"საბოლოო გადაწყვეტილება" თავი 31

37 1 0
                                    


როგორც კი ეს გაიგო,სუსტად გამიღიმა,შუბლზე მაკოცა და ჩურჩულით მითხრა:

-საყვარელო,გთხოვ,დამშვიდდი-გპირდები,რომ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება

არც კი ვიცოდი,რა მეთქვა-უბრალოდ ვიჯექი და ვუღიმოდი-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი მძიმედ ამოვიხვნეშე,თავი ჩავქინდრე და ვუთხარი:

-ბიჭებისთვის ჯერ კიდევ არაფერი გვითქვამს-ალბათ ლუიმ და ნაილმა უკვე ყველაფერი გაიგეს.

არ ვიცი რატომ,მაგრამ როგორც კი ეს გაიგო,თვალებგაბრწყინებული წამოხტა,ტელეფონს ხელი დაავლო და გიჟივით გავარდა გარეთ-თან გაიძახოდა:

-გენიოსი ვარ-ნეტავ ეს აქამდე რატომ არ გავაკეთე?

ვერაფერს მივხვდი-არც ის მინდოდა,რომ ზედმეტი კითხვებით შემეწუხებინა-ორსაათიანი ლოდინის მერე კი,როცა უკან დაბრუნდა,საზეიმოდ შესძახა:

-პრინცესავ,შენთვის ძალიან მაგარი ამბავი მაქვს

-ლუკ,რა დაგემართა? ყველაფერი კარგადაა?

როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე გამომეტყველება შეეცვალა-ჩემ გვერდით ჩამოჯდა,ხელი ჩამჭიდა და თავჩაქინდრულმა დაიჩურჩულა:

-მელ,საყვარელო,ყველფერს გეტყვი,მაგრამ გთხოვ დამპირდი,რომ არ გაბრაზდები და ყურადღებით მომისმენ.

როგორც კი ეს მითხრა,მაშინვე გულში ჩავიკარი და ჩურჩულით ვუთხარი:

-ლუკ,ჩემო ძვირფასო,შეგიძლია დამშვიდდე-ყველფერი კარგად იქნება-შეგიძლია ყველაფერი მითხრა

დიდხანს იჯდა გაუნძრევლად და მიღიმოდა-ბოლოს კი მაგრად ჩამეხუტა და ჩურჩულით მითხრა:

-პატარავ,მაიკის ველაპარაკე და ვთხოვე,რომ ჩვენ სანახავად ჩამოსულიყო-ძალიან მოენატრე და უნდა,რომ ყველაფრისთვის ბოდიში მოგიხადოს

არაფერი მითქვამს-დაახლოებით ათი წუთი ვიჯექი და წიწაკასავით აწითლებული თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი-ბოლოს კი,ის ის იყო,დაყვირება დავაპირე,რომ მივხვდი,თუ ასე მოვიქცეოდი და ისევ გაბრაზებული ვიქნებოდი,არაფერი გამოვიდოდა-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე შევხედე,სუსტად გავუღიმე,მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:

-დაგპირდი,რომ ყველაფერს ისე გავაკეთბდი,როგორც შენ გინდა,ჩემო საყვარელო გოლიათო და ეს ასეც იქნება

-მელისა,ჩემო ანგელოზო,ნეტავ იცოდე,როგორი ბედნიერი ვარ-არც კი მჯერა,რომ ყველაფერს მიხვდი და გადაწყვიტე მაიკის მოუსმინო-ჩურჩულით მითხრა და ფართოდ გამიღიმა-ბოლოს კი ჩაახველა და მითხრა:

-საყვარელო,არის კიდევ ერთი რამ,რაც არ იცი

-რას გულისხმობ,პინგვინო?-ცნობისმოყვარე გამომეტყველებით ვკითხე და დავუცადე,სანამ რამეს მიპასუხებდა-ბოლოს კი,როგორც იქნა ჩაახველა,საყვარლად დაიკრიჭა და მითხრა:

-ბიჭებმა ყველაფერი გაიგეს-მაიკიმ,ჰაროლდმა და ნაილერმა კი ჩვენი დაბრუნების აღსანიშნავად წვეულების მოწყობა გადაწყვიტეს-მგონი აჯობებს თუ ხვალ დავბრუნდებით

-სეროზულად?-ვკითხე ცოტა არ იყოს დაეჭვებულმა-მან კი მხოლოდ გამიღიმა და თავი დამიქნია-ბოლოს კი გულში ჩამიკრა და ჩურჩულით მითხრა:

-მელ,ჩემო ანგელოზო,გთხოვ,დამშვიდდი და უბრალოდ მენდე-ხომ იცი,რომ ძალინ მიყვარხარ? ხომ იცი,რომ მეც და ბიჭებსაც შენთვის მხოლოდ სიკეთე გვინდა?-გთხოვ,უბრალოდ მენდე-გპირდები,რომ ამიერიდან ყველაფერი შეიცვლება და აღარასდროს დავუშვებ,რომ ზიანი მოგადგეს.

"დაკარგული ძმის დაბრუნება"(დასრულებულია)Where stories live. Discover now