—კიდევ რამდენჯერ უნდა გაგიმეორო?!ადგები, თუ სხვა ზომებს მივმართო?!-სადღაც, შორიდან, დედაჩემის განწირული ხმა ისმის.
—ღმერთო...-ჩემთვის ვბუტბუტებ და ბალიშიდან თავს ვწევ.—დედა! თუ აყვანილი ვარ, პირდაპირ მითხარი, არ მოგერიდოს.-ზიზღნარევი ხმით გავყვირი.
—დავიწყოთ იმით, რომ შენ არ გიშვილებდი.-როგორც ყოველთვის, მწარე პასუხი არ აყოვნებს.—გავაგრძელოთ იმით, რომ ტონი შეარჩიე და დავასრულოთ იმით, რომ გაგვიანდება და დროზე ადექი!
ვიაზრებ, რომ შეიძლება მართლა დამაგვიანდეს, ამიტომ ჩემი ნების მიუხედავად, მაინც ვდგები და სააბაზანოში შევდივარ.
გამოსვლის შემდეგ ვიცვამ და სევდიანად დავყურებ ჩემოდანს, რომელიც ჩემი ტანსაცმლითა და სხვა უარავი ნივთითაა გამოტენილი.
პირველ სართულზე ჩავდივარ და სამზარეულოში შესვლისთანავე დედაჩემის კრიტიკა მეგებება.
—შესანიშნავი დასაწყისია, ელენე, ასე თუ გააგრძელე, ერთ სემესტრსაც ვერ დახურავ.
—დედაააა..-თვალების ტრიალიღ ვამბობ და მაცივრის კარს ვხსნი.—შეგიძლია უბრალოდ მორჩე კრიტიკას და საჭმელი გამითბო?
—მე კი გაგითბობ საჭმელს, მაგრამ...
—აუ, დეე,-ვაწყვეტინებ და ცივი წყლის ბოთლით ხელში მისკენ ვტრიალდები.
—რატომ იღლი თავს ზედმეტი ფიქრით? არაფერი არ მოხდება ისეთი, რაზეც ახლა დარდობ. ჩემზე კარგად იცი, რომ რამდენად ზარმაციც ვარ, გაორმაგებული რაოდენობით ვარ პასუხისმგებლიანი და რაღატო მეწუწუნები?—კარგი, კარგი.-ხელებს მაღლა სწევს და ჩემი თხოვნის შესრულებას - საჭმლის გათობას - იწყებს.
—მადლობა, ძლივს.-ჩუმად ვამბობ, თუმცა, მისი მკვლელ მზერა მატყობინებს, რომ მაინც გაიგო რაც ვთქვი.
ღიმილით ვაქნევ თავს და ამ წამსღა ვიაზრებ, რომ ვიღაცის მომაბეზრებელი ხმა ჯერ კიდევ არ გამიგონია.
YOU ARE READING
Love for evermore
Romance"სიყვარული მარადჟამს" მოგვითხრობს ისტორიას ელენესა და ანდრიაზე, რომელიც არაფრით და ამავდროულად თითქმის ყველაფრით განსხვავდება სხვა დანარჩენი შეყვარებული წყვილების ისტორიებისაგან. სიყვარული, რომელიც მოულოდნელად და დაუკითხავად ატყდება თავს მოთხრობის...