"მოულოდნელი შეხვედრა" თავი 32

31 1 0
                                    




მომდევნო დღეს გადავწყვიტეთ სახლში ისე დავბრუნებულიყავით,რომ ეს ყველასთვის სიურპრიზი ყოფილიყო,მაგრამ არაფერი გამოვიდა.

დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ,როცა სახლამდე მივაღწიეთ,ვიღაცის ჩურჩული და ფეხის ხმა მოგვესმა-მაშინვე გველნაკბენივით შევხტი ერთ ადგილზე და ლუკს გადავუჩურჩულე:

-პინგვინო,ხომ არ იცი,რა ხდება?

როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე საყვარლად დაიკრიჭა და ჩურჩულით მითხრა:

-დამშვიდდი,პრინცესავ-ყველაფერი რიგზეა.

როგორც კი ეს მითხრა,მაშინვე ფართოდ გავუღიმე და სტვენა-სტვენით წავედი კარისკენ-ისიც ფეხდაფეხ გამომყვა-ბოლოს კი,როცა სახლში შესვლა დავაპირე,საიდანღაც კალუმი გამოხტა,მაგრად ჩამეხუტა და ტირილით მითხრა:

-მელისა,საყვარელო,როგორ მომენატრე

-ჰეი,კალ პალ!-შეჰყვირა ლუკმა,ხელი დაუქნია და ჩვენსკენ გამოიქცა-როგორც კი კალუმმა მისი ხმა გაიგო,მაშინვე მომშორდა,მიუბრუნდა,ხელი დაუქნია და მხიარულად შესძახა:

-ჰეი,პინგვინო!-ბოლოს კი მასთან მიირბინა და მაგრად ჩაეხუტა-ცოტა ხანში კი ორივე პატარა ბავშვივით ატირდა-როცა ოდნავ მაინც დამშვიდდნენ და ერთმანეთს მოშორდნენ,ლუკმა ხელი ხელს მხიარულად შემოჰკრა და გვითხრა:

-მგონი დროა სახლში დავბრუნდეთ

როგორც კი კარისკენ შევბრუნდი და მაიკლი დავინახე,მაშინვე ადგილზე გავქვავდი-ლუკი და კალუმი კი არაფერს ამბობდნენ-უბრალოდ იდგნენ და იღიმოდნენ-ვერც მაიკლი ამბობდა რამეს-უბრალოდ იდგა და იღიმოდა-თან თავს ძლივს იკავებდა,რომ პატარა ბავშვივით ტირილი არ დაეწყო,მაგრამ არაფერი გამოუვიდა-თავი მაშინვე ხელებში ჩარგო და მოთქმით ატირდა

-მაიკი,რა დაგემართა?-ეკითხებოდა ლუკი,მაგრამ ის არაფერს ამბობდა

-ძმაო,კარგად ხარ?-ახლა კალუმმა გაუმეორა კითხვა,მაგრამ არც მისთვის უთქვამს რამე-ხელები სახიდან მოიშორა,ჩემსკენ გამოიქცა და მაგრად ჩამეხუტა-ბოლოს კი ამოისლუკუნა:

-მელისა,ჩემო ლამაზო,როგორ მიხარია,რომ დაბრუნდი-ძალიან მომენატრე

არაფერს ვამბობდი-უბრალოდ ადგილს ვიყავი მიყინული,მაგრამ ბოლოს,როცა ვიგრძენი,რომ თავს ვეღარ ვიკავებდი,მწარედ ავქვითინდი-ბოლოს კი ჩამწყდარი ხმით ვუთხარი:

-მაიკი,ჩემო საყვარელო,მეც ძალიან მომენატრე

დაახლოებით ათი წუთი ვეხუტებოდით ერთმანეთს-ბოლოს კი,როცა მომშორდა,სუსტად გამიღიმა და მკითხა:

-ძვირფასო,ჩემზე ისევ ბრაზობ? ხომ იცი,რომ ყველაფერი შენს დასაცავად გავაკეთე?

არაფერს ვეუბნებოდი-უბრალოდ ვიდექი და ერთიანად ვცახცახებდი-ბოლოს კი ჩუმად ავტირდი,მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:

-მაიკი,ჩემო საყვარელო,გთხოვ,დამშვიდდი და დაივიწყე,რაც მოხდა-შენზე საერთოდ არ ვბრაზობ და არც არასდროს გავბრაზდები.

"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora