გამეღვიძა. არ ვიცი სად ვარ. ირგვლივ ყველაფერი თეთრია. ჩემს თავზე დაკიდებული ნათურის სხივები თვალებს მიბნელებს. უკეთ რომ დამენახა ირგვლივ ყველაფერი, ხელი მოვიფარე სახეზე. სად ვარ? საგიჟეთში? არაა, აქ რა მინდა?
საოპერაციო მაგიდაზე ვიწექი,თავი ავწიე, მერე წამოვჯექი. ნამდვილად საოპერაციო მაგიდაზე ვწევარ, მარა აქ რა ჯანდაბა მინდა? თან მარტოს, ყოველდღიურ ტანსაცმელში გამოწყობილს. რა ხდება?
უცებ ვიღაცამ ხელი მკრა, ისევ დამაწვინა და იყვირა " არა, არ ადგე, ჯერ ტვინი არც კი გამიჭრია". დავინახე რაღაც დანის მაგვარი როგორ აიღო, თავთან მივიდა და თქვა "ეს სიმსივნე უნდა ამოგაჭრა". ექიმის ხალათი ეცვა მარა გიჟის თვალები ქონდა. ძალიან შემეშინდა. "არაა გამიშვით! იდიოტებო! გამიშვით!" მეც არ ვიცი როგორ, მარა ამ 'ექიმებს' დავუსხლტი და გარეთ გავიქეცი. რომელიღაც ოთახში მოვხვდი. კუთხეში ლუკასი იჯდა. თავი ხელებზე ქონდა დადებული და ტიროდა. "არა ლეა, იცოცხლებ! არ მოკვდები!" იმეორებდა და როცა დამინახა,ჩემკენ გამოიქცა. ჯერ ჩამეხუტა. მერე გაკვირვებულმა შემომხედა და მკითხა "მოიცა, შენ რა მოკვდი?"
გამიკვირდა. მის წინ ვდგავარ!! " არა, მე ცოცხალი ვარ!"
უკან წავიდა, ნერვიულად დადიოდა იქით-აქეთ და მერე ისევ გიჟივით მომვარდა " არა მე ხო გითხარი რომ არ მომკვდარიყავი? ვიკიმაც მიმატოვა. შენ შემიყვარდი და ეხლა შენც წახვედი? ეხლა უნდა დამემშვიდობო? არაა არ მინდა. მარა რომ მიყვარხარ?" მაკოცა და უცებ ისევ გაიწია "მარა შენც მიდიხარ? რატომ? რატომ არ რჩები? მე ხომ მიყვარხარ? მიყვარხარ, მარა შენ არ გჯერა, ამბობ მე არ მიყვარხარო. ეს რა წესია? სულ ესე უნდა ვიცხოვრო? ააახ, ცუდია! მარა იქნებ დროზე მოკვდე და თავი დამანებო?" წამებში ჩემ წინ გაჩნდა და ყელში წამიჭირა. "ლუკას! ლუკას! ლუ..კა..ს!" ხმას ძლივს ვიღებდი, ყელში მიჭერდა! " ლუკას! მე ვარ..გთ..ხოო..ვ..მმ.მე..ვარ.. ლუ.კას.. გამიშვი.." "არა! შენ არ გჯერა ხო ჩემი!"
"როგორ არა... მჯ..ერა.. და.. მეც .. მიყ..ვვ..აა..რ..ხხ.არ.." ძლივს ვთქვი ეს წინადადება. ის რა მართლა მახრჩობს? არა ფაქტი სახეზეა, ვეღარ ვსუნთქავ!!
" არ მჯერა!" მითხრა და უფრო მომიჭირა. უცებ დედას ხმა გავიგე, მე მეძახდა. ვცადე მეც გამეცა პასუხი, რომ ვეპოვნე, მაგრამ ერთი ბგერაც კი არ ამოვიდა ჩემი პირიდან. ლუკასი მკლავს! მაინც და მაინც ის! "დედა.." ჩავიჩურჩულე, მაგრამ ყვირილი მინდოდა. მეტი ვერაფერი შევძელი. მერე უცებ დავინახე რომ დიდიი, უშველებელი ოთახის კითხეში ვიდექით და დედა, რომელიც მეძებდა, ჩემზე მილიონჯერ უფრო დიდი იყო. ჭიანჭველის ზომის ვიყავი. ბოლო ხმაზეც რომ მეყვირა, მას ვერ გავაგონებდი. ისევ ვცადე დაყვირება მაგრამ ისევ უშედეგოდ. ლუკასი აღარ მიჭერდა ყელში, მარა ხმას მაინც ვერ ვიღებდი. ლუკასი უცებ აორთქლდა. მაგრამ ხმა საერთოდ აღარ მქონდა. მერე ისევ გამოჩნდა ლუკასი და ისევ მომიჭირა ყელში. "მიყვარხარ, მაგრამ ლეა, ეხლა უნდა მოკვდე!" ისევ წამიჭირა
" ლუკ..ას.. გთხოვ.. - ჩემი აზრით ბოლო ხმაზე ვყვიროდი, მაგრამ ვიცოდი რომ ასე არ იყო და უფრო მეტად ვცდილობდი - გთხოო..ვვ.. ლუკას!.. ლუკას!!... დე..დაა.. დეედა....!!! ლუკას გამიშვი.. ლუკას..! დედა..!" ვყვიროდი მაგრამ უშედეგოდ
" ლეაა! ლეა! საყვარელო!! დედა აქაა! ლეააა!!!!" მესმოდა დედას ხმა, რომელიც ნელნელა წყდებოდა..
" ლუკას... დედა... ლუკას! ..მიყვარხარ.. გამიშ..ვი...ლუკას..! მიყვარხარ..............ლუკააააას!...... "
დავიყვირე და...
KAMU SEDANG MEMBACA
Oh, This New Life (✓)
Acak08/2016 - 08/2020 როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ის ხშირად მოულოდნელობებითაა სავსე და მაინც ... ადამიანებმა არასოდეს ვიცით, როდის შევწყვეტთ სუნთქვას.. ან როდის გაგვიტეხავენ გულს