ბაღს არავინ უვლიდა, მაგრამ ის მაინც ძალიან ლამაზი იყო.
მტირალა ტირიფები გალავანზე გადაკიდებულიყვნენ და თავიანთი ტოტებით შრიალებდნენ, იზრდებოდნენ თელები*, სადღაც ტიროდნენ ხელისებრი ფოთლებით ბებერი ნეკერჩხლები. სადაც არ გაიხედები, ყველგან გვიმრების სხვადასხვა სახეობაა, გალავანი კი სუროთია დაფარული. ყვითელი დეკები ებრძოდნენ იელს** ადგილისთვის იმაში, რაც ადრე ყვავილნარი იყო. ყველაფერი გარშემო ხავსითა და ბუჩქნარებითაა დაფარული, გზა, გაზაფხულს სახელდახელოდ ხრეშით მოყრილი, ჩანდა ვიწრო ლენტად კუტიკარიდან მძიმე, მასიურ მუხის კარებამდე.
შიგნით სახლი ცივი იყო, თუმცა თითქმის ყველა ოთახში ბუხარი ჰქონდათ. მათ არ ახურებდნენ. სითბო მხოლოდ სამზარეულოში იყო, სადაც აქამდე იდგა თუჯის ფეჩი. მხოლოდ იქ აძლევდა ტომლინსონი საკუთარ თავს ცეცხლის დანთების უფლებას - სასიხარულოდ, პეინი სამზარეულოში ცხვირსაც არ ყოფდა. სასადილოშიც იშვიათად იხედებოდა - ჩვეულებრივ, მისაღებში ან კაბინეტში ჭამდა. მას კი მერე უნდა დაელაგებინა, ნამცეცები დაეფერთხა, ობი მოეშორებინა...
მით უმეტეს, როდესაც ლიამმა საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდა, საერთოდ გართულდა ყველაფერი. წადი, მომიტანე, მომაწოდე, იყიდე სტერილური ძაფები, გარეცხე და გაასტერილე ლაბორატორიის ჭურჭელი, დაალაგე საყინულე კამერა, შეაკეთე თერმოსტატი, მომიტანე ყავა...
მათ თითქმის დაამთავრეს და ლიამი კარგ განწყობაზე იყო. თირკმელებიანი ღვეზელის გაკეთებაც კი სთხოვა. თირკმელებიანი ღვეზელი! ამისთვის ხომ ფორდში უნდა ჩაჯდეს, ბაზარში წავიდეს, იყიდოს კვერცხი, არაჟანი, ქათმის გულები, ძროხის თირკმელები, მერე კი საღამომდე უნდა მოემზადებინა. ლიამი არ დამშვიდდება - აუცილებლად სთხოვს ჩაის მისაღებში მიტანას და ღვეზელის ნამცეცებს დივანსა და ხალიჩაზე დაყრის - ასე ხომ ვირთხები გაუჩნდებათ!
YOU ARE READING
შემქმნელი
Fanfictionამბობენ, არ არსებობს იმაზე ძლიერი სიყვარული, ვიდრე შემქმნელსა და ქმნილებას შორის. _____________________________________ •მოქმედება ხდება 1930-იან წლებში• _____________________________________ ფიკი ითარგმნება. ორიგინალის ლინკი: https://ficbook.net/re...