"გაქცევა" თავი 34

33 1 0
                                    

-დარწმუნებული ხარ?-ვკითხე ცოტა არ იყოს ეჭვნარევი გამომეტყველებით-მან კი პასუხად მხოლოდ გამიღიმა,ბოლოს კი მითხრა:

-შეგიძლიათ დამშვიდდეთ,მის კლიფორდ.

ისეთი სასაცილო იყო,რომ თავი ძლივს შევიკავე-არ მინდოდა,რომ გიჟივით ხარხარი დამეწყო-ასე რომ,ღრმად ჩავისუნთქე,ფართოდ გავუღიმე და ვუთხარი:

-როგორც იტყვი,უფროსო ძამიკო-მანაც მაშინვე შუბლზე მაკოცა,წამოხტა და ღიღინ-ღიღინით გავიდა ოთახიდან

მთელი დღე ოთახში ვიჯექი და ერთ წერტილს მივშტერებოდი-მართალია ყველაფერი მორჩა,მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ცუდად ვიყავი-იმდენად,რომ ალბათ მოწყენილობისგან შევიშლებოდი-ასე რომ,გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი-დიდხანს ყოყმანის მერე კი წამოვხტი და გარეთ შურდულივით გავვარდი.

დავრბოდი,მაგრამ არ ვიცოდი,სად მივრბოდი-ასე კი იქამდე გაგრძელდა,სანამ ვიღაცის ფეხის ხმა არ მომესმა-როგორც კი შევბრუნდი და ლუკი დავინახე,სუსტად გავუღიმე და ვკითხე:

-პინგვინო,რა მოხდა? ყველაფერი რიგზეა?

არაფერს მეუბნებოდა,უბრალოდ იდგა და მიღიმოდა-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი მაგრად ჩამეხუტა და ჩურჩულით მითხრა:

-პრინცესავ,ძალიან შემაშინე-ბიჭები გეძებენ და ძალიან ნერვიულობენ-გთხოვ,მითხარი,რაშია საქმე

არ ვიცოდი,რა მეთქვა-უბრალოდ ვიდექი და ერთიანად ვცახცახებდი-თან ცრემლების შესაკავებლად ქუთუთოებს ძლიერად ვაჭერდი ერთმანეთს-ის კი მეკითხებოდა:

-ძვირფასო,რა მოხდა? გთხოვ,ნუ მაშინებ და მითხარი,რა დაგემართა

ძალიან ვნერვიულობდი,მაგრამ ბოლოს მაინც მოვახერხე,თავს ძალა დავატანე და ვუთხარი:

-იმ ალქაჯზე შური უნდა ვიძიო-ამაში კი შენი დახმარება მჭირდება

როგორც ჩანს მიხვდა,რომ რაღაც ჩავიფიქრე,მაგრამ ვერაფერი მითხრა-უბრალოდ ჩაახველა და თვალების ნერვიულად ცეცებას მოჰყვა-მე კი ვკითხე:

-ლუკ,რა დაგემართა?

დიდხანს ხმას არ იღებდა,მაგრამ ჩაახველა და ენის ბორძიკით მკითხა:

-მ... მელ,რა ჩაიფიქრე?

არაფერი მითქვამს-უბრალოდ გაუნძრევლად ვიდექი და მის პასუხს ვუცდიდი,მაგრამ ბოლოს,როცა მივხვდი,რომ მეტის მოთმენა აღარ შემეძლო,შევყვირე:

-ლუკ,შენ რა-ჩემი არ გესმის? რას აპირებ?!

როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე მწარედ აქვითინდა,მაგრად ჩამეხუტა და მითხრა:

-მელ,ჩემო საყვარელო,გთხოვ,დამშვიდდი და რამე სისულელე არ ჩაიდინო-გთხოვ,სანამ რამეს გააკეთებ,კარგად დაფიქრდი-რამე რომ დაგემართოს,თავს არ ვიცოცხლებ

როგორც კი ეს მითხრა,მაშინვე შევხედე,ცრემლები შევუმშრალე და ვუთხარი:

-ჩემო საყვარელო პინგვინო,გთხოვ,დამშვიდდი და მენდე-გპირდები,რომ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება.

"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)Where stories live. Discover now