"სიმართლის გაგების მოლოდინში" თავი 5

36 1 0
                                    

როგორც კი ეს თქვა,ნაილმა და ჰარიმ მაშინვე მე შემომხედეს

-რ... რაშია საქმე,ბიჭებო?-ენის ბორძიკით ვკითხე და თვალები ნერვიულად დავახამხამე

ჰარიმ მაშინვე ჩაახველა,გამიღიმა და როგორც შეეძლო აუღელვებლად მკითხა:

-მელ,შემთხვევით ხომ არ იცი,ლუკი რას მალავს?

არ ვიცი რატომ,მაგრამ მისმა შეკითხვამ ჩემზე საშინლად იმოქმედა-წიწაკასავით გავწითლდი,მაგრამ არაფერი შევიმჩნიე-მაშინვე ჩავახველე და როგორც შემეძლო აუღელვებლად ვკითხე:

-ჰარი,თავად მაინც თუ ხვდები,რა ჯანდაბას მეკითხები?

როცა მიხვდა,რომ ნელ-ნელა მოთმინებას ვკარგავდი,მაშინვე ჩემი დამშვიდება დაიწყო-ბოლოს კი მითხრა:

-ძვირფასო,უბრალოდ იმის კითხვა მინდოდა,იცოდა თუ არა ლუკმა ყველაფერი იმაზე,რაც მაიკლს დაემართა.

დაახლოებით ათი წუთი ვიჯექი და თვალებს შეშინებული ვაცეცებდი აქეთ-იქით-ეს კი იქამდე გაგრძელდა,სანამ თავზე ლუკი არ წამოგვადგა და ჰარის არ ჰკითხა:

-რას გულისხმობ,ჰაროლდ? რაზე ელაპარაკებოდი მელისას?

არ ვიცი რატომ,მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს ვიღაცამ მუცელში წიხლი ჩამარტყა-თანაც მთელი ძალით-ჰარიმ კი მაშინვე ჩაახველა,მიუბრუნდა და უპასუხა:

-არაფერია,ძმაო

-ჰარი,შენ გეუბნები-ახლავე მითხარი,რაშია საქმე-ხელმეორედ გაუმეორა,ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და დაიცადა,სანამ რამეს ეტყოდა-ამასობაში კი მეც წამოვდექი და ნელ-ნელა,ხმაამოუღებლად გავეცალე იქაურობას

-მელისა,დაბრუნდი!-ლუკი ყვირილით გამომეკიდა,მაგრამ მე მისი აღარც ერთი სიტყვა აღარ მესმოდა-დაახლოებით ათი წუთი ვირბინე,მაგრამ უეცრად ხელზე ვიღაცის ძლიერი ჩაჭიდება ვიგრძენი

-საყვარელო,მაინც მიდიხარ? მაინც გინდა ჩემი მიტოვება?-როგორც კი ლუკის ხმა გავიგე,მაშინვე მივუბრუნდი,მაგრად ჩავეხუტე და მოთქმით ავტირდი-ბოლოს კი ვუთხარი:

"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)Where stories live. Discover now