[34] Time to wake up

144 17 2
                                    

საღამოა. ლუკასის სახლში ვართ. მხოლოდ ჩვენ ორნი. რეი და ჯეკი გარეთ არიან, ქალაქს ეცნობიან, ზეგ ფრენა აქვთ.

ტელევიზორში "დივერგენტი" გვაქვს ჩართული. ლუკასი დივანზე ზის, მე მის კალთაში მიდევს თავი და ფეხები საზურგეზე მიწყვია.

ამ წამს შემიძლია ვთქვა რომ სრულ ნეტარებაში ვარ. როგორც წესი, როცა ვიღაც თმებზე მეხება, პანიკაში ვვარდები იმდენად მეშლება ნერვები, მაგრამ ახლა, როდესაც ლუკასი ჩემს მოკლე თმებში შეძლებისდაგვარად დაასრიალებს თითებს, შვებას განვიცდი.

- ლუკას, რაღაც რომ გკითხო, მიპასუხებ?

- რა თქმა უნდა, მკითხე - ჯამიდან პოპკორნი ამოიღო, ერთი მე ჩამიდო პირში, მეორე კი თვითონ შეჭამა

- შენს მშობლებზე რატომ არ მიყვები? - დავინახე მომენტალურად ყბები როგორ გააჩერა და შემეშინდა, არასწორი დრო ხომ არ შევარჩიე ამაზე სასაუბროდ მეთქი. თუმცა ერთი ამოისუნთქა, ჭამა გააგრძელა და ბოლოს მიპასუხა

- მოსაყოლი არც არაფერია

- კარგი რა, ექვსი თვეა ვხვდებით და მათზე არაფერს მიყვები, შენ კი ჩემზე ყველაფერი იცი - გაბუტული ბავშვივით ჩავილაპარაკე, ტუჩები დავბუშტე და ისევ ტელევიზორს გავხედე.

- 8 წლის ვიყავი დედა რომ გარდამეცვალა სიმსივნით, მამა სვავდა და ბოლოს ცოლი მოიყვანა. - მისკენ წამებში გადავატრიალე თავი და სახეზე ავხედე - მე ძიძასთან დამტოვა, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ ჰქონია ჩემი მოვლის. არავის დაუძალებია მაგრამ მან მაინც შვილივით მომიარა. ოჯახი არ ჰყავდა. თექვსმეტი წლის რომ ვიყავი მარტო დავრჩი. მას შემდეგ მარტო ვცდილობდი თავის გატანას და როგორღაც ვახერხებდი. მზრუნველი მამიკო ფულს ყოველთვე მიგზავნის მაგრამ ისე გაუხსნელად ვინახავ უჯრაში როგორც მიგზავნის..დალუქულს.

დედამისზე პირველად გავიგე. მე მეგონა უბრალოდ მარტო უნდოდა ცხოვრება და იმიტომ არიან ესე თქო. რას ვიფიქრებდი თუ..

Oh, This New Life (✓)Where stories live. Discover now