"საფრთხე" თავი 27

33 2 0
                                    

-მეც ძალიან მომენატრე,მამიკო-ვუთხარი და ფართოდ გავუღიმე-ბოლოს კი,სანამ კიდევ რამეს ვეტყოდი,უკნიდან ვიღაც მომეპარა და მხიარულად შესძახა:

-ჰეი,მის კლიფორდ,რაშია საქმე? ყველაფერი რიგზეა?

როგორც კი ეს მკითხა,მაშინვე ნელ-ნელა შევბრუნდი წინ,ბოლოს კი,როცა კარგად დავაკვირდი,ხელში ლუი შემრჩა-დიდხანს ვიყავი ადგილს მიყინული,მაგრამ ბოლოს შევკივლე,მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:

-ტომო,როგორ მიხარია შენი დანახვა-ძალიან მომენატრე.

ამის შემდე დიდხანს ვლაპარაკობდით,ბოლოს კი,როცა მოსაღამოვდა,მითხრა:

-მელისა,ძვირფასო,ჩემი წასვლის დროა-ხვალამდე.

-ხვალამდე,ლუ-ღიმილით ვუთხარი და ხელი დავუქნიე-როგორც კი სახლში შევბრუნდი,მაიკლმა მაშინვე ჩემთან მოირბინა,საყვარლად დაიკრიჭა და მითხრა:

-მელ,საყვარელო,ალბათ ძალიან დაიღალე-მოდი,შენს ოთახში წაგიყვან

-მაიკლ,დამშვიდდი-ყველაფერი კარგადაა-არაფერი მჭირს-ვეუბნებოდი,მაგრამ ის მაინც არ მიჯერებდა-პირიქით-ჯიუტად მიმეორებდა:

-დაიკო,ჯერ კიდევ სუსტად ხარ-გთხოვ,წამომყევი-კარგი იქნება თუ ცოტა ხნით მაინც დაისვენებ

მივხვდი,რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა,ასე რომ ის გავაკეთე,რაც მითხრა-როგორც კი ოთახში შევედი,კართან აიტუზა,ხელი დამიქნია და ღიმილით მითხრა:

-დროებით,მელ

-დროებით,მაიკი-ღიმილითვე ვუთხარი და კარი ნელ-ნელა დავხურე-ბოლოს კი საწოლზე უსულოდ დავემხე და ხმამაღალი ხვრინვა ამოვუშვი-ორ წუთში კი მაიკლის და ლუკის ლაპარაკი მომესმა-მართალია კარგად ვერ ვარჩევდი,მაგრამ მაინც მესმოდა თუ როგორ ეუბნებოდა მაიკლი,რომ აქედან სადმე შორს უნდა წავსულიყავით,თორემ ის გადარეული არც ამჯერად დაგვინდობდა-დიდხანს ვიწექი გაუნძრევლად,მაგრამ ბოლოს ცრემლმორეული წამოვხტი,ოთახიდან გიჟივით გავიქეცი,მათთან მივირბინე და მაიკლს ენის ბორძიკით ვკითხე:

-მაიკი,რ... რას გ... გულისხმობ?

როგორც კი ეს გაიგო,მძიმედ ამოიხვნეშა,თავი ჩაჰქინდრა,ხელები ზურგსუკან წაიღო,და ჩაიბურტყუნა:

-ძვირფასო,გთხოვ,მაპატიე-ლუკს სწორედ იმაზე ველაპარაკებოდი,რომ უმჯობესი იქნება თუ გარკვეული დროით სადმე შორს წახვალთ-არ მინდა,რომ იმ შეშლილმა ისევ სცადოს შენი მოკვლა და არც ის მინდა,რომ ლუკს რამე დაემართოს-ასე რომ,უკეთესი იქნება თუ ასე მოიქცევით-ჩვენზე კი ნუ ინერვიულებთ-გპირდები,რომ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება

არ ვიცი რატომ,მაგრამ ამის გაგონებისას წიწაკასავით გავწითლდი,ბოლოს კი,როცა ვგრძნობდი,რომ მეტის მოთმენა აღარ შემეძლო,ვუყვირე:

-მაიკლ,ნუ სულელობ-ის ხომ ციხეშია?!

როგორც კი ეს გაიგეს,ლუკმა მაშინვე გულში ჩამიკრა და მითხრა:

-საყვარელო,მართალია ის გიჟი ციხეშია,მაგრამ საფრთხე მაინც გვემუქრება-მაიკლი  მართალია-უკეთესი იქნება თუ მას დავუჯერებთ და ისე მოვიქცევით,როგორც გვითხრა-შენ კი ნურაფერზე ინერვიულებ-ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება.

"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)Where stories live. Discover now