Tumblr-ს ვსქროლავდი როდესაც სტიუარდესამ გამოაცხადა უსაფრთხოების ქამრები შეიკარით ვსხდებითო. მეც მითითებას მივყევი და აი, ოც წუთში უკვე სიეტლის აეროპორტში მივაბიჯებდი. არავინ იცოდა დღეს რომ ჩამოვდიოდი, საერთოდ არავინ. დედას და მამასაც კი არაფერი ვუთხარი, სურპრიზი გავუკეთე.
ტაქსი გავაჩერე და სახლის მისამართი ვუთხარი. გული საშინლად მიცემდა. ორ წელზე მეტი ხანია აქ არ ვყოფილვარ და ვღელავ. ყველა ქუჩა ისეთი ნაცნობია, ეხლა უფრო მაწვება მონატრება და ვფიქრობ, როგორ გავძელი სხვაგან. ჩემს უბანში შევუხვიეთ თუ არა მაშინვე დავინახე ყველაზე ლამაზი, წითელი აგურით ნაშენები სახლი, რომელიც ისევ ისეთი იყო როგორიც დავტოვე.
მანქანიდან გადმოვედი, ჩემოდანი ამოვიღე და სახლისკენ წავედი, კიბეები ნელა ავიარე.
კარებზე დავაკაკუნე, მალე კი ისიც გაიღო, ჩემმა პატარა დამ, ნატმა, სიხარულისგან და გაკვირვებისაგნ ხტუნაობა დაიწყო, მხოლოდ მას შემდეგ რაც ერთი საათი შეცბუნებული მომაშტერდა
- რა ხდება ნატ! რას ყვირიხარ, რა ხდებ... - დედა კიბეებზე ჩამორბოდა და როდესაც მე დამინახა ისიც გაშეშდა
- არ მეგონა მედუზა გორგონა თუ ვიყავი, მაგრამ წლევანდელი ჰელოუინისთვის კარგი აზრია - ჩავილაპარაკე და დედაც გამოერკვა, ჩემკენ გამოიქცა და ჩამეხუტა
- ჩემი ლამაზი, ჩემი ყოჩაღი გოგო, რატომ არ მითხარი დღეს თუ ჩამოდიოდი, აეროპორტში დაგხვდებოდი, ან ბილეთი ვინ გიყიდა, ჩვენ ფული არ გამოგვიგზავნია! - ნინა ჯონსონს უცებ ანერვიულება დაეტყო
- დედა ნუ ღელავ, ბიძიამ გადამიხადა და ასე თქვა თუ არ უნდათ მთელი ცხოვრება გადავიმტერო ხმა არ გამცენ მაგაზეო
- ჩემო გოგო! როგორ გამახარე!! მაგას ჩვენ მივხედავთ, მაგრამ მთავარია აქ ხარ, სახლში
- ხო სახლი ნამდვილად მომენატრა
- და მე არა ხო? ან ეს ერთწამიანი ჩახუტება რა იყოოო - აწუწუნდა ნატი
ŞİMDİ OKUDUĞUN
Oh, This New Life (✓)
Rastgele08/2016 - 08/2020 როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ის ხშირად მოულოდნელობებითაა სავსე და მაინც ... ადამიანებმა არასოდეს ვიცით, როდის შევწყვეტთ სუნთქვას.. ან როდის გაგვიტეხავენ გულს