მისი სახლის წინ დავაპარკინგე. კარები ღია იყო, ჩუმად შევედი, შიგნიდან რაღაც მეუბნებოდა უკან გატრიალდიო მაგრამ არ დავუჯერე. დივანზე არ იწვა, ამიტომ მეორე სართულზე ავედი. მისი ოთახის კარები ღია იყო. გული ისეთი აჩქარებული მქონდა ასე მეგონა ეხლა მოვკვდები-თქო. როგორ მომენატრა ეს სახლიც და მისი მკვიდრიც.
ოთახის კარები ღია იყო. შიგნით შევედი
ლოგინზე პირქვე იწვა..
არ გავაღვიძე, უბრალოდ შიგნით შევედი. იმ მაგიდასთან მივედი რომელიც კუთხეში იდგა და ზედ დადებულ წიგნებს გადავხედე. თვალი მოვკარი შავ ბლოკნოტს, რომლის საშუალებითაც ადრე ვიქტორიაზე შევიტყვე. წარსულის შეცდომა აღარ გავიმეორე და არ წავიკითხე. ისე მაგიდაზე დავაბრუნე, როდესაც კედელზე მთვარის ანარეკლს შევხედე და ჩემი თავი დავინახე.. ლუკასს ჩემი პორტრეტი ჰქონდა დახატული, თან არაერთი.. ერთმანეთის გვერდიგვერდ უამრავი ჩანახატი იყო, ტუჩების, ცხვირის, ყელის, კისრის და ა.შ.
თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი, დამნაშავედ.. შემრცხვა.. და თან გამიხარდა..
უკან დავიხიე და გადავწყვიტე ამ სახლს მოვშორებოდი, დღეს მაინც..
კიბეებზე გავჩერდი, დავფიქრდი და უკან მივბრუნდი. მის საწოლთან ვიდექი და ვუყურებდი. ისე მინდოდა შევხებოდი... უცებ ხელი გაწია და გაშალა. რაღაც ეჭირა, ვერ გავარჩიე რა იყო - ძალიან ბნელოდა.
კედელთან ძირს დავჯექი. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ეს გაუგებარი ურთიერთობა უნდა შემეწყვიტა და სწორი გადაწყვეტილება მიმეღო.
ჩემი გული არაა დაზღვეული ტკივილისგან, მაგრამ ლუკასი კიდევ ერთ შანსს იმსახურებს.ოღონდ არ ვიცოდი ეს როგორ გამეკეთებინა. ამ პერიოდში თითქოს გავუცხოვდით, მისგან შორს ყოფნამ იმოქმედა, მაგრამ ახლა, როდესაც ის ჩემგან ერთ მეტრში წევს, თავს ისევ ძველებურად ვგრძნობ, მინდა ყველაფერი გაქრეს ჩემი გონებიდან და მისი ჩახუტება უპრობლემოდ შემეძლოს.
YOU ARE READING
Oh, This New Life (✓)
Random08/2016 - 08/2020 როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ის ხშირად მოულოდნელობებითაა სავსე და მაინც ... ადამიანებმა არასოდეს ვიცით, როდის შევწყვეტთ სუნთქვას.. ან როდის გაგვიტეხავენ გულს