მისტერ კუპერის კაბინეტიდან შოკირებულ მდგომარეობაში გამოვედი. ყველაფერს მოველოდი ახლა რომ ეთქვა : "ლეა სამწუხაროდ შენი გადარჩენა უკვე შეუძლებელია", ან "ლეა როგორც ანალიზებმა აჩვენა, კიბო სხვა ადგილებშიც გავრცელდა". იმასაც კი ველოდი რომ მეტყოდნენ, შენი შვილი არ მომკვდარა, ეს შეცდომა იყოო. მაგრამ, არ მეგონა ამ წინადადებას თუ მოვისმენდი : "ლეა ანალიზების პასუხებმა აჩვენა რომ შენ ტვინის კიბო დაამარცხე! გილოცავ! სახლში ბრუნდები!"
არც თქვენ გჯერათ არა?! ხო, მეც ვერ ვიჯერებდი. ამ ორი წლის განმავლობაში შევურიგდი იმ აზრს რომ მე აქ მოვკვდებოდი, სულ რამოდენიმე ხანში და ყოველ დღე, დილით სიკვდილს ვეგებებოდი. სახლში დაბრუნება უკვე ტაბუ დადებული თემა იყო ჩემთვის.
ახლა კი ვიგებ რომ კიბო დავამარცხე!! ავად აღარ ვარ! შემიძლია სახლში დავბრუნდე, სიეტლში, სადაც ბედნიერად ცხოვრებას გავაგრძელებ ლუკასსთან და რათქმაუნდა ჩემს ოჯახთან ერთად. ოცნებებს ავისრულებ!! და რაც მთავარია, ყოველწამს აღარ ვიფიქრებ იმაზე, რომ შეიძლება აი ეხლა მოვკვდე..
მანქანაში ჩავჯექი და სიხარულისგან ყვირილი დავიწყე!
ახლა არავის და არაფერს შეუძლია გუნება გამიფუჭოს!
გადავწყვიტე ჯერ ლუკასსთან წავსულიყავი და მისთვის მეთქვა ყველაფერი. მან სამშობლო მიატოვა ჩემი გულისთვის და აქ გაატარა ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი. ის დრო, როდესაც ცხოვრება უნდა აეწყო მე დამითმო და ვფიქრობ, იმსახურებს რომ პირველს მას ვუთხრა.
გაზის პედალს მივადგი ფეხი და ლუკასის სახლისკენ ავირე გეზი. ექიმმა მითხრა რომ ჯერ ბოლომდე არ გამქრალა ეს დაწყევლილი უჯრედების გროვა თავიდან, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელო ნაწილია რომ ამაზე ფიქრიც კი არ იყო საჭირო. კუპერმა მითხრა რომ ამ ნაწილს უკვე სიეტლში მიხედავდა ერთი თვის შემდეგ. მანამდე კი თავისუფალი ვიყავი. პროფილაქტიკის მიზნით დღესაც ამიღო ანალიზები და კაბინეტიდან გამომიშვა
ВЫ ЧИТАЕТЕ
Oh, This New Life (✓)
Разное08/2016 - 08/2020 როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ის ხშირად მოულოდნელობებითაა სავსე და მაინც ... ადამიანებმა არასოდეს ვიცით, როდის შევწყვეტთ სუნთქვას.. ან როდის გაგვიტეხავენ გულს