როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე საყვარლად დაიკრიჭა და ჩურჩულით მითხრა:
-ყველაფერი ისე იქნება,როგორც შენ იტყვი,ჩემო ლამაზო.
როგორც კი ეს მითხრა,შვებით ამოვისუნთქე-მაგრად ჩავეხუტე და ჩურჩულით ვუთხარი:
-ძალიან მიყვარხარ,გოლიათო
მართალია ძალიან ვღელავდი,მაგრამ ყველაფერმა ისე ჩაიარა,როგორც ვფიქრობდი-მაგრამ იმდენად ვღელავდით,რომ არც კი ვიცოდით,როგორ გვეთქვა ბიჭებისთვის ეს ყველაფერი.
*2 თვის შემდეგ*
უკვე ორი თვე გავიდა,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვახერხებდი ბიჭებისთვის იმის მოყოლას,რაც მე და ლუკმა ჩავიდინეთ-მე ცივსისხლიანი მკვლელი გავხდი,ის კი-ჩემი თანამზრახველი
ამ ფიქრებში გართული გიჟივით დავრბოდი მთელ სახლში,როცა უეცრად მაიკლს შევეჯახე-დამინახა თუ არა,ხელი დამიქნია და მხიარულად შესძახა:
-მელ,ჩემო საყვარელო,როგორ მიხარია შენი დანახვა-ყველაფერი რიგზეა?-ცოტა არ იყოს მოწყენილი მეჩვენები
მართლაც-იმდენად ცუდად ვიყავი,რომ არც კი ვიცოდი,როგორ მეთქვა მისთვის ყველაფერი-დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ თავს ძალა დავატანე,ღრმად ჩავისუნთქე და ყველაფრის მოყოლა დავიწყე-ბოლოს კი თავი მორცხვად დავხარე და ჩურჩულით ვუთხარი:
-მაიკი,ჩემო საყვარელო,გთხოვ,მაპატიე-მე მხოლოდ შენი და ბიჭების დაცვა მინდოდა,მაგრამ არ მეგონა თუ ყველაფერი ასე დასრულდებოდა
იმდენად ცუდად ვიყავი,რომ მისთვის თვალებში შეხედვისაც კი მეშინოდა-არც კი მჯეროდა,რომ საკუთარ სისხლსა და ხორცს ვუღალატე-თავს ჯერ კიდევ დამნაშავედ ვგრძნობდი და ვნატრობდი,რომ წუთით მაინც გავმქრალიყავი,მხოლოდ იმიტომ,რომ იმ მომენტში მაიკლის ბრაზისგან აწითლებული სახე არ დამენახა-მისი დუმილი კი ჭკუიდან მშლიდა-ყველაფერს ავიტანდი-იმასაც,რომ შეიძლებოდა შევძულებოდი და იმასაც,რომ თუ ყველაფერს გაიგებდა,აღარც ლუკის დანახვა ენდომებოდა
დიდხანს იდგა გაუნძრევლად,მაგრამ ბოლოს მწარედ აქვითინდა,მაგრად ჩამეხუტა და მითხრა:
-მელ,ჩემო პრინცესავ,ვიცი,რომ ჩვენი დაცვა გინდოდა-ისიც ვიცი,რომ შენ და ლუკი ჩემზე ღელავდით და არ გინდოდათ,რომ იმ გიჟს ჩემთვის ისევ რამე დაეშავებინა-ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე,რომ ამ ქვეყნად თქვენზე ძვირფასი არავინ მყავს და ვერ გადავიტან,რამე რომ დაგემართოთ
მისი ცრემლების დანახვაზე მეტად არაფერი მადარდიანებდა-დიდხანს ვიდექი და ცრემლებს ვუმშრალებდი-როცა ოდნავ მაინც დამშვიდდა,ფართოდ გამიღიმა და მითხრა:
-ჩემო ლამაზო,გთხოვ,მსგავსი სისულელე აღარ გაიმეორო-დაიმახსოვრე-მნიშვნელობა არ აქვს,რა მოხდება-შენ ყოველთვის ჩემი ლამაზი და საყვარელი დაიკო იქნები და არასდროს მიგატოვებ-ძალიან მიყვარხარ
იმდენად ცუდად ვიყავი,რომ არც კი ვიცოდი ცრემლები როგორ შემეკავებინა-მაგრამ ბოლოს,როცა მივხვდი,რომ მეტს ვეღარ ვუძლებდი,ცხარე ცრემლებით ავტირდი,მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:
-მეც ძალიან მიყვარხარ,ძვირფასო.
VOCÊ ESTÁ LENDO
"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)
Fanfic23 წლის მაიკლ კლიფორდი საზარელი შემთხვევის შემდეგ უკვალოდ ქრება.ყველას,მათ შორის მის უმცროს დას-მელისასაც აქვს ეჭვი,რომ ის მკვდარია-მან მშობლები 2 თვის წინ,ავარიაში დაკარგა-და სწორედ მაშინ,როცა ფიქრობს,რომ გვერდით არავინ ჰყავს,მისი საუკეთესო მეგო...