"ლუის დაბრუნება" თავი 22

31 2 0
                                    




მთელი ღამე მკვდარივით მეძინა,დილით კი კარზე კაკუნმა გამაღვიძა-როგორც კი გამოვფხიზლდი,მაშინვე ვიკითხე:

-ვინ არის?

-საყვარელო,შენთვის სიურპრიზი მაქვს-როგორც კი ლუკის ხმა გავიგე,მაშინვე კართან მივირბინე,სახელური გადავწიე და დავინახე თუ არა,მაშინვე ფართოდ გავუღიმე და ვკითხე:

-როგორ ხარ,გოლიათო?

არაფერს მეუბნებოდა,უბრალოდ იდგა და მიღიმოდა-დიდხანს ჩუმად დგომის მერე კი ჩაახველა,ფართოდ გამიღიმა და საზეიმოდ შესძახა:

-მელ,შენთვის ძალიან მაგარი ამბავი მაქვს.

ვერაფერს ვეუბნებოდი-უბრალოდ ვიდექი და ჩუმად ვიცინოდი,მაგრამ ბოლოს,როცა მივხვდი,რომ მეტის მოთმენა აღარ შემეძლო,თავი მოვისაწყლე და ვკითხე:

-გოლიათო,რას გულისხმობ?

არაფერს მეუბნებოდა-უბრალოდ იდგა და მიღიმოდა,მაგრამ ბოლოს,როცა მიხვდა,რომ მინდოდა გამეგო თუ რას გულისხმობდა,მითხრა:

-მელისა,ჩემო პრინცესავ,ტომო ციხიდან გამოვიდა-დღეს საღამოს კი შენს სანახავად მოვა.

არ კი ვიცოდი რა მეთქვა-უბრალოდ სვეტივით გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილზე და იმ ყველაფრის გაანალიზებას ვდილობდი,რაც ლუკმა ცოტა ხნის წინ მითხრა-ბოლოს კი,როცა მივხვდი,რომ ასე ჩუმად ყოფნა აღარ შემეძლო,შევკივლე,მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:

-პინგვინო,ვერც კი წარმოიდგენ,როგორ გამახარე

დაახლოებით ათი წუთი ვიდექი და ვეხუტებოდი-ის კი უბრალოდ იღიმოდა-ბოლოს კი,როცა შემომხედა,გამიღიმა და მითხრა:

-ძვირფასო,გთხოვ,ბიჭებს ჯერჯერობით ნურაფერს ეტყვი

-მ... მაგრამ,ლუკ-რაღაც უნდა მეთქვა,მაგრამ ვერ მოვახერხე-მაშინვე გამაჩუმა და მითხრა:

-საყვარელო,უკეთესი იქნება თუ ბიჭებს ჯერჯერობით არაფერი ეცოდინებათ-მინდა ეს მათთვის სიურპრიზი იყოს

ახლა უკვე მივხვდი,რატომაც არ უნდოდა,ბიჭებს რამე გაეგოთ,მაგრამ ცნობისმოყვარეობა მაინც არ მასვენებდა-თავი უწინდელზე მეტად მოვისაწყლე და ვუთხარი:

-პინგვინო,არ შეიძლება მაიკლს მაინც ვუთხრათ ეს ყველაფერი?-ალბათ ძალიან ღელავს

როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე საყვარლად დაიკრიჭა,თავი გააქნია და მითხრა:

-პრინცესავ,ყველაფერი ისე იქნება,როგორც შენ იტყვი-მართალია ასეთი ჯიუტი ხარ და შენთან ვერასდროს ვერაფერს გავხდები,მაგრამ მაინც სიგიჟემდე მიყვარხარ

როგორც კი ეს მითხრა,ცრემლმორეული მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:

-ძალიან მიყვახარ,გოლიათო

-მეც ძალიან მიყვარხარ,პატარავ-მეჩურჩულებოდა და გულში მთელი ძალით მიკრავდა-ბოლოს კი,როცა შემომხედა,საყვარლად დაიკრიჭა და მითხრა:

-ძვირფასო,მოდი,წავიდეთ და მაიკლი მოვძებნოთ-სანამ დროა,ყველაფერი ვუთხრათ-და ორივე გიჟებივით გავიქეცით მაიკლის მოსაძებნად.

"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)Onde histórias criam vida. Descubra agora