გვერდით გავიხედე და ძალიან ნაცნობ სახეს წავაწყდი. მე მომჩერებოდა ღიმილით. ლოყებზე მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფოსოები გასჩენოდა.
- ჰარი?! - აღმომხდა უცაბედი შეხვედრისაგან გაოცებულს
- ლეა, მიხარია შენი ნახვა
თქვენს წინაშეა ჰარი სტაილსი. ჩემი ძველი კლასელი, რომელიც 16 წლამდე სათვალიანი, "ნერდი" ბიჭი იყო. შემდეგ, ეს სწავლაზე ჩაციკლული ჰარი ყველასთვის მოულოდნელად, სკოლის "ცუდ ტიპთა " ბანდას შეუერთდა. ყოველ დღეს ზეინთან, ლუისსთან, ლიამთან და ნაილთან ატარებდა. მის სახეს მოშორდა სათვალეები და ის დაუნდობელმა გამოხედვამ ჩაანაცვლა. ნელ-ნელა მისი სხეული ტატუებით ივსებოდა. სანამ მე წამოვიდოდი, ის უკვე საფუძვლიანად იყო შეცვლილი და ძველი ჰარი აღარ არსებობდა. თუმცა, თუ მასზე გიყვებით, აუცილებლად უნდა ვახსენო ჩვენი ურთიერთობაც..
სახლები ერთ ქუჩაზე გვქონდა და ბავშვობაში ერთად ვთამაშობდით ხოლმე. სკოლაში უბრალოდ კლასელები ვიყავით, თუმცა როდესაც საბუნებისმეტყველო მეცნიერების სწავლა დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ რომ ორივეს გვიზიდავდა ეს სფერო. ის ფიზიკამ გაიტაცა, მე კი ქიმიამ. პროექტებს ყოველთვის წყვილში ვაკეთებდით, ცდებსაც. მოკლედ, სკოლაში კარგი პარტნიორები ვიყავით. ქიმია არ არსებობდა ფიზიკის გარეშე, ფიზიკა კი ქიმიის - ისევე როგორც სამყარო. თუმცა, როგორც ვთქვი, ის შეიცვალა და ჩვენც დავიშალეთ. ადრე თუ სკოლის გამო ვხვდებოდით ერთამენთს, ეხლა ესეც აღარ ხდებოდა. ჩვენი შეხვედრები თვეში ერთხელღა ეწყობოდა და ისინიც მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა.. იმაზე ახლოს არასოდეს არავინ ყოფილა ჩემთან, ვიდრე ჰარი იყო.
- დიდი ხანია დაბრუნდი?
- არა, ექვსი დღეა, და არ დავბრუნებულვარ
- ანუ ისევ მიდიხარ.. და როდის?
- ერთ თვეში
- დიდი დროა ერთი თვე
- სამი წელიც დიდი დროა
YOU ARE READING
Oh, This New Life (✓)
Random08/2016 - 08/2020 როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ის ხშირად მოულოდნელობებითაა სავსე და მაინც ... ადამიანებმა არასოდეს ვიცით, როდის შევწყვეტთ სუნთქვას.. ან როდის გაგვიტეხავენ გულს