[42] Old felling

158 19 4
                                    

- აი ჩვენც მოვედით - თქვა ჰარიმ და მანქანა ულამაზესი, ხის სახლის წინ გააჩერა. აჰ, ჰო.. დამავიწყდა მეთქვა : ჰარის მოხერხებულობის წყალობით პოლიციამ მალე გამოგვიშვა და საჭესთანაც ის დარჩა. ვაღიარებ, ეს იყო ყველაზე სახალისო რამ ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდში.

ახლა კი იმ ადგილს დავუბრუნდეთ სადაც ჰარიმ მომიყვანა. როგორც გითხარით, ხისგან იყო აშენებული, წინ მწვანე ბალახით დაფარული ეზო ამშვენებდა, გვერდით კი პატარა ავტოფარეხი იდგა, რომელთანაც მანქანით გაკვალული გზა მიდიოდა.

- ეს ბებიაჩემის სახლია

- ძალიან ლამაზია! დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ასეთ ადგილას!

- ხო, აქაურობა ძალინ მშვიდია, თითქოს ამ სამყაროს გამოეყოო

- გეთანხმები, საოცრი ადგილია

- წამოდი შიგნით შევიდეთ

- ბებიაშენთან სირცხვილი არ იქნება დაუპატიჟებლად მისვლა?

- ლეა, ის ორი წლის წინ გარდაიცვალა - მითხრა და თავი სახლისკენ გააქნია. შემრცხვა. ძალიან შემრცხვა. რა სულელი ვარ! ხმა არ უნდა ამომეღო

- ოუ.. ვწუხვარ, მტკივნეულ თემას შევეხე..

- არა, არაფერია, უკვე შევეჩვიე, თან აქ ხშირად მოვდივარ, განტვირთვისთვის.. წამოდი შევიდეთ

შიგნით კიდევ უფრო ლამაზი იყო ყველაფერი. ეტყობოდა რომ არავინ ცხოვრობდა - ყველგან მტვერი იდო. მაგრამ არც კი გაიფიქროთ რომ ეს რამე ზეგავლენას ახდენდა სახლზე. პირიქით, ხის ავეჯი და პიანინო, რომელიც შუაში იდგა, კიდევ უფრო ვინტაჟური ხდებოდა. არც კი ვიცი რა ვუწოდო ამ ყველაფერს.

- ეს პიანინო 6 წლის დაბადების დღეზე მაჩუქეს. ბებიაჩემის სახსოვარი იყო - მისთვის დიდ ბაბუას უყიდია ზუსტად ჩემს ასაკში. მაშინ ვფიქრობდი, რაში მჭირდება, ამას არ ჯობდა ფეხბურთის ბურთი მაინც ეყიდათ თქო?. გავბრაზდი, სერიოზულად გავბრაზდი. პირობა დავდე რომ მას არასოდეს გამოვიყენებდი. სისულელეა არა?! - სიცილით შემომხედა და ვერ მივხვდი მის მწვანე თვალებში რა უნდა ამომეკითხა. - რათქმაუნდა არის. პირველად ბებიას სიკვდილის წინა დღეს დავუკარი. ავად იყო და მივხვდი, მას უნდოდა ეს. მართალია საერთოდ კლავიში რა იყო ისიც არ ვიცოდი, მაგრამ როდესაც სკამზე დავჯექი და ხელები ახლოს მივიტანე, ყველაფერი თვითონ მოხდა.. - ჰარი მონაყოლს აცოცხლებდა და იგივეს აკეთებდა რაც რამდენიმე წლის წინ იმ დღეს გააკეთა. პიანინოს მიუჯდა და თითები თვითონ ამოძრავდნენ კლავიშებზე.

Oh, This New Life (✓)Onde histórias criam vida. Descubra agora