ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა-მომდევნო დღეს კი,როცა ბარგი ჩავალაგე და სახლიდან გასვლა დავაპირე,მაიკლის ფეხის ხმა მომესმა-დიდხანს იდგა გაუნძრევლად,მაგრამ ბოლოს ჩემთან მოირბინა,მაგრად ჩამეხუტა და მითხრა:
-მელ,ძვირფასო,გთხოვ,მაპატიე-სხვა გზა არ მქონდა-ეს მხოლოდ შენს დასაცავად გავაკეთე-ძალიან მიყვარხარ.
არაფერს ვეუბნებოდი-უბრალოდ მაგრად ვეხუტებოდი და თან ჩუმად ვტიროდი-ბოლოს კი,როცა ტირილისგან ძალა გამომეცალა,შევხედე და თითქმის ჩამწყდარი ხმით ვუთხარი:
-ძამიკო,არ მინდა წასვლა-მინდა აქ დავრჩე და შენ და ბიჭები დაგიცვათ
როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე სუსტად გამიღიმა და მითხრა:
-საყვარელო,მესმის,რომ ჩვენი დატოვება არ გინდა,მაგრამ გარკვეული დროით თუ წახვალ,ეს შენთვის უკეთესი იქნება-აჯობებს თუ შენ და ლუკი ცოტა ხნით სადმე შორს იქნებით
-მაიკი მართალია,საყვარელო-როგორც კი ლუკის ხმა გავიგე,მაშინვე მისკენ შევბრუნდი და შეშინებულმა ვკითხე:
-ლუკ,დ... დარწმუნებული ხარ,რომ ამის გაკეთება ღირს?
როგორც კი ეს ვკითხე,ხელი მთელი ძალით ჩამჭიდა და მითხრა:
-მელისა,ჩემო პატარავ,გთხოვ,დამშვიდდი-ყველაფერი კარგად იქნება და გპირდები,რომ როცა ყველაფერი მორჩება,დავბრუნდებით
ძალიან შეშინებული ვიყავი და არც კი ვიცოდი,რა გამეკეთებინა-უბრალოდ ადგილს ვიყავი მიყინული და თვალებს დამფრთხალი ვაცეცებდი აქეთ-იქით-როგორც კი მაიკლმა ეს დაინახა,მაშინვე ფართოდ გამიღიმა და მკითხა:
-ჰეი,მის კლიფორდ,რაშია საქმე? რატომ მოიწყინეთ? სად გაქრა ჩემი მხიარული და საყვარელი დაიკო?
როგორც კი ეს მკითხა,ცრემლები უფრო მეტად მომეძალა-მაშინვე მაგრად ჩავეხუტე და ტირილით ვუთხარი:
-მაიკი,საყვარელო,მე არსად წავსულვარ-შენი მხიარული დაიკო ისევ შენთანაა და ეს ყოველთვის ასე იქნება-გპირდები,რომ რაც უნდა მოხდეს,არასდროს მიგატოვებ
-ძალიან მიყვარხარ,პრინცესავ-ამოისლუკუნა და გულზე მაგრად მიმიხუტა-ცოტა ხანში კი,როცა ოდნავ მაინც დავმშვიდდი,შევხედე და ვუთხარი:
-მეც ძალიან მიყვარხარ,ძამიკო.
YOU ARE READING
"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)
Fanfiction23 წლის მაიკლ კლიფორდი საზარელი შემთხვევის შემდეგ უკვალოდ ქრება.ყველას,მათ შორის მის უმცროს დას-მელისასაც აქვს ეჭვი,რომ ის მკვდარია-მან მშობლები 2 თვის წინ,ავარიაში დაკარგა-და სწორედ მაშინ,როცა ფიქრობს,რომ გვერდით არავინ ჰყავს,მისი საუკეთესო მეგო...