[28] I can not come back

185 21 11
                                    

ცოტა ხანში გონს მოვეგე და ავდექი. მერე კი საპირფარეშოში გავედი რომ წყალი შემესხა სახეზე და გამოვფხიზლებულიყავი. დერეფანში კი თომასი შემხვდა

- ლუკას, მისმინე, ... ამ.. წეღანდელისთვის მინდა ბოდიში მოგიხადო, მეც არ ვიცი რა დამემართა.. უბრალოდ ლეაზე ზალიან ვინერვიულე. ბიძია ჯეიმი მართალი იყო, შენზე ვიყარე ჯავრი.. ვიცი თავის გასასამართლებელი საბუთი არაა, მაგრამ

- არაუშავს, მესმის შენი, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგადაა, ეხლა ამაზე დიდი სადარდებელი გვაქ

- უუუუf მართალი ხარ.. მე კი დავაღწიე თავი და გამოვეცალე მაგრამ შენ დაგტოვე მასთან.. რამე გკითხა?

- რამე კი არა არ მომასვენა, გინდა თუ არა მითხარი რა ხდებაო

- მაგიტომ გამოვეცალე, ვერ გავუძლებდი

- მეც ვიცოდი რომ ვეღარ ვუძლებდი და მალევე გამოვედი, დასვენება გჭირდება თქო

- ეეეჰ, არადა ბოლოს მაინც ჩვენი სათქმელი გახდება

- მართალი ხარ, მაგრამ როგორ უნდა ვუთხრათ ეს?

- წარმოდგენა არ მაქვს - თომასმა გრძელ თმებში ხელი შეიცურა და ნერვიულად გადაიწია

- მე შანსი არ მაქვს.. ვერ ვეტყვი.. ვერ გავუძლებ

- ვერც მე

- არადა რამხელა გეგემებს აწყობს..

- ეს უბრალოდ დიდი უსამართლობაა

- ლეას არ უნდა ემართებოდეს ეს

- მართალი ხარ

- მე.. მის გარეშე ვერსად ვერ გავძლებ

- ვიცი.. რთულია, ძალიან რთულია, მაგრამ...

- რთული კი არა შეუძლებელია

- მახსოვს მე და ენის ერთი თვით რომ მოგვიწია შორიშორს ყოფნა ერთმანეთისგან, რამის გავგიჟდი

- მე მართლა გავგიჟდები

- იცი რაა? - რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ტომმა თავი ჩემკენ მოატრიალა - მიხარია რომ მასთან შენ ხარ და არა სხვა ვინმე.. ყველა ასე ვფიქრობთ.. მამამისიც კი, რომელიც ამ ასაკშიც კი ყოველგვარი სასუყვარულო ურთიერთობების წინააღმდეგია, უფლებას გრთავს რომ მასთან ერთად დღის უმეტესი ნაწილი გაატარო.. მასთან ერთად დასასვენებლად დადიოდე და თან მის ოჯახის წევრებთან ერთად ახალ წელს შეხვდე, უცხო ქვეყანაში.. მისთვის ეს წარმოუდგენელი იყო. სანამ შენ არ გამოჩნდი. ახლა ხო ხედავ ჩემგანაც კი გიცავს - ჩაიცინა

Oh, This New Life (✓)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang