორი წამით შემომხედა, მერე კი ისევ გაიხედა. მაგრამ მაინც დავინახე მისი ტუჩის კუთხეში ირონიული(?) ღიმილი..
იქნებ არც იყო ირონია?
IDK!!!ისევ ფანჯარაში გავიხედე და ჩაბნელებული სიეტლის ქუჩებს გავხედე. მართალია ჯერ მხოლოდ 4 საათია, მაგრამ მაინც ბნელა. მგონი ეს ქალაქი სოლიდარობას მიცხადებს
ŞİMDİ OKUDUĞUN
Oh, This New Life (✓)
Rastgele08/2016 - 08/2020 როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ის ხშირად მოულოდნელობებითაა სავსე და მაინც ... ადამიანებმა არასოდეს ვიცით, როდის შევწყვეტთ სუნთქვას.. ან როდის გაგვიტეხავენ გულს