* მომდევნო დღეს*
მართალია ყველაფერი კარგად იყო-მე და ლუკმა ყველასგან შორს ახალი ცხოვრება დავიწყეთ,მაგრამ მაიკლის საქციელზე ფიქრი მაინც არ მასვენებდა-ვიცოდი,რომ ამას ჩემს დასაცავად აკეთებდა,მაგრამ მაინც ვბრაზობდი-მთელი ღამე ვიწექი და ბალიშში თავჩარგული ვტიროდი-მომდევნო დღეს კი ვიღაცის ფეხის ხმამ გამაღვიძა-მაშინვე შეშინებული წამოვხტი,ირგვლივ მიმოვიხედე და დავიჩურჩულე:
-ვ... ვინ არის?
-ძვირფასო,დამშვიდდი-მე ვარ-მითხრა ლუკმა,ჩემთან მოირბინა და მაგრად ჩამეხუტა-მე კი ტირილით ვკითხე:
-რ... რატომ? ეს რატომ ხდება?
როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე მომშორდა,ცრემლები შემიმშრალა,სუსტად გამიღიმა და მითხრა:
-მელ,ჩემო ლამაზო,ხომ იცი,რომ მაიკიმ ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა,რომ შენთვის სიკეთე უნდოდა?-გპირდები,რომ როცა ყველაფერი ჩაივლის,ისევ დავბრუნდებით.
ძალიან გაბრაზებული ვიყავი და არც კი ვიცოდი,რა გამეკეთებინა-დიდხანს ვიჯექი და სიბრაზისგან წიწაკასავით აწითლებული ცრემლებს ძლივს ვიკავებდი-ის კი ხელს მაგრად მიჭერდა და მეკითხებოდა:
-ძვირფასო,ასე რატომ იქცევი? ის ხომ შენი ძმაა?
არაფერი მითქვამს,მაგრამ ბოლოს,როცა ვიგრძენი,რომ ბრაზს ვეღარ ვთოკავდი,წამოვიყვირე:
-ამის შემდეგ არც მისი დანახვა მინდა და არც მისი ხმის გაგონება!
-პრინცესავ,გთხოვ,ეგ აღარ გაიმეორო-მაიკის შენზე ძვირფასი არავინ ჰყავს-შენ ხომ მისი ერთადერთი დაიკო ხარ?-გთხოვ,აპატიე-დამიჯერე-მას შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდა და იმ ავადმყოფის დაცვა არც კი უფიქრია.
ცოტა არ იყოს დავეჭვდი,როცა ეს მითხრა,მაგრამ არ შევიმჩნიე-პირიქით-ჩავახველე,დოინჯი შემოვირტყი და როგორც შემეძლო,აუღელვებლად ვკითხე:
-დარწმუნებული ხარ?
პასუხად მხოლოდ თავი დამიქნია და ფართოდ გამიღიმა-ბოლოს კი,სანამ რამეს ვეტყოდი,ტელეფონის ვიბრაცია გავიგე-როგორც კი შევხედე და მაიკლის მესიჯი დავინახე,ტელეფონი იქვე დავაგდე და გაბრაზებულმა წამოვიყვირე:
-ჩემი ხელით დავახრჩობ!
-მელ,პატარავ,რა მოხდა?-მკითხა შეშინებულმა ლუკმა და სცადა ტელეფონი გამოერთმია,მაგრამ იმის ნაცვლად,რომ ტელეფონი მისთვის მიმეცა,ბალიში სახეზე ავიფარე და მწარედ ავქვითინდი
-საყვარელო,რა დაგემართა?-როცა კითხვა ხელმეორედ გამიმეორა,ბალიში სახიდან მოვიშორე,შევხედე და თითქმის ჩამწყდარი ხმით ვუთხარი:
-რაც უნდა მოხდეს,ამას არასდროს ვაპატიებ
როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე გულში ჩამიკრა და მითხრა:
-საყვარელო,ვიცი,რომ ასე არასდროს მოიქცევი-თქვენი მშობლების გარდაცვალების შემდეგ მაიკი ხომ შენს გვერდით იყო?-მას არასდროს მიუტოვებიხარ და ეს არც არასდროს მოხდება-გთხოვ,ნუ დაანგრევ თქვენს ურთიერთობას,მხოლოდ იმიტომ,რომ შენი დაცვა სცადა
როგორც კი ეს მითხრა,მაშინვე გაცეცხლებულმა შევყვირე:
-ლუკ,შენ რა-სულ გაგიჟდი?-მას უბრალოდ ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა!
-ძვირფასო,გთხოვ,ეგ მეორედ აღარ გაიმეორო-დამპირდი,რომ მაიკის ყველაფერზე დაელაპარაკები და ყურადღებით მოუსმენ
არ შემიძლია-საყვარელ ადამიანს გულს ვერ ვატკენ-ვგრძნობდი,რომ ძალიან დარდობდა,როცა ამას მეუბნებოდა-დიდხანს ვიჯექი გაუნძრევლად და ხელს მაგრად ვუჭერდი-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი ფართოდ გავუღიმე,მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:
-გპირდები,რომ ყველაფერს ისე გავაკეთებ,როგორც შენ იტყვი,პინგვინო.
YOU ARE READING
"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)
Fanfiction23 წლის მაიკლ კლიფორდი საზარელი შემთხვევის შემდეგ უკვალოდ ქრება.ყველას,მათ შორის მის უმცროს დას-მელისასაც აქვს ეჭვი,რომ ის მკვდარია-მან მშობლები 2 თვის წინ,ავარიაში დაკარგა-და სწორედ მაშინ,როცა ფიქრობს,რომ გვერდით არავინ ჰყავს,მისი საუკეთესო მეგო...