[48] Miss you

169 19 1
                                    

ლუკასი გარეთ გამოდიოდა და ხელში პლედი ეკავა

ვაუ... აი ამას არ ველოდი

- ეს მოიხურე, შეგცივდება - თვითონ მომახვია, თავისი ხელებით, ერთი მეტრის მოშორებით ჩამოჯდა

- მადლობ.. - ეს იყო პირველი წყნარი სიტყვები ჩხუბის შემდეგ... ამას მართლა არ მოველოდი..

ახლა რა უნდა ვქნათ? საუბარი უნდა წამოვიწყო? რა უნდა ვქნაა???!!!! ასე საუკუნეა არ მინერვიულია...

- შიგნით რატომ არ შემოდიხარ, ცივა - მითხრა მან ბოლოს

- აქ მირჩევნია, სიწყნარეა...

- ჰოო.. მეც მომბეზრდა იქ - მთვრალი არ იყო, ეტყობოდა. ისევ სიჩუმე.. რა უხერხულობაა!! სიჩუმე, სიჩუმე და სუჩუმე! ვერც ვდგები და მივდივარ, არ შემიძლია, და თან არ მინდა ეს შანსი ხელიდან გავუშვა. - საბოლოოდ განიკურნე?

- კი..

- ახლა ამას სხვანაირად უნდა ავღნიშნავდეთ..

- წესით კი.. - ისევ სიჩუმე! მძულს ეს ფაქტი!

- დიდი ხანია ჩამოხვედი?

- ერთი თვე ხდება - ამის შემდეგ ყველაზე დიდი პაუზა გვქონდა, ბოლოს კი ისევ მან ამოიღო ხმა

- რამხელა იყო

- რა? - ვერ მივხვდი რაზე მეკითხებოდა. ან მივხვდი, მაგრამ..

- ჩვენი შვილი, რამხელა იყო - მისი პირიდან ნათქვამი ეს სიტყვები უბრალოდ უცნაურად ჩანდა.. და სასიამოვნოდ, მაგრამ ის ფაქტი რომ ის აღარ არსებობდა კიდევ მკლავდა

- სამი კვირის..

- დიდი ხანი იცოდი მასზე?

- არა, მოშლამდე არ ვიცოდი... იმ დღეს მითხრა კუპერმა რომ ჩემს ორგანიზმში პატარა იყო და ორ წუთში გავიგე რომ მომეშალა... ორ წუთში.. - ორივე წინ ვიყურებოდით, მაგრამ როგორც კი ეს სიტყვები ვთქვი, შევამჩნიე ჩემკენ როგორ გამოიხედა. მე ისევ სიბნელეს მივჩერებოდი

Oh, This New Life (✓)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz