1.

4.9K 271 157
                                    

თეჰიონ (POV)

"მე გეი ვარ!"

ხო სწორედ ამ სიტყვებით წარვდექი თხუტმეტი წლის ასაკში ჩემი მშობლების წინაშე.დღემდე არ ვიცი ამხელა გამბედაობა საიდან მოვიკრიბე, ახლა რომ ვფიქრობ ამ გადმოსახედიდან, მაშინ რომ არ მეთქვა მშობლებისთვის დღემდე არ ეცოდინებოდათ რომ გეი ვარ.

"რაა? ეგ რას ნიშნავს?"

მამა ცდილობდა არ ეყვირა, დედა კი მის მკლავზე იყო ჩაბღაუჭებული და ახალი ინფორმაციის გადახარშვას ცდილობდა.

"მამა სერიოზულად? არ იცი გეი რას ნიშნავს, აი როცა შენივე სქეს...."

ვინ მაცადა დასრულება.

"გაჩუმდი ვიცი რასაც ნიშნავს, ვგულისხმობ საიდან მოიტანე რომ გეი ხარ?"

"მოკლედ ერთი ბიჭია და მე ის..."

"გაჩუმდი..."

არა მამაჩემი ნამდვილად მეკაიფებოდა.

თან კითხვებს მისვამდა თან პასუხის გაცემას არ მაცდიდა.

"თაე პატარავ, ჯერ ცოტა ადრე ხომ არ არის შენს ორიენტაციაზე სასაუბროდ, გაიზრდები და მიხვდები რომ ეს უბრალოდ თინეიჯერული აკვიატებაა და მეტი არაფერი."

დედა, როგორც ყოველთვის ცდილობდა ცივილიზებულად მიდგომოდა თემას.

"არა დედა, ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ რომ გეი ვარ..."

"მოიცა შენ რა..."

უკვე მივხვდი რის თქმასაც ცდილობდა დედაჩემი, ამიტომ ადგილზე გავაწყვეტინე.

"არა გაგიჟდი?"

"წესიერად ელაპარაკე დედაშენს ახალგაზრა ყმაწვილო, თხუთმეტი წლის ასაკში გვიცხადებ რომ გეი ხარ და კიდევ ის გაგიჟდა?"

"მაპატიე მამა, არ მინდოდა ასე გამომსვლოდა, იმის თქმას ვცდილობდი რომ, არა, და არც ვაპირებ სანამ ნამდვილს სიყვარულს არ ვიპოვნი."

ორივემ შვებით ამოისუნთქა.

"მოდი პატარავ, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, მიხარია რომ შენი აზრი გაგვიზიარე, მაგრამ დაფიქრდები და მიხვდები რომ ეს არასწორია, და რომ ცდებოდი. ახლა ძილის დროა, ოთახში ადი და დაისვენე."

homophobia kills! Onde histórias criam vida. Descubra agora