მთელი საღამო ეზოში ვისხედით,როცა უეცრად ვიღაცის ფეხის ხმა მოგვესმა-როგორც კი მივტრიალდით და მაიკლი დავინახეთ,ერთხმად ვკითხეთ:
-მაიკი,ყველაფერი კარგადაა?
ისე რომ არაფერი უპასუხია,ჩვენ გვერდით დაჯდა-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი ლუკს შეხედა და ნაღვლიანი გამომეტყველებით უთხრა:
-ძმაო,გთხოვ,მაპატიე.
საწყალი ლუკი ამის გაგონებისას ისე დაიბნა,რომ დაახლოებით ათი წუთი ხმას ვერ იღებდა-გაკვირვებისგან თვალებგადმოკარკლული და პირდაღებული ადგილს იყო მიყინული-ბოლოს კი,როცა ფიქრებიდან გამოერკვა,ენის ბორძიკით ჰკითხა:
-რ... რას გულისხმობ,მაიკლ?
იმდენად ცუდად იყო,რომ ვერაფერს ამბობდა-უბრალოდ იჯდა და ერთიანად ცახცახებდა-ბოლოს კი თავი ხელებში ჩარგო და მოთქმით ატირდა-თან ამბობდა:
-ნამდვილი სულელი ვარ
-მაიკლ,რას გულისხმობ?-ჰკითხა ცოტა არ იყოს აღელვებულმა ლუკმა
-მაიკი,ნუ მაშინებ-გთხოვ,რამე მითხარი-ვუთხარი და მისი დამშვიდება დავიწყე-ცოტა ხანში,როცა ოდნავ მაინც დამშვიდდა,ჯერ მე შემომხედა,შემდეგ-ლუკს,ბოლოს კი გვითხრა:
-ყველაფერი თავის დროზე უნდა მეთქვა თქვენთვის-მაპატიეთ,რომ ჩემ გამო ამდენის გადატანა მოგიხდათ-კალუმისთვის და ეშტონისთვის ამ ყველაფრის მოყოლა ძალიან გამიჭირდა-არც კი ვიცოდი...-რაღაც უნდა ეთქვა,მაგრამ ვერ მოახერხა-ეს კი იმიტომ,რომ ყელში გაჩხერილი ცრემლების ბურთი არ ასვენებდა-ბავშვობაში,როცა რამეზე გაბრაზდებოდა,ყოველთვის თავის ოთახში იკეტებოდა და საათობით იჯდა ისე,რომ არაფერს აკეთებდა-მაგრამ ახლა,როცა უკვე 23 წლისაა,მსგავს სისულეს აღარ აკეთებს
დიდხანს იჯდა ქანდაკებასავით გაშეშებული და ქუთუთოებს მთელი ძალით აჭერდა ერთმანეთს-ბოლოს კი,როცა თავის შეკავება ვეღარ მოახერა,მწარედ აქვითინდა
როგორ კი დავინახე,მაშინვე მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:
-მაიკი,ჩემო საყვარელო,გთხოვ,დამშვიდდი
-დაიკო,გთხო,მაპატიე-მითხრა თითქმის ჩამწყდარი ხმით და მაგრად ჩამეხუტა
დაახლოებით ათი წუთი ვისხედით ასე,მაგრამ ბოლოს მოვშორდი და ვუთხარი:
-გთხოვ,დამშვიდდი და მომისმინე.
თავიდან ცოტა არ იყოს დაიბნა,მაგრამ ბოლოს სუსტად გამიღიმა და მკითხა:
-რა მოხდა,მელ? ყველაფერი კარგადაა?
დაახლოებით ათი წუთი ვუყურებდი ისე,რომ ერთი სიტყვაც არ მითქვამს,მაგრამ ბოლოს ხელი ხელზე დავადე,ფართოდ გავუღიმე და ვუთხარი:
-მართალია დედა და მამა ჩვენ გვერდით აღარ არიან,მაგრამ არასდროს დაგავიწყდეს,რომ მე გყავარ-შენ ჩემი ერთადერთი ძამიკო ხარ და ვერ დავუშვებ,რომ რამე დაგემართოს-გთხოვ,სისულელეებზე ფიქრს შეეშვი
ლუკი ვერაფერს ამბობდა-უბრალოდ იღიმოდა-მაიკლი კი ერთიანად ცახცახებდა და თან გაღიმებას ცდილობდა-დიდხანს ჩუმად ჯდომის მერე კი მოთქმით ატირდა,მაგრად ჩამეხუტა და მითხრა:
-მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ-ეს კი იმიტომ,რომ შენნაირი დაიკო მყავს,ჩემო ლამაზო.
YOU ARE READING
"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)
Fanfiction23 წლის მაიკლ კლიფორდი საზარელი შემთხვევის შემდეგ უკვალოდ ქრება.ყველას,მათ შორის მის უმცროს დას-მელისასაც აქვს ეჭვი,რომ ის მკვდარია-მან მშობლები 2 თვის წინ,ავარიაში დაკარგა-და სწორედ მაშინ,როცა ფიქრობს,რომ გვერდით არავინ ჰყავს,მისი საუკეთესო მეგო...