"მკვლელის უეცარი დაბრუნება" თავი 24

52 2 0
                                    




გვეგონა ყველაფერი რიგზე იყო,მაგრამ როგორც აღმოჩნდა,ვცდებოდით-შუაღამისას ვიღაცის ფეხის ხმა მომესმა-ცოტა არ იყოს შევშინდი,მაგრამ მაინც გადავწყვიტე მენახა,რა ხდებოდა და ასეც მოვიქეცი.

როგორც კი ოთახიდან გავედი და მისაღებში დანით მორბენალი მაიკლი დავინახე,ელდანაცემმა შევკივლე-ბოლოს კი,როცა გამოვფხიზლდი,ენის ბორძიკით ვკითხე:

-მ... მაიკი,რა დ... დაგემართა? კარგად ხარ?

როგორც კი ჩემი ხმა გაიგო,მაშინვე ერთ ადგილზე გაშეშდა-დიდხანს გაუნძრევლად დგომის მერე კი ნელ-ნელა შემობრუნდა,დანა ძირს დააგდო,მაგრად ჩამეხუტა და მითხრა:

-მელისა,საყვარელო,მაპატიე-პირობა ვერ შევასრულე

-ვ... ვერაფერს მივხვდი-რა პირობაზე ლაპარაკობ?-ვკითხე შეშინებულმა და ნერწყვი ნერვიულად ჩავყლაპე-როგორც კი ეს გაიგო,თავი ხელებში ჩარგო და მოთქმით ატირდა-ბოლოს კი,როცა ტირილისგან ძალა გამოეცალა,თავი ასწია და თითქმის ჩამწყდარი ხმით მითხრა:

-დაიკო,იმ ქაჯისგან ისევ მივიღე მესიჯი-ამბობს,რომ თუ იმას არ გავაკეთებ,რასაც მეტყვის,მოგკლავს

როგორც კი ეს გავიგე,ელდანაცემმა შევკივლე-ბოლოს კი ვკითხე:

-მაიკლ,შენ რა-სულ გაგიჟდი? აპირებ,რომ იმ არანორმალურს დაემორჩილო? გინდა მისი მონა გახდე?

როგორც კი ეს გაიგო,ისევ ცხარე ცრემლებით ატირდა-ბოლოს კი მაგრად ჩამეხუტა და მითხრა:

-ამას არ გავაკეთებ-ასე არ მოგექცევი,დაიკო-შენ რომ რამე დაგემართოს,თავს არ ვიცოცხლებ.

დიდხანს ვაწყნარებდი-ბოლოს კი შევხედე,სუსტად გავუღიმე და ვუთხარი:

-ძამიკო,გთხოვ,დამშვიდდი და შემომხედე

-ამას არ გავაკეთებ-ასე არ მოვიქევი-განუწყვეტლივ ერთსა და იმავეს იმეორებდა და ერთიანად ცახცახებდა-როგორც კი ლუკმა მისი ჩურჩული გაიგო,მაშინვე გიჟივით ჩამოირბინა დაბლა,ჩვენთან მოირბინა და შეშინებულმა გვკითხა:

-ჰეი,რა მოხდა? კარგად ხართ?

-ძ... ძმაო,ყველაფერი მ... მორჩა-ამოისლუკუნა მაიკლმა და მაგრად ჩაეხუტა-ლუკი კი ამის დანახვამ ძალიან შეაშინა-მაშინვე ნერვიულად ჩაახველა და ჰკითხა:

-მაიკი,ყველაფერი კარგადაა?

როგორც იქნა დამშვიდდა და უთხრა,რაშიც იყო საქმე-როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე გულში ჩამიკრა,ბოლოს კი მწარედ აქვითინდა-თან ჩურჩულით მითხრა:

-საყვარელო,გთხოვ,რამე სისულელე არ ჩაიდინო

ის ის იყო,უნდა მეპასუხა,რომ უეცრად კარი გაიღო და სტეისის გულისამრევი ხმა მოგვესმა-მაშინვე ჩემთან მოვიდა,ცალი ხელი ყელში წამიჭირა,ცალით კი შუბლზე იარაღი მომაბჯინა-შემდეგ კი მაიკლს და ლუკს შეხედა და გესლნარევი ხმით უთხრა:

-შურისძიების დროც დადგა-თუ ჩემს მოთხოვნებს არ შეასრულებთ,თქვენი პრინცესა მოკვდება

-სტეისი,შეჩერდი!-მაიკლი მისკენ წავიდა და სცადა იარაღი გამოერთმია,მაგრამ უშედეგოდ-სტეისი უწინდელზე მეტად გაცოფდა,იარაღი გადატენა და დაიყვირა:

-დრო ამოიწურა!-ბოლოს კი რაც გავიგე,ეს გასროლის ხმა იყო-მალევე კი მოწყვეტით დავეცი ძირს

-პატარავ,გთხოვ,თვალები გაახილე!-შეჰყვირა შეშინებულმა ლუკმა,ჩემთან მოირბინა და გულში ჩამიკრა-მართალია ვერ ვხედავდი,მაგრამ მესმოდა თუ როგორ ტიროდა-უეცრად მაიკლი წამოხტა,ჩვენთან მოირბინა და ლუკს ტირილით უთხრა:

-ლუკ,გთხოვ,სასწრაფოდ წავიყვანოთ მელისა საავადმყოფოში-ისიც მაშინვე წამოხტა,ხელში ამიყვანა და გიჟივით გაიქცა გარეთ-ბოლოს კი,როცა მანქანაში ჩავსხედით,საავადმყოფოს გზას დავადექით.

"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)Where stories live. Discover now