"მაიკლის დახმარების მცდელობა" თავი 17

30 2 0
                                    


ცოტა არ იყოს დავეჭვდი,როცა ეს მითხრა,მაგრამ არაფერი შევიმნიე-უბრალოდ ფართოდ გავუღიმე და ვუთხარი:

-ყველაფერი გასაგებია,ბიჭებო-შემდეგ კი შევბრუნდი და ჩემი ოთახისკენ წავედი.

დაახლოებით ორი საათი ვიყავი ოთახში-საწოლზე ვიჯექი და გაშტერებული ვიყურებოდი ერთი წერტილისკენ-თან იმაზე ვფიქრობდი,სიმართლე მითხრეს თუ არა მაიკლმა და კალუმმა-ასე მშვიდად კი დიდხანს არ ვყოფილვარ-უეცრად კარი გაიღო,ოთახში ლუკმა შემოჰყო თავი და ღიმილით მკითხა:

-ჰეი,პატარა ქალბატონო,შეიძლება შემოვიდე?

არაფერი მიპასუხია-მხოლოდ გავუღიმე-როგორც კი მიხვდა,რომ ეს თანხმობის ნიშანი იყო,ღიღინ-ღიღინით შემოვიდა ოთახში,გვერდით მომიჯდა და მზრუნველი ხმით მკითხა:

-საყვარელო,ყველაფერი კარგადაა? რატომ მოიწყინე? შემიძლია შენი დახმარება?

ვგრძნობდი,რომ მეტის მოთმენა აღარ შემეძლო-დიდხანს ვიჯექი ერთ ადგილზე გაქვავებული,მაგრამ ბოლოს,როცა მივხვდი,რომ თავს ვეღარ ვიკავებდი,მოთქმით ავტირდი-მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:

-ლუკ,გთხოვ,რამე მოიფიქრე-მაიკლი სულ გაგიჟდა-თუ არ ვუშველით,უარეს საშინელებას ჩაიდენს.

როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე ცრემლები შემიმშრალა,სუსტად გამიღიმა და მითხრა:

-პატარავ,გპირდები,რომ მაიკის აუცილებლად დავეხმარებით-მეც ძალიან ვღელავ და არ მინდა,რომ იმ არანორალურის სისხლში ხელი გაისვაროს-გპირდები,რომ აუცილებლად დავეხმარებით და ყველაფერი კარგად იქნება

-მ... მპირდები?-თითქმის ჩამწყდარი ხმით ვკითხე და მუდარით სავსე თვალებით შევხედე-როგორ კი ეს გაიგო,მაშინვე ფართოდ გამიღიმა,ცრემლები შემიმშრალა და მკითხა:

-პრინცესავ,შენ რა-ეჭვი გეპარება?

არაფერს ვეუბებოდი-უბრალოდ ვუღიმოდი-ბოლოს კი შეშინებულმა ვუპასუხე:

-ს... სულაც არა,ლუკ

-თუ ასეა,რაშია საქმე,მის კლიფორდ? რატომ ხართ ასე შეშინებული?-ღიმილით მკითხა და ჩემს პასუხს დაელოდა-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი სუსტად გავუღიმე და ვუპასუხე:

-არც კი ვიცი რა მეშველებოდა,შენ რომ არ მყავდე,პინგვინო

როგორ კი ეს გაიგო,მაშინვე გულში ჩამიკრა და ჩურჩულით მითხრა:

-მე ყოველთვის შენთან ვიქნები,მელ

დიდხანს ვისხედით ისე,რომ ერთი სიტყვაც არ გვითქვამს,მაგრამ ბოლოს სუსტად გავუღიმე და ვკითხე:

-ხომ არ იცი,დანარჩენები სად არიან?

ის ის იყო,უნდა ეპასუხა,რომ უეცრად კარმა გაიჭრიალა,შიგნით მაიკლმა შემოჰყო თავი და მხიარულად შესძახა:

-ჰეი,რაშია საქმე,მის კლიფორდ? მეძებდით?

-მაიკი,როგორ შემაშინე-წამოვხტი,მასთან მივირბინე და მაგრად ჩავეხუტე-როგორ კი ეს გაიგო,მაშინვე სიცილით მითხრა:

-დაიკო,დამშვიდდი-კარგად ვარ

-მ... მეგონა ისევ იმ არანორმალურის მოკვლა გ... გინდოდა-ენის ბორძიკით ვუთხარი და ქუთუთოები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს-როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე სიცილით მითხრა:

-ძვირფასო,დამშვიდდი-იმ გიჟის გამო ცხოვრების დანგრევა ნამდვილად არ ღირს

-რას გულისხმობ,მაიკლ?-ვერაფერს მივხვდი-ლუკი მაშინვე წამოდგა,მისკენ დოინჯშემორტყმული შებრუნდა და დაუცადა,სანამ რამეს უპასუხებდა-მაიკლმაც აღარ ალოდინა-მაშინვე ჩაახველა და უთხრა:

-ძმაო,დამშვიდდი-ყველაფერი კარგადაა

-ვერაფერს მივხვდი-შეგიძლია გარკვევით ამიხსნა,რაზე ლაპარაკობ?-ჰკითხა კიდევ უფრო დაბნეულმა ლუკმა და დაიცადა,სანამ რამეს ეტყოდა-მაიკლმაც მაშინვე ფართოდ გაუღიმა და უპასუხა:

-იმ არანორმალურის დევნას შევეშვი-უკეთესი იქნება თუ გარკვეული დროით მაინც დავივიწყებთ იმ ყველაფერს,რაც მათ გამო გადაგვხდა.

"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora