მთელი საღამო ჩუმად ვიყავით,მაგრამ ბოლოს ლუკმა ნერვიულად ჩაახველა და ბიჭებს უთხრა:
-მგონი დროა,სიმართლე გაიგოთ.
ეშტონი და მაიკლი დაახლოებით ათი წუთი უყურებდნენ ერთმანეთს შეშინებულები-კალუმი კი ვერაფერს ამბობდა-უბრალოდ ერთ ადგილს იყო მიყინული და შიშისგან დამუნჯებული თვალებს ნერვიულად აცეცებდა აქეთ-იქით-ბოლოს კი ხმის კანკალით ჰკითხა:
-ძმაო,რ... რის თქმას ცდილობ?
საწყალი ლუკი ისეთ დღეში იყო,რომ არც კი იცოდა,რა გაეკეთებინა-ზურგსუკან ხელებწაღებული,დასჯილი ბავშვივით გაქვავებულიყო
იდგა ერთ ადგილზე და თავჩაქინდრული გაურკვევლად ბუტბუტებდა რაღაცას.-ლუკ,კარგად ხარ?-ერთხმად ჰკითხეს მაიკლმა და კალუმმა,მაგრამ მას ხმა არ ამოუღია
-ძმაო,კარგად ხარ?-ამჯერად ეშტონმა გაუმეორა კითხვა,მაგრამ მას არაფერი უთქვამს-ისევ ისე იდგა და გაურკვევლად ბუტბუტს აგრძელებდა-მაგრამ ბოლოს,როცა მიხვდა,რომ მეტის მოთმენა აღარ შეეძლო,თავი ასწია და ხმის კანკალით თქვა:
-ჯ... ჯეიკი ნამდვილად ლუიმ მოკლა
არ ვიცი,რატომ,მაგრამ საწყალ მაიკლს ამის გაგონების შემდეგ მთელი სახე გადაუთეთრდა-თავს ძლივს იკავებდა,რომ არ წაქცეულიყო-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი ჰკითხა:
-ძმაო,დარწმუნებული ხარ? ეს როგორ გაიგე?
სანამ ლუკი რამეს ეტყოდა,მის გვერდით დავჯექი,ხელზე ხელი დავადე და ვუთახრი:
-მაიკი,მგონი უკეთესი იქნება,თუ ყველაფერს აგიხსნი
როგორ კი ეს ვუთხარი,მაშინვე შემომხედა და შეშინებულმა მკითხა:
-მელ,რ... რას გულისხმობ?
როგორც კი ეს მკითხა,მაშინვე ნერვიულად ჩავახველე და ვუთხარი:
-ეს ყველაფერი ლუკისგან გავიგე-მას კი ნაილმა უთხრა,რაშიც იყო საქმე
როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე ლუკს შეხედა და შეშინებულმა ჰკითხა:
-ლუკ,ეს... ეს როგორ გაიგე?
ლუკი იმდენად ცუდად იყო,რომ არ კი იცოდა,რა ექნა-უბრალოდ იდგა და ერთიანად ცახცახებდა-ბოლოს კი,როცა თავის შეკავება ვეღარ მოახერხა,თავი ხელებში ჩარგო და მოთქმით ატირდა
როგორც კი ეს დავინახე,შეშინებულმა მაშინვე მასთან მივირბინე,მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:
-საყვარელო,დამშვიდდი-ნუ ტირი
-ძმაო,რა დაგემართა?-გთხოვ,რამე გვითხარი-მაიკლი ნერვიულობისგან ჭკუიდან გადავიდა და აღარ იცოდა,რა გაეკეთებინა-ლუკმა კი თითქმის ჩამწყდარი ხმით უთხრა:
-ყველაფერი ნაილისგან გავიგე,მაიკლ
როგორც კი ეს გაიგო,ჩაახველა და უთხრა:
-ხვალ აუცილებლად წავალ ციხეში და ლუის დაველაპარაკები-ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარკვიო,ეს რატომ ჩაიდინა-თქვენც ჩემთან ერთად წამოხვალთ.
DU LIEST GERADE
"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)
Fanfiction23 წლის მაიკლ კლიფორდი საზარელი შემთხვევის შემდეგ უკვალოდ ქრება.ყველას,მათ შორის მის უმცროს დას-მელისასაც აქვს ეჭვი,რომ ის მკვდარია-მან მშობლები 2 თვის წინ,ავარიაში დაკარგა-და სწორედ მაშინ,როცა ფიქრობს,რომ გვერდით არავინ ჰყავს,მისი საუკეთესო მეგო...