დაახლოებით ათი წუთი ვეხუტებოდით ერთმანეთს და თან გულამოსკვნილები ვტიროდით-ფიქრებიდან კი კარზე კაკუნმა გამოგვარკვია-წავალ,ვნახავ ვინ არის-გვითხრა ლუკმა და კარის გასაღებად წასვლა დააპირა,მაგრამ მაშინვე გავაჩერე,გავუღიმე და ვუთხარი:
-აქ დარჩი,პინგვინო-და სტვენა-სტვენით წავედი კარის გასაღებად-ბოლოს,როგორც კი სახელური გადავწიე და ლუი და ჯემა დავინახე,მხიარულად შევძახე:
-ჰეი,ჯემ,ტომო,როგორ მიხარია თქვენი დანახვა-შემოდით-და ისინიც ფეხდაფეხ მოჰყვნენ ერთმანეთს.
სანამ ჩვენ მისაღებში ვისხედით,მაიკლი და ლუკი ისევ ჩემს ოთახში იყვნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ-როგორც ჩანს,მაიკლი ისევ ვერ მშვიდდებოდა და არც სისულელეებზე ფიქრს და ლაპარაკს ეშვებოდა-ეს ყველაფერი კი ჩემზე იმდენად მოქმედებს,რომ ალბათ ერთ დღესაც ეს არანორმალური შემომაკვდება
ამ ფიქრებში ვიყავი გართული,როცა უეცრად ლუის ხმა მომესმა-ხელზე ხელი დამადო და მზრუნველი ხმით მკითხა:
-ჰეი,მელ,რაშია საქმე? ყველაფერი კარგადაა?
თავიდან თითქოს ვერაფერი გავიგე,მაგრამ ბოლოს,როცა გონს მოვედი,ჩავახველე და ენის ბორძიკით ვუპასუხე:
-ყ... ყველაფერი კარგადაა,ტომო
-დარწმუნებული ხარ,მელ? შეშინებული ჩანხარ-მითხრა ცოტა არ იყოს ანერვიულებულმა ჯემამ-მე კი ნერვიულად ჩავახველე და ვუთხარი:
-კარგად ვარ,ჯემა.
ცოტა არ იყოს შეეშინდათ,როცა ეს გაიგეს-დაახლოებით ათი წუთი უყურებდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ გაეგოთ,რაში იყო საქმე-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი ლუიმ დაბნეულმა ჰკითხა ჯემას:
-ჯემა,ხომ არ იცი რა ხდება?
ჯემამ პასუხად მხოლოდ შეხედა და მხრები აიჩეჩა
როცა მივხვდი,რომ ჩუმად ჯდომა აღარ შემეძლო,ნერვიულად ჩავახველე და ვუთხარი:
-ყველაფერს გეტყვით,მაგრამ უნდა დამპირდეთ,რომ ამ ამბავს საიდუმლოდ შეინახავთ
-მელ,რას გულისხმობ? გთხოვ,რამე გვითხარი-მითხრა ჯემამ და ხელები მუხლებზე დაიწყო
-პრინცესავ,ყველაფერი რიგზეა? გთხოვ,ნუღარ გვაწვალებ და რამე გვითხარი-ლუის აშკარად ეტყობოდა,რომ მოუთმენლობისგან აღარ იცოდა რა ექნა-მეც უკვე გადავწყვიტე,რომ ყველაფერი მეთქვა-მაშინვე ჩავახველე,ფართოდ გავიღიმე და ვუთხარი:
-ჩვენი ტანჯვა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა
-მელისა,რამე გვითხარი-ნუღარ გვაწვალებ-ეს უკვე ბოლო წვეთი იყო-საწყალი ლუი მოუთმენლობისგან ვეღარ ისვენებდა-იმდენად ცუდად იყო,რომ ცოტაც და ალბათ მალე ჭკუიდან გადავიდოდა-ჯემამ კი დრო იხელთა-გვერდში იდაყვი გაჰკრა და უთხრა:
-ლუ,დამშვიდდი-შემდეგ კი მე მომიბრუნდა და ღიმილით მითხრა:
-ყურადღებით გისმენთ,პრინცესავ
როგორც კი მივხვდი,რომ შემეძლო ყველაფერი მშვიდად მეთქვა,მაშინვე ჩავახველე და საზეიმოდ შევძახე:
-მაიკლი დაბრუნდა.
VOCÊ ESTÁ LENDO
"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)
Fanfic23 წლის მაიკლ კლიფორდი საზარელი შემთხვევის შემდეგ უკვალოდ ქრება.ყველას,მათ შორის მის უმცროს დას-მელისასაც აქვს ეჭვი,რომ ის მკვდარია-მან მშობლები 2 თვის წინ,ავარიაში დაკარგა-და სწორედ მაშინ,როცა ფიქრობს,რომ გვერდით არავინ ჰყავს,მისი საუკეთესო მეგო...