"მეგობრის დაკარგვით შოკირებული მაიკლი" თავი 13

37 1 0
                                    




მისი სიტყვების შემდეგ სახეზე ფერდაკარგული ეშტონი და მაიკლი დაახლოებით ათი წუთი უყურებდნენ ერთმანეთს შეშინებულები-ბოლოს კი,ეშტონმა როგორც შეეძლო აუღელვებლად ჰკითხა:

-ძმაო,ყველაფერი რიგზეა?

ვერაფერს მიხვდა-ქანდაკებასავით გაშეშებული იჯდა ერთ ადგილზე და თვალებს დამფრთხალი აცეცებდა აქეთ-იქით,მაგრამ ბოლოს საწყალ ეშტონს მოთმინება დაეკარგა-კედელს მუშტი სთხლიშა და მთელი ხმით უყვირა:

-მაიკლ,შენ რა-სულ გაგიჟდი?-იმის შემდეგ,რაც იმ ნაძირალამ ჩაიდინა,ისევ გეცოდება? იმ არაკაცს ისევ მეგობრად მიიჩნევ?!

ვერაფერს ეუბნებოდა-უბრალოდ იჯდა და ერთიანად ცახცახებდა-ბოლოს კი ძლივსგასაგონად ამოილუღლუღა:

-ეშ,მ.. მე უბრალოდ...-მაგრამ არ ამჯერად დასცალდა რამის თქმა-უკვე იმდენად ცუდად იყო,რომ საკუთარ თავს აღარ ჰგავდა-სახეზე ფერი დაჰკარგვოდა და თვალებს დამფრთხალი აცეცებდა აქეთ-იქით-ბოლოს კი გონებადაკარგული ჩაიკეცა ერთ ადგილზე.

ოთხივეს ძალიან შეგვეშინდა,როცა ეს დავინახეთ-ეშტონმა მაშინვე მასთან მიირბინა და ტირილით უთხრა:

-მაიკი,მეგობარო,მაპატიე-არც კი ვიცი,რა ჯანდაბა დამემართა-გთხოვ,თვალები გაახილე

-ძმაო,გონს მოდი!-შეჰყვირა შეშინებულმა ლუკმა,მასთან მიირბინა და მოსულიერება დაუწყო-ნახევარი საათის შემდეგ კი,როგორც იქნა თვალებიც გაახილა-როგორც კი გონს მოვიდა,აქეთ-იქით მიმოიხედა და დაბნეულმა გვკითხა:

-ჰეი,რა დამემართა? სად ვარ?

როგორ კი ეს გავიგე,მაშინვე წამოვაყენე,მაგრად ჩავეხუტე და სიცილით ვუთხარი:

-მაიკი,ძვირფასო,დამშვიდდი-ყველაფერი რიგზეა,უბრალოდ შენ და ეშტონმა იკამათეთ-ბოლოს კი ისე შეგეშინდა,რომ გონება დაკარგე

როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე მომშორდა,სუსტად გამიღიმა და მითხრა:

-პრინცესავ,მაპატიე,რომ ამ ყველაფრის მოსმენა მოგიხდა-მე კი დაბნეულმა ვკითხე:

-შენ რა-იმ არაკაცის სიკვდილის გამო ნამდვილად დაგწყდა გული?

პასუხად მხოლოდ თავი ჩაჰქინდრა-ბოლოს კი ძლივსგასაგონად ამოილუღლუღა:

-მ... მართალია ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა გვქონდა,მ... მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ის ჩემი მეგობარი იყო

ჩემი საყვარელი ძამიკო-არ კი მჯერა,რომ ამდენი საშინელების მიუხედავად ის ნაძირალა დღემდე მეგობრად მიაჩნია-ახლაც,როცა ვზივარ და მის ნაღვლიან სახეს ვუყურებ,გული მიკვდება-ჩემსა და ლუკს შორის იჯდა,თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და მოთქმით ტიროდა-ბოლოს კი,როცა ძალა გამოეცალა,თვალები ნელ-ნელა მილულა და ჩურჩულით გვითხრა:

-მაპატიეთ,თუ ჩემი სიტყვებით გული გატკინეთ-ამქვეყნად თქვენზე ძვირფასი არავინ მყავს და არ მინდა დაგკარგოთ

როგორც კი ლუკმა ეს გაიგო,მაშინვე სუსტად გაუღიმა და უთხრა:

-ძმაო,ნუ სულელობ-ყველაფერი მორჩა

უეცრად მაიკლმა ჩემსკენ გამოაპარა თვალი,სუსტად გამიღიმა და ჩურჩულით მითხრა:

-ჰეი,მის კლიფორდ,რაშია საქმე?-მოწყენილი მეჩვენებით

როგორც კი მისი ხმა გავიგე,მაშინვე ფართოდ გავუღიმე და ვუთხარი:

-ყველაფერი რიგზეა,მაიკი

-სერიოზულად,დაიკო?-ჩემზე ხომ არ ბრაზობ?-მკითხა ცოტა არ იყოს შეშინებულმა

პასუხად მხოლოდ თავი გავაქნიე და ფართოდ გავუღიმე-ამის დანახვაზე თავადაც გაეღიმა,მაგრად ჩამეხუტა და მითხრა:

-მელისა,ჩემო ლამაზო,შენ ჩემი ერთადერთი და საყვარელი დაიკო ხარ-მაპატიე,თუ ჩემი საქციელით გული გატკინე

როგორც კი ეს მითხრა,მაშინვე მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:

-მაიკი,გთხოვ,დამშვიდდი-ყველაფერი დაივიწყე-საშიში აღარაფერია

როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე ფართოდ გამიღიმა და მითხრა:

-მსოფლიოში საუკეთესო დაიკო ხარ,მელ-ძალიან მიყვარხარ.

"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora