პროლოგიარც თუ ისე დიდი ხნის წინ ყველაფერი შესანიშნავად იყო-ისე ვცხოვრობდით,როგორც ერთი პატარა და ბედნიერი ოჯახი-მაგრამ რამდენიმე თვეში ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით დავკარგე
სულ დამავიწყდა ჩემს შესახებ მოყოლა-მე მელისა კლიფორდი ვარ,21 წლის-უკვე ორი თვეა,რა ჩემი მშობლები ავარიაში დაიღუპნენ,მანამდე კი ჩემი უფროსი ძმა-მაიკლი სადღაც გაუჩინარდა-არ ვიცი რატომ,მაგრამ გულს უამრავი ეჭვი მიღრღნის-იქნებ მოკვდა? იქნებ ჩვენი მშობლების მკვლელმა გაიტაცა მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემზე შური იძიოს?-არ კი ვიცი,რა ხდება-სასწრაფოდ უნდა გავარკვიო,ვინ არის ის ნაძირალა,ვინც ეს ჩაიდინა.
მთელი ღამე კოშმარებს ვხედავდი-როგორ კლავდა ვიღაც არაკაცი მაიკლს ჩემს თვალწინ-მართალია მის სახეს ვერ ვარჩევდი,რადგან უკუნეთი სიბნელე იყო,მაგრამ მაინც მესმოდა თუ როგორ მეუბნებოდა:
-მელისა,მაპატიე მაგრამ სხვა გზა არ არის-შენი ძმა სიცოცხლეს უნდა გამოეთხოვოს.
-არა!-ცრემლმორეულმა წამოვიყვირე და გველნაკბენივით წამოვხტი-ჩემი ყვირილის გაგონებისას ოთახში შეშინებული ლუკი შემოვარდა და მკითხა:
-მელ,პატარავ,რა დაგემართა?
-ლუკ,გთხოვ,არ დამტოვო-აცრემლებულმა დავიჩურჩულე და მაგრად ჩავეხუტე-მან კი მაშინვე ჩემი დამშვიდება დაიწყო და ჩურჩულით მკითხა:
-ჩემო ლამაზო,შეგიძლია მითხრა,რა დაგემართა?-შემდეგ კი საწოლამდე სვენებ-სვენებით მიმიყვანა-ამის მერე დიდხანს ვიჯექი ჩუმად-ბოლოს კი,როცა მივხვდი,რომ ჩუმად ჯდომა აღარ შემეძლო,ჩავახველე და თითქმის ჩამწყდარი ხმით ვუთხარი:
-მგონი მაიკლს რაღაც დაემართა
არ ვიცი რატომ,მაგრამ როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე მიტკალივით გაფითრდა-დიდხანს ჩუმად ჯდომის მერე კი თავი ხელებში ჩარგო და მოთქმით ატირდა-ბოლოს კი,როცა ძალა გამოეცალა,მისუსტებულმა თავი კალთაში ჩამიდო და ჩურჩულით მკითხა:
-საყვარელო,ყველაფერი კარგად იქნება? მაიკის ვიპოვით?
პასუხად მხოლოდ გავუღიმე და თავი დავუქნიე-დიდხანს გაუნძრევლად წოლის მერე ნელ-ნელა წამოჯდა,მაგრად ჩამეხუტა და ჩურჩულით მითხრა:
-ჩემო ლამაზო,გთხოვ ჩემთან დარჩი-არ მიმატოვო-ამქვეყნად შენზე და ბიჭებზე ძვირფასი არავინ მყავს-არ მინდა შენი დაკარგვა
-ლუკ,გთხოვ,ნუ ტირი-მეც ძალიან მინდა მაიკის პოვნა და გპირდები,რომ ამისთვის ყველაფერს ვიღონებ
როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე ნელ-ნელა მომშორდა,ხელი მთელი ძალით ჩამჭიდა და ხმის კანკალით მითხრა:
-ძვირფასო,გ... გთხოვ,კარგად დაფ... ფიქრდი-რამე სისულელე არ ჩაიდინო
-გოლიათო,ყველაფერი კარგად იქნება-უბრალოდ მენდე-ვეუბნებოდი და მის დაწყნარებას ვცდილობდი,მაგრამ არაფერი გამომდიოდა-პირიქით-რაც უფრო მეტად ვამშვიდებდი,მით უფრო ნერვიულობდა-გულში ისეთი ძალით მიკრავდა,თითქოს ჩემს თავს ვინმე ართმევდა-თან მეჩურჩულებოდა:
-პრინცესავ,გთხოვ,მომეცი უფლება,რომ დაგეხმარო
-ლუკ,შეწყვიტე ამაზე ლაპარაკი-ყველაფერს თავად მივხედავ-როგორც შემეძლო,აუღელვებლად ვუთხარი-ბოლოს კი ცრემლები შევუმშრალე,გავუღიმე და ჩურჩულით ვკითხე:
-ჰეი,პინგვინო,შენ რა-არ მენდობი?
როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე საყვარლად დაიკრიჭა,მაკოცა და ჩურჩულით მითხრა:
-ჰეი,პატარა სულელო-დამშვიდდი-რა თქმა უნდა გენდობი
დიდხანს ვუყურებდი და ვუღიმოდი-ბოლოს კი მაგრად ჩავეხუტე და ჩურჩულით ვუთხარი:
-ძალიან მიყვარხარ,ლუკ
როგორც კი ეს გაიგო,გულში მაგრად ჩამიკრა და ჩურჩულითვე მითხრა:
-მეც ძალიან მიყვარხარ,ჩემო პრინცესავ.
DU LIEST GERADE
"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)
Fanfiction23 წლის მაიკლ კლიფორდი საზარელი შემთხვევის შემდეგ უკვალოდ ქრება.ყველას,მათ შორის მის უმცროს დას-მელისასაც აქვს ეჭვი,რომ ის მკვდარია-მან მშობლები 2 თვის წინ,ავარიაში დაკარგა-და სწორედ მაშინ,როცა ფიქრობს,რომ გვერდით არავინ ჰყავს,მისი საუკეთესო მეგო...