მთელი ერთი საათი ხმას არ იღებდნენ,მაგრამ ბოლოს გაცეცხლებული ლუი წამოხტა და გიჟივით გაიქცა გარეთ-თან მთელი ხმით გაჰყვიროდა:-არაკაცო,იცოდე ვერ დამიძვრები-ხელში თუ ჩამივარდი,სეირს გიჩვენებ!
ძალიან შეშინებულები ვიყავით-არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი ლუკმა ქურთუკს ხელი დაავლო,სწრაფად ჩაიცვა და ტყვიანაკრავივით გავარდა გარეთ
-ლუკ,სად გარბიხარ? დამელოდე!-კივილით გავეკიდე,მაგრამ ის მაშინვე მომიბრუნდა და მითხრა:
-ძვირფასო,ახლავე დავბრუნდები-ლუი სასწრაფოდ უნდა შევაჩერო,თორემ რაღაც სისულელეს ჩაიდენს-გთხოვ,სახლში დაბრუნდი.
ძალიან მინდოდა მისი დახმარება,მაგრამ როცა მივხდი,რომ სხვა გზა არ მქონდა გარდა იმისა,ის გამეკეთებინა,რაც მითხრა,სახლში დავბრუნდი-ამასობაში კი ჯემამ მითხრა:
-მელისა,ძვირფასო,ჩემი წასვლის დროა-სახლში უნდა დავბრუნდე-ჰარიმ არ იცის,რომ აქ ვარ და არ მინდა ინერვიულოს
-დროებით,ჯემ-ვუთხარი და ხელი დავუქნიე-როგორც კი გავიდა და კარი დავხურე,მაშინვე ჩემს ოთახში შევედი,საწოლზე უსულოდ დავემხე და მალევე მკვდარივით ჩამეძინა.
არ მახსოვს,რამდენი საათი გავატარე ასე,მაგრამ როცა თვალები გავახილე და საწოლზე ჩამომჯდარი ლუკი დავინახე,ღიმილით ვკითხე:
-ჰემო,ყველაფერი რიგზეა?
არ ვიცი რატომ,მაგრამ მომეჩვენა,რომ მოწყენილი იყო-მაშინვე მასთან ახლოს მივჩოჩდი,მაგრად ჩავეხუტე და ვკითხე:
-პინგვინო,რა დაგემართა? რატომ მოიწყინე?
-ვერ შევძელი... ვერ... ვერ შევაჩერე-ჩურჩულებდა და თან ერთიანად ცახცახებდა-ბოლოს კი,როცა თავის შეკავება ვეღარ მოახერხა,მწარედ აქვითინდა,მაგრად ჩამეხუტა და ჩურჩულით მითხრა:
-მელ,გთხოვ,აქედან გავიქცეთ-აქ თუ დავრჩებით,შეიძლება იმ გიჟმა ისევ მოგვაგნოს და ამჯერად შენზე იძიოს შური-რამე რომ დაგემართოს,თავს არ ვიცოცხლებ
მისი ამ მდგომარეობაში ხილვა ჩემზე საშინლად მოქმედებდა-მაშინვე ღრმად ჩავისუნთქე,ხელი ჩავჭიდე და ვუთხარი:
-საყვარელო,გთხოვ,დამშვიდდი და შემომხედე
დიდხანს ხმას არ იღებდა,მაგრამ შემდეგ თავი ნელ-ნელა ასწია,შემომხედა და ჩურჩულით მითხრა:
-მელ,რაში გჭირდება გვერდით ჩემნაირი ლაჩარი?
ვერაფერს მივხვდი,მაგრამ ბოლოს ჩამწყდარი ხმით ვკითხე:
-ლუკ,შენ რა-ჩემი მიტოვება გინდა?
მეგონა რამეს მეტყოდა,მაგრამ ამის ნაცვლად უწინდელზე მეტად ატირდა-ბოლოს კი,როცა ტირილისგან ძალა გამოეცალა,ჩამეხუტა და ჩურჩულით მითხრა:
-მაპატიე,ძვირფასო-ძალიან ცუდად ვარ და არც კი ვიცი,რა ჯანდაბას ვროშავ-მე კი მაშინვე ფართოდ გავუღიმე და ვუთხარი:
-დამშვიდდი,ლუკ-ბოლოს კი ვკითხე:
-შეგიძლია მითხრა,რა დაემართა ლუის?
ისეთი შეშინებული იყო,რომ დაახლოებით ათი წუთი ხმას ვერ იღებდა,მაგრამ ბოლოს როგორც იქნა ძალა მოიკრიბა და მითხრა:
-ის ნაძირალა ამ საღამოსვე მოკლული იპოვეს-ეს ყველაფერი კი...-ის ის იყო სათქმელი უნდა დაესრულებინა,რომ მაშინვე მიტკალივით გაფითრდა და ადგილს მიეყინა-მე კი შეშინებულმა შევკივლე:
-ლუკ,რა დაგემართა?!
როგორც იქნა გონს მოვიდა-მაშინვე ჩაახველა და მითხრა:
-ყველაფერი რიგზეა,ძვირფასო
ცოტა არ იყოს დავეჭვდი,როცა ეს მითხრა,მაგრამ არაფერი შევიმჩნიე-უბრალოდ თავი ჩავქინდრე და ვუთხარი:
-როგორც ჩანს იცი,რაც მოხდა-უბრალოდ,გამხელის გეშინია-მან კი მაშინვე მითხრა:
-ასე არ არის,საყვარელო
-თუ ასეა,მითხარი,რა მოხდა-როგორც შემეძლო აუღელვებლად ვუთხარი-მან კი ღრმად ჩაისუნთქა და თითქმის ჩამწყდარი ხმით მითხრა:
-იმ არაკაცის გამო ლუი ციხეში აღმოჩნდა-რამე უნდა ვიღონოთ მის დასახსნელად,თორემ მერე უკვე გვიან იქნება.
VOCÊ ESTÁ LENDO
"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)
Fanfic23 წლის მაიკლ კლიფორდი საზარელი შემთხვევის შემდეგ უკვალოდ ქრება.ყველას,მათ შორის მის უმცროს დას-მელისასაც აქვს ეჭვი,რომ ის მკვდარია-მან მშობლები 2 თვის წინ,ავარიაში დაკარგა-და სწორედ მაშინ,როცა ფიქრობს,რომ გვერდით არავინ ჰყავს,მისი საუკეთესო მეგო...