ცოტა ძნელი დასაჯერებელი იყო,რაც მითხრა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა-ისე მოვიქეცი,როგორც საჭირო იყო-საბოლოოდ კი გადავწყვიტეთ,რომ ხვალ აქაურობას ერთხელ და სამუდამოდ მოვშორდებით.დაახლოებით ათი წუთი ვიწექი და ჭერს მივშტერებოდი-ძალიან მალე მკვდარივით ჩამეძინა,ორ წუთში კი კარის შემოღების ხმა მომესმა-თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი,მაგრამ შემდეგ შეშინებული წამოვხტი და დავიჩურჩულე:
-ვინ არის?
როგორც კი ეს ვთქვი,შუქიც მაშინვე აინთო და იქვე მდგომმა ლუკმა ღიმილით მკითხა:
-ჰეი,პატარა ქალბატონო,რაშია საქმე? ხომ არ შეგაშინე?-ბოლოს კი,სანამ რამეს ვეტყოდი,ჩემთან მოირბინა,მაგრად ჩამეხუტა და მითხრა:
-ჩემო ლამაზო,გილოცავ დაბადების დღეს.
ჯანდაბა! რა სულელი ვარ!-იმდენად ცუდად ვიყავი,რომ ეს არც კი გამხსენებია-დიდხანს ვუყურებდი და არაფერს ვეუბნებოდი-უბრალოდ ვუღიმოდი,მაგრამ ბოლოს,როცა ვიგრძენი,რომ ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი,მაგრად ჩავეხუტე და ჩუმად ავტირდი-მას კი მხოლოდ გაეღიმა-ბოლოს კი მკითხა:
-მელ,საყვარელო,ყველაფერი რიგზეა?
როგორც კი მისი ხმა გავიგე,მაშინვე მოვშორდი,ცრემლები შევიმშრალე,სუსტად გავუღიმე და ვუპასუხე:
-ყველაფერი კარგადაა,ლუკ,უბრალოდ...-ის ის იყო,რაღაცის თქმა დავაპირე,რომ ისევ ვიგრძენი,თუ როგორ გამეჩხირა ყელში ცრემლების ბურთი-როგორც ყოველთვის ლუკმა ეს შეამჩნია-შემომხედა თუ არა,მაშინვე სუსტად გამიღიმა და მითხრა:
-მელისა,ჩემო საყვარელო,ვიცი,რომ რაღაც გჭირს-გთხოვ,მითხარი,რაშია საქმე-მინდა,რომ დაგეხმარო
-ძალიან ცუდად ვარ,ლ... ლუკ-ცრემლების ყლაპვით ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე-როგორც კი ეს გაიგო,შეშინებულმა მკითხა:
-პატარავ,რატომ ტირი?
-არ კი მ... ჯერა,რომ მაიკლი ამას აკეთებს-როგორც კი ეს ვუთხარი,მაშინვე მომშორდა,ხელი ჩამჭიდა და მითხრა:
-ძვირფასო,დამიჯერე-მაიკი ასე მხოლოდ იმიტომ იქცევა,რომ შენთვის სიკეთე უნდა-გპირდები,რომ როცა ყველაფერი ჩაივლის,ისევ დავბრუნდებით
-ს... სერიოზულად?-ცრემლების ყლაპვით ვკითხე და ქუთუთოები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს-ამის გაგონებისას კი ფართოდ გამიღიმა და მითხრა:
-პრინცესავ,ხომ გითხარი,რომ ყველაფერი კარგად იქნება?-გთხოვ,უბრალოდ მენდე-ძალიან მიყვარხარ და მინდა,რომ ამ საშინელების დავიწყებაში დაგეხმარო
-მ... მაგრამ ბიჭებისთვის ხომ არაფერი გვითქვამს? ალბათ მაიკი...-ის ის იყო,რაღაც უნდა მეთქვა,რომ ისევ გამაჩუმა-გულში ჩამიკრა და სიცილით მითხრა:
-პატარავ,ყველაფერი კარგადაა-უკვე მეორედ გეუბნები,რომ საშიში არაფერია-გთხოვ,უბრალოდ მენდე.
YOU ARE READING
"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)
Fanfiction23 წლის მაიკლ კლიფორდი საზარელი შემთხვევის შემდეგ უკვალოდ ქრება.ყველას,მათ შორის მის უმცროს დას-მელისასაც აქვს ეჭვი,რომ ის მკვდარია-მან მშობლები 2 თვის წინ,ავარიაში დაკარგა-და სწორედ მაშინ,როცა ფიქრობს,რომ გვერდით არავინ ჰყავს,მისი საუკეთესო მეგო...